მოიძებნა 669201 ჩანაწერი
161821.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მისტერ ბენქსს სრულებით არაფერი აქვს შესაცოდი.
He is not in the least pitiable.
161822.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მას აქვს თავისი საქმე.
He has his work.
161823.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
სრულიად მოულოდნელად, ისე, თითქოს რაღაც განძს მიაგნო, მოაგონდა, რომ თავადაც ჰქონდა საქმე.
She remembered, all of a sudden as if she had found a treasure, that she had her work.
161824.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
აი, რა უნდა ვქნა.
That’s what I shall do.
161825.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ლილიმ სამარილე აიღო და ისევ უკან დადო სუფრის ყვავილებით მოჩითულ მონაკვეთზე, თითქოს ეს მოქმედება შეახსენებდა, რომ ხე უნდა გადაეადგილებინა.
She took up the salt cellar and put it down again on a flower pattern in the table-cloth, so as to remind herself to move the tree.
161826.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„უცნაურია, მაგრამ ფოსტით იშვიათად თუ მიიღებ რამე ღირებულს, და მაინც, ყოველთვის ელი წერილებს“, თქვა მისტერ ბენქსმა.
"It’s odd that one scarcely gets anything worth having by post, yet one always wants one’s letters," said Mr. Bankes.
161827.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
რა სისულელეს მიედ-მოედებიან, გაიფიქრა მისტერ ტენსლიმ და კოვზი მათლაფის ზუსტად შუაგულში დადო, რომელიც ბოლომდე ამოესუფთავებინა, და ლილიმ გაიფიქრა (ის მის პირდაპირ იჯდა სუფრასთან, ზურგით ფანჯრის ხედს ზუსტად შუაში ყოფდა), ალბათ იმის დასტურად, რომ უკვე ჭამა დაამთავრაო.
What damned rot they talk, thought Charles Tansley, laying down his spoon precisely in the middle of his plate, which he had swept clean, as if, Lily thought (he sat opposite to her with his back to the window precisely in the middle of view), he were determined to make sure of his meals.
161828.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ლილის მოსწონდა მისი თვალები; მუქი ლურჯი და ღრმად ჩამჯდარი, შიშის მომგვრელი.
She liked his eyes; they were blue, deep set, frightening.
161829.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„ბევრ წერილს წერთ, მისტერ ტენსლი?“ ჰკითხა მისიზ რემზიმ, რომელიც, ლილის აზრით, ასევე ებრალებოდა.
"Do you write many letters, Mr. Tansley?" asked Mrs. Ramsay, pitying him too, Lily supposed.
161830.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
რადგან ეს ნამდვილად ასე იყო, მისიზ რემზის ყოველთვის ებრალებოდა მამაკაცები, თითქოს მათ რაღაცა აკლდათ, და არასოდეს ქალები.
For that was true of Mrs. Ramsay — she pitied men always as if they lacked something — women never.
161831.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
წერილებს დედამისს წერს; სხვა მხრივ, რა მოგახსენოთ, თვეში ერთ წერილს თუ დაწერდა, მოკლედ მოუჭრა მისტერ ტენსლიმ.
He wrote to his mother; otherwise he did not suppose he wrote one letter a month, said Mr. Tansley, shortly.
161832.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
იჯდა და კითხულობდა წიგნს თავის ოთახში, ეს-ესაა ჩამოვიდა და სულელური, ყალბი და ზედაპირული ეჩვენება ეს ყველაფერი.
He had been reading in his room, and now he came down and it all seemed to him silly, superficial, flimsy.
161833.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ნეტავი რისთვის გამოიპრანჭნენ?
Why did they dress?
161834.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
არც ჰქონდა საზეიმო ტანსაცმელი.
He had not got any dress clothes.
161835.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„ფოსტით ხომ ღირებულს ვერაფერს მიიღებ“ – სულ ასეთ რამეებზე ლაპარაკობენ.
"One never gets anything worth having by post" — that was the sort of thing they were always saying.
161836.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მამაკაცებსაც აიძულებენ ასეთ რაღაცებზე ლაპარაკს.
They made men say that sort of thing.
161837.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
დიახ, ზუსტადაც რომ სრული სიმართლეაო, გაიფიქრა გულში.
Yes, it was pretty well true, he thought.
161838.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ეს ქალების ბრალია.
It was the women’s fault.
161839.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„შუქურაზე წასვლა ხვალ გამორიცხულია, მისიზ რემზი“, თქვა მან თავდაცვის მიზნით.
"No going to the Lighthouse tomorrow, Mrs. Ramsay," he said, asserting himself.
161840.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მას მოსწონდა ის, აღტაცებული იყო მისით.
He liked her, he admired her.