მოიძებნა 669201 ჩანაწერი
161861.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ნატრობდა, ნეტავი რამე მოვიფიქრო მისიზ რემზისთვის სათქმელი, რამე ისეთი, რაც მიახვედრებს, რომ ვიღაც გაუთლელი ხეპრე არა ვარო.
He wished he could think of something to say to Mrs. Ramsay, something which would show her that he was not just a dry prig.
161862.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მაგრამ მისიზ რემზი უილიამ ბენქსს ისეთ ხალხზე ესაუბრებოდა, ვისაც ის არ იცნობდა.
But Mrs. Ramsay was talking about people he had never heard of to William Bankes.
161863.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„ალბათ თხუთმეტი, არა, ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკანასკნელად ვნახე“, ამბობდა მისკენ ზურგით მიბრუნებული, თითქოს წამითაც არ შეეძლო გაეწყვიტა საუბარი, ისე იყო თემით დაინტერესებული.
"It must have been fifteen — no, twenty years ago — that I last saw her," she was saying, turning back to him again as if she could not lose a moment of their talk, for she was absorbed by what they were saying.
161864.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ოო, გუშინდელ დღესავით ახსოვს ყველაფერი – მდინარე, თითქოს მართლა გუშინ იყო – მდინარის სანაპიროზე წასვლა, სიცივის შეგრძნება.
Oh, she could remember it as if it were yesterday — on the river, feeling it as if it were yesterday — going on the river, feeling very cold.
161865.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მაგრამ თუ მენინგები რამეს დაგეგმავენ, არაფრით აღარ გადათქვამენ ხოლმე.
But if the Mannings made a plan they stuck to it.
161866.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
არასოდეს დაავიწყდება, როგორ მოკლა ჰერბერტმა კრაზანა ჩაის კოვზით სანაპიროზე!
Never should she forget Herbert killing a wasp with a teaspoon on the bank!
161867.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„კერიმ თვითონ მოგწერათ?“ ჰკითხა მისტერ ტენსლის.
Had Carrie written to him herself?she asked.
161868.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„დიახ, მწერს, რომ ახალ საბილიარდოს აშენებენ“, თქვა მან.
"Yes. She says they’re building a new billiard room," he said.
161869.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ეს.
It seemed to her impossible.
161870.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
კერის მისგან მოკითხვა ხომ არ შეუთვალოს?
Should he give her love to Carrie?
161871.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„აჰ“, თქვა და შეკრთა მისიზ რემზი, „არა“, დასძინა შემდეგ და გაიფიქრა, რომ აღარ იცნობდა ამ კერის, რომელიც დღეს საბილიარდოს აშენებს.
"Oh," said Mrs. Ramsay with a little start, "No," she added, reflecting that she did not know this Carrie who built a new billiard room.
161872.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
რადგან უჩვეულოდ ეჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ალბათ ოც წელიწადში ერთადერთხელ თუ გაახსენდა, ისევ იქ და ისევ ძველებურად ცხოვრობდნენ.
For it was extraordinary to think that they had been capable of going on living all these years when she had not thought of them more than once all that time.
161873.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მას კი რამდენი რამ გადახდა თავს ამ წლების განმავლობაში.
How eventful her own life had been, during those same years.
161874.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
თუმცა ალბათ არც კერი მენინგს გახსენებია ის.
Yet perhaps Carrie Manning had not thought about her, either.
161875.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ყველა წრეში ჰყავს მეგობრები...
He had friends in all circles...
161876.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მისიზ რემზიმ აქ ლაპარაკი შეწყვიტა, და მოახლე გააფრთხილა, რომელიღაც კერძი შეათბეო.
Mrs. Ramsay had to break off here to tell the maid something about keeping food hot.
161877.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
აი, რატომ ერჩივნა მარტო სადილობა.
That was why he preferred dining alone.
161878.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მაშ ასე, ფიქრობდა უილიამ ბენქსი, უბადლო თავაზიანობას ინარჩუნებდა, უხმოდ იჯდა და ისე გაეშალა მარცხენა ხელის თითები სუფრაზე, როგორც ხელოსანი იქცევა ხოლმე რომელიმე მშვენივრად გაპრიალებული და სახმარად გამზადებული ხელსაწყოს შესამოწმებლად ხანმოკლე შესვენებისას, აი, როგორ მსხვერპლს მოითხოვს მეგობრობა ჩვენგან.
Well, thought William Bankes, preserving a demeanour of exquisite courtesy and merely spreading the fingers of his left hand on the table-cloth as a mechanic examines a tool beautifully polished and ready for use in an interval of leisure, such are the sacrifices one’s friends ask of one.
161879.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ვახშამზე უარი რომ ეთქვა, მას აწყენინებდა.
It would have hurt her if he had refused to come.
161880.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მაგრამ მისთვის ეს ყველაფერი არ ღირდა ამად.
But it was not worth it for him.