მოიძებნა 669201 ჩანაწერი
161841.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მაგრამ მიაჩნდა, რომ აუცილებელი იყო, თავი დაეცვა.
But he felt it necessary to assert himself.
161842.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ლილი ბრისკო ფიქრობდა, მიუხედავად ამ თვალებისა – აბა, ერთი მის ცხვირს შეხედეთ, მის ხელებს შეხედეთ, – ის მართლაც ყველაზე შეუხედავი და უსიამოვნო მამაკაცია, ვისაც კი ცხოვრებაში შევხვედრივარო.
He was really, Lily Briscoe thought, in spite of his eyes, but then look at his nose, look at his hands, the most uncharming human being she had ever met.
161843.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მაშინ რაღად აღელვებდა, რას იტყოდა ის?
Then why did she mind what he said?
161844.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
რატომ ხდება, რომ მთელი არსებით ისე ვიზნიქები და ვიხრები დაბლა, როგორც თავთავი ქარში, და ამ დამცირების მერე ისევ ვიმართები წელში, ოღონდ ეს უდიდესი ძალისხმევისა და მტანჯველი მცდელობის შედეგად ხდება?
Why did her whole being bow, like corn under a wind, and erect itself again from this abasement only with a great and rather painful effort?
161845.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
კიდევ ერთხელ უნდა სცადოს.
She must try it once more.
161846.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
აი, ტოტები სუფრაზე, აი, ჩემი ნახატი, ხე შუისკენ უნდა წავწიო, მხოლოდ ესაა მნიშვნელოვანი და სხვა არაფერი.
There’s the sprig on the table-cloth, there’s my painting, I must move the tree to the middle, that matters — nothing else.
161847.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„ვაიმე, მისტერ ტენსლი“, თქვა ლილიმ, „ძალიან გთხოვთ, თქვენთან ერთად წამიყვანეთ შუქურაზე“.
"Oh, Mr. Tansley," she said, "do take me to the Lighthouse with you. I should so love it".
161848.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
გრძნობდა, რომ იტყუებოდა.
She was telling lies he could see.
161849.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ისეთ რამეს ამბობდა, რასაც სინამდვილეში არ გულისხმობდა, იმიტომ, რომ მისი გაბრაზება უნდოდა რაღაცის გამო.
She was saying what she did not mean to annoy him, for some reason.
161850.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ის დასცინოდა მას.
She was laughing at him.
161851.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მას ძველი ფლანელის შარვალი ეცვა.
He was in his old flannel trousers.
161852.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
სხვა არც არაფერი გააჩნდა.
He had no others.
161853.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
თავს საშინლად გრძნობდა, მიტოვებულად, მარტოხელად.
He felt very rough and isolated and lonely.
161854.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მან იცოდა, რომ იგი რაღაცის გამო მის გაბრაზებას, გაღიზიანებას ცდილობდა, მასთან ერთად შუქურაზე წასვლა სულაც არ უნდოდა.
He knew that she was trying to tease him for some reason, she didn’t want to go to the Lighthouse with him.
161855.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მას ეზიზღებოდა ის, ფრუ რემზისაც ეზიზღებოდა და ყველა დანარჩენსაც.
She despised him: so did Prue Ramsay, so did they all.
161856.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მაგრამ არ აპირებდა, თავის გასულელების ნება მიეცა ქალებისთვის, ამიტომ სკამზე შეგნებულად შემოტრიალდა, ფანჯარაში გაიხედა და თქვა, სულმოუთქმელად, ძალიან მკვახედ.
But he was not going to be made a fool of by women, so he turned deliberately in his chair and looked out of the window and said, all in a jerk, very rudely.
161857.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
როგორ უნდოდა, მარტო ყოფილიყო თავის ოთახში და ემუშავა, წიგნებით გარშემორტყმულს.
If only he could be alone in his room working, among his books.
161858.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მხოლოდ იქ გრძნობდა თავს თავისუფლად.
That was where he felt at his ease.
161859.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მას ცხოვრებაში პენიც არ ჰქონია ვინმეს ვალი, თხუთმეტი წლის ასაკიდან მამამისსაც კი არ გაუმეტებია არც ერთი პენი.
And he had never run a penny into debt, he had never cost his father a penny since he was fifteen,
161860.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
და მაინც, ნეტავი შეძლებოდა მართებული პასუხი გაეცა მის ბრისკოსთვის.
Still, he wished he had known how to answer Miss Briscoe properly.