მოიძებნა 669201 ჩანაწერი
161881.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ხელზე დაიხედა და გაიფიქრა, ახლა მარტოს რომ მესადილა, ალბათ ჭამა უკვე დამთავრებული მექნებოდაო.
Looking at his hand he thought that if he had been alone dinner would have been almost over now.
161882.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
დიახ, ფიქრობდა ის, ეს ხომ საშინელი დროის ფლანგვაა.
Yes, he thought, it is a terrible waste of time.
161883.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„რა იქნება, რომელიმემ როჯერის ოთახში აირბინოს“, თქვა მისიზ რემზიმ.
"I wish one of you would run up to Roger’s room," Mrs. Ramsay was saying.
161884.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მართლაც, რამდენი დრო იკარგება ფუჭად!
What a waste of time it all was to be sure!
161885.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
თუმცა მაშინ, იმწამს, მის იქ ყოფნას მისთვის არანაირი აზრი არ ჰქონდა: მისთვის არაფერს, არაფერს ნიშნავდა მისი სილამაზე, ის, რომ ფანჯარასთან იჯდა ხოლმე უმცროს ვაჟთან ერთად...
Yet now, at this moment her presence meant absolutely nothing to him: her beauty meant nothing to him, her sitting with her little boy at the window — nothing, nothing.
161886.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მხოლოდ მარტო ყოფნა უნდოდა, რომ იმ წიგნის კითხვა გაეგრძელებინა.
He wished only to be alone and to take up that book.
161887.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
თავს უხერხულად გრძნობდა.
He felt uncomfortable.
161888.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
თავი მოღალატედ მიაჩნდა იმის გამო, რომ მის გვერდით იჯდა და მის მიმართ არაფერს გრძნობდა.
He felt treacherous, that he could sit by her side and feel nothing for her.
161889.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
სიმართლე კი ის იყო, რომ სიამოვნებას ვერ პოულობდა ოჯახურ ცხოვრებაში.
The truth was that he did not enjoy family life.
161890.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ალბათ სწორედ ასეთ ვითარებაში სვამს ადამიანი კითხვას, რისთვის ვცხოვრობ?
It was in this sort of state that one asked oneself, What does one live for?
161891.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
რისთვის, ეკითხება ასეთ დროს კაცი თავის თავს, რატომ კისრულობ ამდენ ტანჯვა-ვაებას ადამიანის მოდგმის გასაგრძელებლად?
Why, one asked oneself, does one take all these pains for the human race to go on?
161892.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
არცთუ ძალიან, გაიფიქრა მან, როცა სუფრასთან მსხდომ თმაგაბურძგნილ ბიჭებს გახედა.
Not so very, he thought, looking at those rather untidy boys.
161893.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ეს ის სულელური, ის ფუჭი შეკითხვებია, რომელთაც არასოდეს დასვამს საქმით დაკავებული ადამიანი.
Foolish questions, vain questions, questions one never asked if one was occupied.
161894.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მაგრამ აი, ზის აქ და სწორედ ამგვარი შეკითხვები ებადება, რადგან მისიზ რემზი წარამარა მითითებებს აძლევს მოახლეებს და რადგან შეაშფოთა მისმა რეაქციამ, როცა გაიგო, რომ კერი მენინგი ჯერაც არსებობს, რომ მეგობრობა, უახლოესი მეგობრობაც კი, შეიძლება ასეთი მყიფე იყოს.
But here he was asking himself that sort of question, because Mrs. Ramsay was giving orders to servants, and also because it had struck him, thinking how surprised she was that Carrie Manning should still exist, that friendships, even the best of them, are frail things.
161895.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ისევ გაკიცხა თავი, რომ მისიზ რემზის გვერდით იჯდა და არაფერი ჰქონდა მისთვის სათქმელი.
He reproached himself again, he was sitting beside Mrs. Ramsay and he had nothing to say to her.
161896.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„ბოდიშს გიხდით“, თქვა მისიზ რემზიმ, როცა, როგორც იქნა, მისკენ შემობრუნდა.
"I’m so sorry," said Mrs. Ramsay, turning to him at last.
161897.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
უნდა აიძულოს თავი და რამე თქვას.
He must make himself talk.
161898.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
დიდ სიფრთხილეს თუ არ გამოიჩენს, მიუხვდება ღალატს, რომ ჩალადაც არ უღირს, რაც ძალიან სამწუხარო იქნებაო, გაიფიქრა.
Unless he were very careful, she would find out this treachery of his, that he did not care a straw for her, and that would not be at all pleasant, he thought.
161899.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
შეიძლება ფრანგულად წარმოთქმული სიტყვები მოსაუბრის ფიქრებს არც გამოხატავდეს, რადგან მიუხედავად ამისა, ფრანგულად საუბარი ერთგვარ წესრიგს ამყარებს, ერთგვარ თანხმობას განამტკიცებს.
French may not contain the words that express the speaker’s thoughts, nevertheless speaking French imposes some order, some uniformity.
161900.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მისტერ ბენქსმა იმავე ენაზე უპასუხა, არა, სულაც არაო, ხოლო მისტერ ტენსლიმ, რომელსაც ამ ენის არაფერი გაეგებოდა, და ეს მოკლე, ერთმარცვლიანი სიტყვებიც კი არ ესმოდა, მაშინვე იგრძნო ფარისევლობა.
Replying to her in the same language, Mr. Bankes said, "No, not at all," and Mr. Tansley, who had no knowledge of this language, even spoke thus in words of one syllable, at once suspected its insincerity.