მოიძებნა 669201 ჩანაწერი
161901.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
იქ, იმ საზოგადოებაში, სადაც ადამიანს ყველაფრის თქმა შეუძლია და სარკასტულად აღწერს „სტუმრობას რემზებთან“ და მთელ იმ სისულელეს, რასაც ისინი მიედ-მოედებიან.
There, in a society where one could say what one liked he would sarcastically describe "staying with the Ramsays" and what nonsense they talked.
161902.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
რა თქმა უნდა, რემზიმ თავი დაიღუპა იმით, რომ ლამაზი ქალი შეირთო და რვა შვილი შეეძინა.
Of course Ramsay had dished himself by marrying a beautiful woman and having eight children.
161903.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
უნდოდა, ვინმეს შანსი მიეცა, რომ თავი დაემკვიდრებინა.
He wanted somebody to give him a chance of asserting himself.
161904.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ისე ძალიან მოუნდა, რომ სკამზე აწრიალდა, ხან ამას შეხედა, ხან იმას, შეეცადა საუბარში ჩართულიყო, პირი გააღო და ისევ დამუწა.
He wanted it so urgently that he fidgeted in his chair, looked at this, then at that, tried to break into their talk, opened his mouth and shut it again.
161905.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ისინი ახლა თევზის წარმოებაზე საუბრობდნენ.
They were talking about the fishing industry.
161906.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
რატომ მას არავინ ჰკითხავსა აზრი?
Why did no one ask him his opinion?
161907.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ლილი ბრისკომ კი მშვენივრად იცოდა ყველაფერი.
Lily Briscoe knew all that.
161908.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მისტერ ტენსლის პირისპირ იჯდა და ისეთი სიცხადით, რენტგენის სურათს რომ ახასიათებს, ხედავდა შთაბეჭდილების მოხდენის სურვილით ანთებული ახალგაზრდა კაცის ნეკნებს და თეძოს ძვლებს, ხორცის ნისლისებური ფენით დაფარულს, საზოგადოებრივ პირობითობასავით რომ ჩქმალავდა საუბარში ჩარევის დაუოკებელ სურვილს.
Sitting opposite him, could she not see, as in an X ray photograph, the ribs and thigh bones of the young man’s desire to impress himself, lying dark in the mist of his flesh — that thin mist which convention had laid over his burning desire to break into the conversation?
161909.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ლილიმ იცოდა, რომ არსებობს ქცევის კოდექსი, რომლის მეშვიდე მუხლი (იქნებ მართლაც) ღაღადებს, რომ დედათა ვალია, რა პროფესიისაც არ უნდა იყვნენ ისინი, გამოესარჩლონ მათ პირისპირ მჯდომ მამაკაცს, რათა მან შეძლოს საკუთარი თავის გამოხატვა და დააცხროს პატივმოყვარეობით, თვითდამკვიდრების დაუოკებელი სურვილით ანთებული თეძოს ძვლები და ნეკნები.
There is a code of behaviour, she knew, whose seventh article (it may be) says that on occasions of this sort it behoves the woman, whatever her own occupation might be, to go to the help of the young man opposite so that he may expose and relieve the thigh bones, the ribs, of his vanity, of his urgent desire to assert himself.
161910.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„ლილი, შენ შუქურაზე წასვლას ხომ არ გეგმავ?" თქვა მისიზ რემზიმ.
"You’re not planning to go to the Lighthouse, are you, Lily," said Mrs. Ramsay.
161911.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
რომ მან გზა თავად, მარტომ გაიკვლია ცხოვრებაში, რომ ამით ამაყობს.
That he had worked his way up entirely himself, that he was proud of it.
161912.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
რომ ის ჩარლზ ტენსლია, ფაქტი, რომელსაც, ეტყობა, აქ ვერავინ აფასებს.
That he was Charles Tansley — a fact that nobody there seemed to realise.
161913.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
თუმცა სულ რამდენიმე დღეშიც კი, ყოველი მათგანი შეიტყობს ამას.
But one of these days every single person would know it.
161914.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ლამის სიბრალულით განიმსჭვალოს ამ საცოდავი გაწვრთნილი ადამიანების მიმართ, რომლებიც სულ რამდენიმე დღეში, მატყლის გორგლებივით და ვაშლის კასრებივით ავარდებიან ცაში იმ დენთის აფეთქების შედეგად, რომელიც მასშია.
He could almost pity these mild cultivated people, who would be blown sky high, like bales of wool and barrels of apples, one of these days by the gunpowder that was in him.
161915.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„მეც ხომ არ წამიყვანთ თან, მისტერ ტენსლი?“, სხარტად და თავაზიანად ჰკითხა ლილიმ, რადგან იცოდა, რაკი მისიზ რემზიმ მას უთხრა, და მართლაც ასე იყო, „ვიძირები, საყვარელო, ცეცხლის ზღვაში.
"Will you take me, Mr. Tansley?" said Lily, quickly, kindly, for, of course, if Mrs. Ramsay said to her, as in effect she did, "I am drowning, my dear, in seas of fire".
161916.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ნერვები ვიოლინოს სიმებივითა მაქვს დაჭიმული.
My nerves are taut as fiddle strings.
161917.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
როცა მისიზ რემზიმ ეს ყველაფერი თვალებით უთხრა, უკვე ალბათ ასორმოცდამეათედ, ლილი ბრისკო იძულებული გახდა, უარი ეთქვა ექსპერიმენტზე, ანუ იმაზე, თუ რა მოხდება, თუ ერთი ჩვენგანი არ გამოიჩენს სათანადო გულისხმიერებას იმ ახალგაზრდა კაცის მიმართო, და უცებ კეთილი გახდა.
When Mrs. Ramsay said all this, as the glance in her eyes said it, of course for the hundred and fiftieth time Lily Briscoe had to renounce the experiment — what happens if one is not nice to that young man there — and be nice.
161918.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
სწორად შეაფასა მისი ამჟამინდელი განწყობა, ეგოიზმი უკუაგდო და უამბო, როგორ გადააგდეს ზღვაში ნავიდან, როცა პატარა იყო, როგორ ამოიყვანა მამამისმა წყლიდან ნავის კაუჭით, აი, როგორ ისწავლა ცურვა.
Judging the turn in her mood correctly, he was relieved of his egotism, and told her how he had been thrown out of a boat when he was a baby, how his father used to fish him out with a boat-hook, that was how he had learnt to swim.
161919.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მათ აუცილებლად უნდა მოესმინათ, როგორ წავიდა და დარჩა შუქურაზე ბიძასთან ერთად ქარბუქის დროს.
They had to listen to him when he said that he had been with his uncle in a lighthouse in a storm.
161920.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
აი, გაიფიქრა ლილი ბრისკომ, როცა საუბარი ასე სასიკეთოდ შემობრუნდა და როცა მისიზ რემზის მადლიერება იგრძნო.
Ah, thought Lily Briscoe, as the conversation took this auspicious turn, and she felt Mrs. Ramsay’s gratitude.