მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162801.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ზედაპირზე ის ლამაზი და კაშკაშა უნდა იყოს, ბუმბულივით მჩატე და მიმოქროლადი, ერთი ფერი შეუმჩნევლად უნდა იღვრებოდეს მეორეში, როგორც პეპლის ფრთებზე.
Beautiful and bright it should be on the surface, feathery and evanescent, one colour melting into another like the colours on a butterfly’s wing.
162802.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
მაგრამ ამ მთლიანობას რკინის ურდული უნდა კრავდეს.
But beneath the fabric must be clamped together with bolts of iron.
162803.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ისეთი უნდა გამოვიდეს, რომ სულის შებერვა აკრთობდეს, და თან ისეთი, რომ ცხენების ჯოგმაც ძვრა ვერ უყოს.
It was to be a thing you could ruffle with your breath and a thing you could not dislodge with a team of horses.
162804.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ამავე დროს ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ისევ მისიზ რემზის გვერდით იჯდა სანაპიროზე.
At the same time, she seemed to be sitting beside Mrs. Ramsay on the beach.
162805.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
„ეს ნავია? მათარაა?“ ამბობდა მისიზ რემზი.
"Is it a boat? Is it a cask?" Mrs. Ramsay said.
162806.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
და სათვალის საძებრად აქეთ-იქით იყურებოდა.
And she began hunting round for her spectacles.
162807.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
იპოვა და იჯდა და უხმოდ გასცქეროდა ზღვას.
And she sat, having found them, silent, looking out to sea.
162808.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
და ლილის, რომელიც წამით არ წყვეტდა ხატვას, მოეჩვენა, თითქოს კარი გაიღო, შიგ შეაბიჯა და უხმოდ მოავლო თვალი უცხო გარემოს, სატაძრო ადგილისმაგვარ შემაღლებას, წყვდიადში ჩაფლულ, მწუხარებით მოცულ არემარეს.
And Lily, painting steadily, felt as if a door had opened, and one went in and stood gazing silently about in a high cathedral-like place, very dark, very solemn.
162809.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
შორეული სამყაროდან ხმები მოესმა.
Shouts came from a world far away.
162810.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ორთქლმავლები კვამლის ფრქვევით უჩინარდებოდნენ ჰორიზონტზე.
Steamers vanished in stalks of smoke on the horizon.
162811.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ჩარლზი კენჭებს ისროდა ირიბად და წყალზე ახტუნავებდა.
Charles threw stones and sent them skipping.
162812.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
მისიზ რემზი იჯდა ჩუმად.
Mrs. Ramsay sat silent.
162813.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
სიამოვნებს, ფიქრობდა ლილი, სიჩუმეში დასვენება, როცა არავის ელაპარაკება, უჩუმრად ისვენებს ადამიანური ურთიერთობებისგან.
She was glad, Lily thought, to rest in silence, uncommunicative, to rest in the extreme obscurity of human relationships.
162814.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ვინ იცის, რანი ვართ, რას ვგრძნობთ?
Who knows what we are, what we feel?
162815.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ქვიშაში პატარა ორმო ამოთხარა და ქვიშა წააყარა, თითქოს სურდა ამ წამის სრულყოფილება ჩაემარხა მასში.
She rammed a little hole in the sand and covered it up, by way of burying in it the perfection of the moment.
162816.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ეს ვერცხლის წვეთივით იქნება, და როგორც კი შიგ ჩავყვინთავ, ბნელ წარსულს უმალ შუქი მოეფინებაო.
It was like a drop of silver in which one dipped and illumined the darkness of the past.
162817.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ლილიმ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია – აი, ასე – რომ ტილო პერსპექტივაში დაენახა.
Lily stepped back to see her canvas — so — into perspective.
162818.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
სულ უფრო და უფრო ღრმად მიტოპავ, უფრო და უფრო შორს, სანამ ბოლოს არ მოგეჩვენება, რომ ვიწრო მორზე დგახარ, სრულიად მარტო, ზღვის თავზე.
Out and out one went, further, until at last one seemed to be on a narrow plank, perfectly alone, over the sea.
162819.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
და როცა ლურჯ საღებავში აწობდა, ის სწორედ იქ, იმ წარსულში იძირებოდა.
And as she dipped into the blue paint, she dipped too into the past there.
162820.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
უკვე შინ დაბრუნების დრო იყო – სადილობის დრო.
It was time to go back to the house — time for luncheon.