მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162741.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
როგორ დასეირნობდა ყვავილების ურნებს შორის და მოეჩვენა, რომ ძალიან დაბერდა და წელში მოიხარა.
He was walking up and down between the urns and he seemed to himself very old and bowed.
162742.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
თავზარი დაეცა – ძლიერ აღშფოთდა.
It shocked her — it outraged her.
162743.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
შეჰყვირა: „შეხედეთ, შეხედეთ!“ ისეთი დაჟინებით, რომ ჯეიმსმაც კი მიაბრუნა თავი იქით, რომ მხარს უკან კუნძულისთვის შეეხედა.
He exclaimed: "Look! Look!" so urgently that James also turned his head to look over his shoulder at the island.
162744.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
ყველამ მიიხედა. ყველამ შეხედა კუნძულს.
They all looked. They looked at the island.
162745.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
მაგრამ კემმა ვერაფერი დაინახა.
But Cam could see nothing.
162746.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
იმაზე ფიქრობდა, როგორ გაქრა ყველა ის პატარა ბილიკი და მდელო, ხშირი და ჩახლართული, მათი ყოველდღიური ყოფის ნაწილი: ყველაფერი წაიშალა, ყველაფერი წარსულია, ყველაფერი ის არარეალური იყო და ახლა ეს იყო რეალობა.
She was thinking how all those paths and the lawn, thick and knotted with the lives they had lived there, were gone: were rubbed out, were past, were unreal, and now this was real.
162747.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
ეს ნავი, ეს იალქნიანი ნავი და მისი აფრა, მაკალისტერი საყურეებით, ტალღების ხმა – ეს იყო რეალობა.
The boat and the sail with its patch, Macalister with his earrings, the noise of the waves — this was real.
162748.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
ამაზე ფიქრობდა და თავისთვის ჩაიჩურჩულა, „ჩვენ წყალმა წაგვლეკა, ყველანი ცალ-ცალკე“, რადგან მამის წარმოთქმული სიტყვები ისევ და ისევ ჩაესმოდა გონებაში
Thinking this, she was murmuring to herself, "We perished, each alone," for her father’s words broke and broke again in her mind.
162749.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
და ისევ გაიშვირა ხელი იქით, სადაც მათი სახლი იყო, იქით, იმ ხეებისკენ.
And he pointed again, and showed her where their house was, there, by those trees.
162750.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
უთხრა: „აბა, მითხარი, საითაა აღმოსავლეთი, საითაა დასავლეთი“, ეკითხებოდა თან თითქოს გაცინებული, თან კი საყვედურით, იმიტომ რომ, როგორც ამბობდა ხოლმე, არ ესმოდა ადამიანების, თუ მართლა იმბეცილები არ იყვნენ, რომლებსაც არ შეეძლოთ კომპასის წერტილების ცნობა.
He said: "Tell me — which is East, which is West?" he said, half laughing at her, half scolding her, for he could not understand the state of mind of anyone, not absolutely imbecile, who did not know the points of the compass.
162751.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
და როცა დაინახა, როგორ იყურებოდა ქალიშვილი, დაბნეული, ახლა უკვე საკმაოდ დამფრთხალი, იქით, სადაც საერთოდ არ იყო სახლები, მას დაავიწყდა თავისი ოცნება, როგორ დასეირნობდა აღმა-დაღმა ურნებს შორის ტერასაზე, მისკენ გამოწვდილი მკლავები.
And seeing her gazing, with her vague, now rather frightened, eyes fixed where no house was Mr. Ramsay forgot his dream, how he walked up and down between the urns on the terrace, how the arms were stretched out to him.
162752.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
და გაიფიქრა, ქალები ხომ ასეთები არიან, გამოუსწორებელია მათი არეული გონება, ეს იყო ის, რის გაგებაც მას არაფრით არ შეეძლო, მაგრამ, ასეა.
He thought, women are always like that; the vagueness of their minds is hopeless; it was a thing he had never been able to understand, but so it was.
162753.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
ეს მათი საოცარი ხიბლის ნაწილია.
It was part of their extraordinary charm.
162754.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
ვაიძულებ, რომ გამიღიმოს, გაიფიქრა.
I will make her smile at me, he thought.
162755.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
შეშინებული ჩანს. ხმას არ იღებს.
She looks frightened. She was so silent.
162756.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
მუშტები მოკუმშა და გადაწყვიტა, რომ ახლა თავი უნდა მოეყარა და დაემორჩილებინა მისი ხმა და გამომეტყველება, ნიჭი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში უღალატოდ ემსახურებოდა, რომ ადამიანები მის მიმართ სიბრალულის და თანაგრძნობის გამოხატვის სურვილით განემსჭვალა.
He clutched his fingers, and determined that his voice and his face and all the quick expressive gestures which had been at his command making people pity him and praise him all these years should subdue themselves.
162757.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
არ იცოდა, რადგან გამუდმებით მუშაობაში ჩაფლულს ავიწყდებოდა, რას ამბობენ ადამიანები ასეთ დროს.
For, wrapped up in his work as he was, he forgot the sort of thing one said.
162758.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
მათ ლეკვი ჰყავდათ.
They had a puppy.
162759.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
იკითხა, დღეს ლეკვს ვინ უვლიდაო?
Who was looking after the puppy today? he asked.
162760.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
კემი ტირანიას ვერ გაუძლებსო, გაიფიქრა გაღიზიანებულმა, და დაინახა მისი ნაღვლიანი, გაბუტული, დამყოლი გამომეტყველება.
Cam would never resist tyranny, he thought grimly, watching her face, sad, sulky, yielding.