მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162781.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
ამ დროს მამა ჯიბეებში იქექებოდა; ერთი წამიც, და წიგნს იპოვიდა.
Her father was feeling in his pockets; in another second, he would have found his book.
162782.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
ულამაზესი იყო მისი ხელები, და მისი ტერფებიც, და მისი ხმა, და მისი საუბარი, და მისი ფორიაქი და ხასიათი, მისი ახირებები, ვნება, და როგორ იცოდა პირდაპირ, მოურიდებლად, ყველას გასაგონად თქმა – „როგორ დავიღუპეთ ყველანი ცალ-ცალკე“, – და მისი მიუწვდომლობა.
His hands were beautiful, and his feet, and his voice, and his words, and his haste, and his temper, and his oddity, and his passion, and his saying straight out before every one, we perish, each alone, and his remoteness.
162783.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
მან წიგნი გადაშალა.
He had opened his book.
162784.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
მაგრამ ის, რაც მიუღებლად მიაჩნდა – მაკალისტერის ბიჭმა მორიგ თევზს ლაყუჩებიდან კაუჭი ამოაძრო – იყო მისი ტლუ დაუნახაობა და ტირანია, რომელმაც ბავშვობა მოუწამლა და არაერთხელ გაამწარა საშინლად, იმდენად, რომ ახლაც კი ეღვიძება ღამღამობით ბრაზისაგან და ახსენდება მისი რომელიმე ბრძანება.
But what remained intolerable, she thought, Macalister’s boy tug the hook out of the gills of another fish, was that crass blindness and tyranny of his which had poisoned her childhood and raised bitter storms, so that even now she woke in the night trembling with rage and remembered some command of his.
162785.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
ამიტომ აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ ჯიუტად და სევდიანად გასცქეროდა ნაპირს, სიმშვიდის საბურველში გახვეულს.
So she said nothing, but looked doggedly and sadly at the shore, wrapped in its mantle of peace.
162786.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
გეგონება, ადამიანებს ჩასძინებიათ, ფიქრობდა.
As if the people there had fallen asleep, she thought.
162787.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
მათ იქ არ აქვთ ტანჯვაო, ფიქრობდა ის.
They have no suffering there, she thought.
162788.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
დიახ, ეს მათი ნავია, გადაწყვიტა ლილი ბრისკომ, რომელიც მდელოს განაპირას იდგა.
Yes, that is their boat, Lily Briscoe decided, standing on the edge of the lawn.
162789.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
სწორედ ის ნავია, მორუხო-ყავისფერი აფრებით, რომელიც დაინახა.
It was the boat with greyish-brown sails, which she saw.
162790.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ახსოვს, ერთხელაც ვერ მოახერხა პირში ეთქვა მისთვის რამე საქებარი.
She never had been able to praise him to his face, she remembered.
162791.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
და ამან მათი ურთიერთობა ერთგვარ ნეიტრალურ მდგომარეობამდე მიიყვანა, სადაც არ იყო სქესის ის შემადგენელი, რაც მის დამოკიდებულებას ასე გალანტურს, ლამის ეროტიკულს ხდიდა, მაგალითად, მინტას მიმართ.
And that reduced their relationship to something neutral, without that element of sex in it which made his manner to Minta so gallant, almost gay.
162792.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
თაიგულს დაუკრეფდა, წიგნს ათხოვებდა.
He would pick a flower for her, lend her his books.
162793.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
მაგრამ ნუთუ ეგონა, რომ მინტა მათ კითხულობდა?
But could he believe that Minta read them?
162794.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
„გახსოვთ, მისტერ კარმაიკლ?“ მოუნდა ეკითხა, როცა ბერიკაცს გახედა.
"D’you remember, Mr. Carmichael?" she was inclined to ask, looking at the old man.
162795.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
მაგრამ მას ქუდი ლამის მთელ შუბლზე ჩამოეფხატა.
But he had pulled his hat half over his forehead.
162796.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
გაიფიქრა, სძინავს, ანდა ოცნებებშია ჩაფლული, ან წევს და სიტყვებს ეძებსო.
He was asleep, or he was dreaming, or he was lying there catching words, she supposed.
162797.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
„გახსოვთ?“ ისევ მოუნდა ეკითხა, როცა გვერდით ჩაუარა, და ისევ მისიზ რემზიზე და სანაპიროზე ფიქრობდა.
"D’you remember?" she felt inclined to ask him as she passed him, thinking again of Mrs. Ramsay on the beach.
162798.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
იტყოდა ხოლმე, „ეს გემია თუ მათარა?“, და ლილიმ მისიზ რემზის სიტყვები გაიმეორა, და ისევ უხალისოდ მიუბრუნდა ტილოს.
"Is it a boat? Is it a cork?" she would say, Lily repeated, turning back, reluctantly again, to her canvas.
162799.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
დიდება უფალს, სივრცის პრობლემაღა დამრჩა გადასაჭრელიო, გაიფიქრა და ისევ მოჰკიდა ხელი ფუნჯს.
Heaven be praised for it, the problem of space remained, she thought, taking up her brush again.
162800.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
სურათის მთლიანობა ამ წონასწორობაზეა დამოკიდებული.
The whole mass of the picture was poised upon that weight.