მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162821.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
და ყველანი ერთად წამოდგნენ და წამოვიდნენ სანაპიროდან, ის უილიამ ბენქსს მიჰყვებოდა და იქვე იყო მინტა, მათ წინ, გამოხეული წინდით.
And they all walked up from the beach together, she walking behind with William Bankes, and there was Minta in front of them with a hole in her stocking.
162822.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
როგორ კიცხავდა უილიამ ბენქსი მას, თუმცა, რამდენადაც ახსოვს, უსიტყვოდ!
How William Bankes deplored it, without, so far as she could remember, saying anything about it!
162823.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
მისთვის ხომ ეს ამბავი სუსტი სქესის სრული განადგურების ტოლფასი იყო, ჭუჭყი და უწესრიგობა, და მოახლეები, რომლებიც ისე მიდიან სახლიდან შუადღისას, რომ აულაგებელ ლოგინებს ტოვებენ – ყველაზე მეტად ეზიზღებოდა.
It meant to him the annihilation of womanhood, and dirt and disorder, and servants leaving and beds not made at mid-day — all the things he most abhorred.
162824.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ასეთი ჩვეულება ჰქონდა – აიბუზებოდა და თითებს გაშლიდა წინ, ისე, რომ არასასურველი რამ არ დაენახა, და სწორედ ეს მოიმოქმედა მაშინაც – ხელი აიფარა.
He had a way of shuddering and spreading his fingers out as if to cover an unsightly object which he did now — holding his hand in front of him.
162825.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
მინტა კი განაგრძობდა სვლას მათ წინ ალბათ პოლთან ბაღში შესახვედრად.
And Minta walked on ahead, and presumably Paul met her and she went off with Paul in the garden.
162826.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ჰოო, რეილები, გაიფიქრა ლილი ბრისკომ და ტუბიდან მწვანე საღებავი დაასხა პალიტრაზე.
The Rayleys, thought Lily Briscoe, squeezing her tube of green paint.
162827.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
გონებაში რეილების შესახებ შთაბეჭდილებებს მოუყარა თავი.
She collected her impressions of the Rayleys.
162828.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
წარმოუდგა მათი ცხოვრება სხვადასხვა სცენების წყებად, ერთი – კიბეზე, დილაუთენია.
Their lives appeared to her in a series of scenes, one, on the staircase at dawn.
162829.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
პოლი დაბრუნდა შინ და ადრე დაწვა დასაძინებლად, მინტამ დაიგვიანა.
Paul had come in and gone to bed early, Minta was late.
162830.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
პოლი ოთახიდან გამოვიდა, პიჟამა ეცვა, ხელში ბუხრის ცხაურა ეჭირა, ვაითუ მძარცველები არიანო.
Paul came out in his pyjamas carrying a poker in case of burglars.
162831.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
მინტას კი – სენდვიჩი ეჭირა ხელში და არხეინად ილუკმებოდა, თითქმის უკვე კინის ფანჯარამდე იყო ასული, იდგა დღე-ღამის შესაყარის მკვდრისფერ სიმკრთალეში, დახეულ ხალიჩაზე.
Minta was eating a sandwich, standing half-way up by a window, in the cadaverous early morning light, and the carpet had a hole in it.
162832.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
იკითხა ლილიმ თავისთვის, თითქოს უყურებდა და ცდილობდა, გაეგონა მათი ხმა.
Lily asked herself, as if by looking she could hear them.
162833.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
მინტამ სენდვიჩის ჭამა განაგრძო, გამომწვევად, ის კი ძალიან ცხარობდა, შეურაცხყოფას აყენებდა ხმადაბლა, ბავშვები რომ არ გაეღვიძებინა, ორი პატარა ბიჭუნა.
Minta went on eating her sandwich, annoyingly, while he spoke something violent, abusing her, in a mutter so as not to wake the children, the two little boys.
162834.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
პოლი გამოფიტული და დაძაბული იყო, მინტა – ბრდღვიალა, ფუქსავატი.
Paul was withered, drawn, Minta flamboyant, careless.
162835.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ჩაუღრმავდა თავის სურათს და ბნელი გვირაბით გაიკვლია გზა წარსულისკენ.
She went on tunnelling her way into her picture, into the past.
162836.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
მოაგონდა, რომ როცა იგი ამას ამბობდა, მოახლე ზარით გამოიძახა, მან კი მოახსენა, „მისიზ რეილი შინ არ გახლავთ, სერ“, და მან გადაწყვიტა, თვითონაც წასულიყო და აღარ დაბრუნებულიყო შინ.
She remembered how, as he said it, she thought how he rang up the servant, and she said, "Mrs. Rayley’s out, sir," and he decided that he would not come home either.
162837.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
წარმოიდგინა, როგორ იჯდა პოლი, რომელიღაც მოჟამული კაფეს კუთხეში, სადაც წითელი პლუშის სკამები თამბაქოს კვამლით გაჟღენთილიყო და სადაც ყველა ოფიციანტი ქალი სახელით იცნობდა ყველა კლიენტს და როგორ ეთამაშებოდა პოლი ჭადრაკს ვიღაც ჩაით მოვაჭრე ჩია კაცს სერბიტონიდან ისე, რომ მასზე არაფერი იცოდა.
She saw him sitting in the corner of some lugubrious place where the smoke attached itself to the red plush seats, and the waitresses got to know you, and he played chess with a little man who was in the tea trade and lived at Surbiton, but that was all Paul knew about him.
162838.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
და მერე შინ დაბრუნდა და მინტა ისევ არ დახვდა და ამას მოჰყვა ის სცენა კიბეზე, როცა მან ცხაურა გამოიტანა, ვაითუ ქურდები არიანო (ეჭვი არ არის, მინტას შეშინება უნდოდა) და ცხარედ და უკმეხად დაელაპარაკა მას, უთხრა, ცხოვრება დამინგრიეო.
And then Minta was out when he came home and then there was that scene on the stairs, when he got the poker in case of burglars (no doubt to frighten her too) and spoke so bitterly, saying she had ruined his life.
162839.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
პოლმა იგი ბაღში გაიწვია ბელგიური კურდღლების სანახავად, რომელთაც ამრავლებდა და მინტაც გამოჰყვა მათ, თან მღეროდა, შიშველი მკლავი მისთვის მხარზე გადაეხვია, რომ უმისოდ ლილისთან საუბრისას ზედმეტი არაფერი დასცდენოდა.
Paul took her down the garden to look at the Belgian hares which he bred, and Minta followed them, singing, and put her bare arm on his shoulder, lest he should tell her anything.
162840.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ალბათ მინტას ყელში ჰქონდა კურდღლები ამოსული, ფიქრობდა ლილი.
Minta was bored by hares, Lily thought.