მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162841.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
მაგრამ მინტა ამას არაფრით არ გაამჟღავნებდა.
But Minta never gave herself away.
162842.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
შარშან ზაფხულში ცოტა ხანი გაატარა მათთან და ერთხელ მანქანა გაუფუჭდათ გზაში და მინტამ ხელსაწყოები მიაწოდა.
She had been staying with them last summer some time and the car broke down and Minta had to hand him his tools.
162843.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ამან არათუ დაანგრია ქორწინება, პირიქით, ამ ერთობამ მდგომარეობა გამოასწორა.
Far from breaking up the marriage, that alliance had righted it.
162844.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
აშკარად შესანიშნავი მეგობრები იყვნენ, როგორ იჯდა ის გზაზე და როგორ ეხმარებოდა იგი მანქანის შეკეთებაში.
They were excellent friends, obviously, as he sat on the road and she handed him his tools.
162845.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
აი, როგორი ამბავი გადახდათ რეილებს, ფიქრობდა ლილი.
So that was the story of the Rayleys, Lily thought.
162846.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
და წარმოიდგინა, როგორ მოუყვებოდა ამას მისიზ რემზის, რომელსაც ერთი სული ექნებოდა, გაეგო, რა დაემართათ რეილებს.
She imagined herself telling it to Mrs. Ramsay, who would be full of curiosity to know what had become of the Rayleys.
162847.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
მაგრამ გარდაცვლილები, ფიქრობდა ლილი, და თავისსავე ჩანაფიქრში დაბრკოლებას გადაეყარა, შეაყოვნა და ჩააფიქრა, ერთი-ორი ნაბიჯით უკან დაიხია, ჰოი, გარდაცვლილებიო!
But the dead, thought Lily, encountering some obstacle in her design which made her pause and ponder, stepping back a foot or so, oh, the dead!
162848.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
მისიზ რემზი გაქრა და წავიდა, გაიფიქრა მან, ჩვენ შეგვიძლია, მისი სურვილები არ გავითვალისწინოთ, გავაუმჯობესოთ მისი შეზღუდული, დრომოჭმული შეხედულებები.
Mrs. Ramsay has faded and gone, she thought, we can over-ride her wishes, improve away her limited, old-fashioned ideas.
162849.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ჩაეცინა და გაახსენდა, როგორ იდგა წლების წინ დერეფნის სიღრმეში და ათას უადგილო რამეს ამბობდა, „გათხოვდი! გათხოვდი!“ (შოლტივით წელგამართული რომ იჯდა იმ ადრიან დილით ოთახში, და გარეთ, ბაღში, აქა-იქ უკვე ჩიტების ჭიკჭიკიც ისმოდა).
Mockingly she seemed to see her there at the end of the corridor of years saying, of all incongruous things, "Marry, marry!" (sitting very upright early in the morning with the birds beginning to cheep in the garden outside).
162850.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ახლა ამის თქმა მოუწევდა, ყველაფერი თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ წარიმართაო.
And one would have to say to her, It has all gone against your wishes.
162851.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.
Life has changed completely.
162852.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
მისი ყოფა, მისი სილამაზეც კი, წამით უღიმღამო და ყავლგასული გახადა.
All her being, even her beauty, became for a moment, dusty and out of date.
162853.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ლილიმ, რომელიც იდგა და ცხელი მზე უწვავდა ზურგს და რეილების თავგადასავალს აჯამებდა, მისიზ რემზიზე გამარჯვების წამიერი სიხარული განიცადა, რომელიც ვეღარასოდეს შეიტყობდა, რომ პოლი ყავახანებში დადიოდა და რომ საყვარელი გაიჩინა.
For a moment Lily, standing there, with the sun hot on her back, summing up the Rayleys, triumphed over Mrs. Ramsay, who would never know how Paul went to coffee-houses and had a mistress.
162854.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
როგორ იჯდა მიწაზე და როგორ აწვდიდა მინტა ხელსაწყოებს; როგორ იდგა ის ახლა აქ, და ხატავდა, და როგორ არასდროს გათხოვილა, თუნდაც უილიამ ბენქსზე.
How he sat on the ground and Minta handed him his tools; how she stood here painting, had never married, not even William Bankes.
162855.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
„საბრალო უილიამი – ისე ცუდად ვხდები, როცა მის მოსანახულებლად მივდივარ, და ვერაფერს ვხედავ სანუგეშოს – თუნდ ვინმე სულიერს, მისი ყვავილები რომ დააბინაოს“.
"Poor William — it makes me so unhappy, when I go to see him, to find nothing nice in his house — no one to arrange the flowers".
162856.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
და ასე გზავნიდა ხოლმე სასეირნოდ ერთად, და ეუბნებოდა, იმ ირონიანარევი მანერით, რომლითაც მისიზ რემზის შეეძლო, ოსტატურად შეეპარებინა, შენ ხომ მეცნიერის ჭკუა გაქვს, შენ ხომ გიყვარს ყვავილები, შენ ხომ ასეთი პუნქტუალური ხარ.
So they were sent for walks together, and she was told, with that faint touch of irony that made Mrs. Ramsay slip through one’s fingers, that she had a scientific mind, she liked flowers, she was so exact.
162857.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
უცაბედად, ისე უცაბედად, როგორც ვარსკვლავი სწყდება ცას, მოეჩვენა, რომ მოწითალო სინათლე ცეცხლივით აინთო მის გონებაში.
Suddenly, as suddenly as a star slides in the sky, a reddish light seemed to burn in her mind.
162858.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ის აინთო, როგორც ცეცხლი, ველურების მიერ შორეულ ნაპირზე რაღაც დღესასწაულის ნიშნად გაჩაღებული.
It rose like a fire sent up in token of some celebration by savages on a distant beach.
162859.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
მას ხორხოცი და ცეცხლის ტკრციალი მოესმა.
She heard the roar and the crackle.
162860.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
მთელი ზღვა, მრავალი მილის მანძილზე ირგვლივ, წითლად და ოქროსფრად აელვარდა.
The whole sea for miles round ran red and gold.