მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162901.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ამას ადამიანი ტანით გრძნობს და არა გონებით.
It was one’s body feeling, not one’s mind.
162902.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ფიზიკური შეგრძნებები, რომლებიც ამ საფეხურების სიცარიელემ მოჰგვარა, უცებ აუტანელი გახდა.
The physical sensations that went with the bare look of the steps had become suddenly extremely unpleasant.
162903.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
გსურდეს და ვერ პოვებდე – გსურდეს და გსურდეს – როგორ გადაუტრიალდა გული, და ისევ გადაუტრიალდა, და მერე ისევ!
And then to want and not to have — to want and want — how that wrung the heart, and wrung it again and again!
162904.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ოო, მისიზ რემზი! ჩუმად გასძახა იმ განსახიერებას, ნავთან რომ იჯდა სანაპიროზე, იმ განყენებულ არსს, რომელიც თვითონ შექმნა მისგან, იმ ქალს რუხში, თითქოს იმისთვის, რომ შეერისხა წასვლის გამო, და იმის გამო, რომ წასვლის შემდეგ ისევ დაბრუნდა უკან.
Oh, Mrs. Ramsay! she called out silently, to that essence which sat by the boat, that abstract one made of her, that woman in grey, as if to abuse her for having gone, and then having gone, come back again.
162905.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
მასზე ფიქრი ისეთი უსაფრთხო ჩანდა.
It had seemed so safe, thinking of her.
162906.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
აჩრდილი, ჰაერი, არარა, რაღაც, რითაც თავისუფლად შეგიძლია, დღისა თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ითამაშო, ასეთი იყო ის, და მერე უცებ, ხელს გამოგიწვდიდა და გულს ამოგიტრიალებდა.
Ghost, air, nothingness, a thing you could play with easily and safely at any time of day or night, she had been that, and then suddenly she put her hand out and wrung the heart thus.
162907.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
უეცრად, მისაღები ოთახის ის ცარიელი საფეხურები, სკამის ფურფუშები ოთახში, ტერასაზე მობარბაცე ლეკვი, ბაღიდან მონაბერი ტალღა და ჩურჩული რკალად გადაბრეცილ არაბესკებს დაემსგავსა, რომლებიც ამ სრული სიცარიელის შუაგულში ფერადოვან და სიცოცხლით სავსე სურათად გაფურჩქნილიყო.
Suddenly, the empty drawing-room steps, the frill of the chair inside, the puppy tumbling on the terrace, the whole wave and whisper of the garden became like curves and arabesques flourishing round a centre of complete emptiness.
162908.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
„ეს რაღას ნიშნავს? ამას რით ახსნით?“ უნდოდა ეთქვა და ისევ მიუბრუნდა მისტერ კარმაიკლს.
"What does it mean? How do you explain it all?" she wanted to say, turning to Mr. Carmichael again.
162909.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
რადგან ამ ადრიან დილას თითქოს მთელი სამყარო გალხობილიყო და ერთ ფიქრის გუბედ ქცეულიყო, რეალობის ღრმა წყალსატევად, და ლამის ისიც დასაშვები ეჩვენებოდა, რომ, თუ მისტერ კარმაიკლი ხმას გასცემდა, ცრემლის ერთი პატარა წვეთიც იკმარებდა ამ გუბის ზედაპირის გასაპობად.
For the whole world seemed to have dissolved in this early morning hour into a pool of thought, a deep basin of reality, and one could almost fancy that had Mr. Carmichael spoken, for instance, a little tear would have rent the surface pool.
162910.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
და მერე? იქიდან რამე წარმოიქმნებოდა.
And then? Something would emerge.
162911.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ვიღაცის ხელი ამოვარდებოდა, მახვილი იელვებდა.
A hand would be shoved up, a blade would be flashed.
162912.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
რა თქმა უნდა, ეს სრული უაზრობა იყო.
It was nonsense of course.
162913.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ის ამოუცნობი ბერიკაცი იყო, მოყვითალო ლაქებით წვერზე, მისი პოეზია და რებუსები კი არხეინად მოგზაურობდნენ სამყაროში, რომელიც მის ნებისმიერ სურვილს ასრულებდა, ასე რომ, მას ეგონა, საკმარისია, ხელი ასწიოს, რომ უპრობლემოდ მიიღებს, რასაც მოისურვებსო.
He was an inscrutable old man, with the yellow stain on his beard, and his poetry, and his puzzles, sailing serenely through a world which satisfied all his wants, so that she thought he had only to put down his hand where he lay on the lawn to fish up anything he wanted.
162914.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ლილიმ სურათს შეხედა.
She looked at her picture.
162915.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
მას შეიძლება ასეთი პასუხი გაეცა – როგორ მივდივართ და ვქრებით „შენ“, „მე“, და „ის“, არაფერი რჩება, ყველაფერი ცვალებადია, გარდა სიტყვებისა, გარდა ფერწერისა.
That would have been his answer, presumably — how "you" and "I" and "she" pass and vanish, nothing stays, all changes, but not words, not paint.
162916.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
მაგრამ ამ სურათს სადმე სხვენში თუ დაკიდებენ, გაიფიქრა, დაგრაგნიან და სადმე ტახტის ქვეშ შეჩურთავენ.
Yet it would be hung in the attics, she thought, it would be rolled up and flung under a sofa.
162917.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
თვალები რაღაც მხურვალე სითხემ აუწვა (თავიდან ცრემლი არც გახსენებია), რომელმაც ისე, რომ ტუჩები არც კი შერხევია, თვალები დაუმძიმა და ლოყებზე ჩამოეღვარა.
Her eyes were full of a hot liquid (she did not think of tears at first) which, without disturbing the firmness of her lips, made the air thick, rolled down her cheeks.
162918.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
იშვიათი თავშეკავება ახასიათებს – ეს ხომ ასეა! – თან ყველა თვალსაზრისით.
She had perfect control of herself — Oh, yes! — in every other way.
162919.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ნუთუ მისიზ რემზიზე ტიროდა, ისე, რომ ვერც კი აცნობიერებდა უბედურებას?
Was she crying then for Mrs. Ramsay, without being aware of any unhappiness?
162920.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ისევ მოხუც მისტერ კარმაიკლს მიმართა კითხვით წარმოდგენაში.
She addressed old Mr. Carmichael again.