მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162881.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
თვალდახრილი იჯდა და არც აღარასოდეს ამოიხედავს.
Her eyes were bent and she would never lift them.
162882.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
დიახ, ფიქრობდა ლილი და თვალს არ აშორებდა, ეტყობა, მეც ასეთი მინახავს, ოღონდ მაშინ რუხი არ ეცვა; არც ასეთი გარინდული იყო, არც ასეთი ახალგაზრდა და მშვიდი.
Yes, thought Lily, looking intently, I must have seen her look like that, but not in grey; nor so still, nor so young, nor so peaceful.
162883.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
კონტური უცებ აღიდგინა.
The figure came readily enough.
162884.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
უილიამმა თქვა, განსაცვიფრებლად ლამაზი იყოო.
She was astonishingly beautiful, William said.
162885.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
მაგრამ სილამაზე ყველაფერი როდია.
But beauty was not everything.
162886.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
სილამაზეს ერთი უხერხულობა ახასიათებს – ის მეტისმეტად მზამზარეულად მოგვეცემა, მეტისმეტად დასრულებულად.
Beauty had this penalty — it came too readily, came too completely.
162887.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ადამიანს ავიწყებს ყოველდღიურ შფოთვას, ალმურს, სიფითრეს, ფორმის თავისებურ გადახრებს, ნაკვთების თავისებურ დეფორმაციას, თავისებურ შუქსა თუ ჩრდილებს, რაც სახეს წამით შეუცნობელს ხდის და მაინც, ისეთ ხასიათს სძენს, რომელიც სამუდამოდ აღგვებეჭდება მეხსიერებაში.
One forgot the little agitations, the flush, the pallor, some queer distortion, some light or shadow, which made the face unrecognisable for a moment and yet added a quality one saw for ever after.
162888.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
უფრო იოლია ეს ყველაფერი სილამაზის ერთი ფენით მოისარკოს.
It was simpler to smooth that all out under the cover of beauty.
162889.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
მაგრამ აბა, ვინ იტყვის, როგორი გამომეტყველება ჰქონდა, როცა თავზე ირემზე მონადირის ქუდს დაიკოსებდა ხოლმე, ანდა როცა მდელოზე გარბოდა, ანდა როცა კენედის, მებაღეს უჯავრდებოდა?
But what was the look she had, Lily wondered, when she clapped her deer-stalker’s hat on her head, or ran across the grass, or scolded Kennedy, the gardener?
162890.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ვინ ეტყვის ამას? ვინ დაეხმარება?
Who could tell her? Who could help her?
162891.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
და თავისდა უნებურად, ის ზედაპირზე ამოტივტივდა და მიხვდა, რომ ნახევრად გამოსულიყო სურათიდან და, განცვიფრებული, თითქოს რაღაც არაბუნებრივი დაინახა, მისტერ კარმაიკლს მიაჩერდა.
Against her will she had come to the surface, and found herself half out of the picture, looking, little dazedly, as if at unreal things, at Mr. Carmichael.
162892.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ის გასაშლელ სკამზე მიწოლილიყო, გადაჭდობილი ხელები მუცელზე დაეწყო და კი არ კითხულობდა ან კი არ ეძინა, მზეს ეფიცხებოდა, როგორც რომელიღაც არსება, ცხოვრებით ტკბობას რომ მისცემია.
He lay on his chair with his hands clasped above his paunch not reading, or sleeping, but basking like a creature gorged with existence.
162893.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
წიგნი კი ჩამოცურებულიყო და იქვე, ბალახზე ეგდო.
His book had fallen on to the grass.
162894.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
მას მოუნდა მასთან მისულიყო და ეთქვა, „მისტერ კარმაიკლ!“ და ის, როგორც ყოველთვის, კეთილგანწყობილად გაუღიმებდა დაბინდული მწვანე თვალებით.
She wanted to go straight up to him and say, "Mr. Carmichael!" Then he would look up benevolently as always, from his smoky vague green eyes.
162895.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
მაგრამ თუ ადამიანს აღვიძებ, ისიც უნდა იცოდე, რის თქმა გსურს მისთვის.
But one only woke people if one knew what one wanted to say to them.
162896.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
მას კი რამის თქმა კი არ უნდოდა მისთვის, არამედ ყველაფერის.
And she wanted to say not one thing, but everything.
162897.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
„სიცოცხლეზე, სიკვდილზე, მისიზ რემზიზე“, – არა, გაიფიქრა, ასე ვერავის ვერაფერს ეტყვის.
"About life, about death, about Mrs. Ramsay" — no, she thought, one could say nothing to nobody.
162898.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
სიტყვებს ვეღარ უყრის თავს და სათქმელი უთქმელი რჩება.
Words fluttered sideways and struck the object inches too low.
162899.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
მერე აზრი ისევ უკან იხევს, მერე ჩვენც სხვა შუახნის ადამიანებს ვემსგავსებით, ვფრთხილობთ, გულჩათხრობილები ვხდებით, თვალებს შორის ნაოჭები გვიჩნდება და გამუდმებული საფრთხის მოლოდინი გვიდგება თვალებში.
Then the idea sunk back again, then we became like most middle-aged people, cautious, furtive, with wrinkles between the eyes and a look of perpetual apprehension.
162900.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
მაშ როგორ შეიძლება გამოხატო სიტყვებით ის გრძნობა, რომელთაც ტანით შეიგრძნობ? გამოხატო სიცარიელე, რომელიც იქაა (ის მისაღები ოთახის წინ კიბეს უყურებდა, უსაშველო სიცარიელე დასადგურებულიყო იქ)?
For how could one express in words these emotions of the body? express that emptiness there? (She was looking at the drawing-room steps, they looked extraordinarily empty).