მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162941.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
ეს ალბათ მხატვრის თვალის ერთგვარი ხრიკია.
It was some trick of the painter’s eye.
162942.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
რადგან, მისი გარდაცვალების გაგებიდან, რამდენიმე დღის შემდეგ სწორედ ასეთი დაინახა, თავზე ყვავილების გვირგვინს იდგამდა და დანამდვილებით თანმხლებთან, ლანდთან ერთად, გადაჭრა მინდორი.
For days after she had heard of her death she had seen her thus, putting her wreath to her forehead and going unquestioningly with her companion, a shade across the fields.
162943.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
სადაც არ უნდა ყოფილიყო, აქ, სოფლად, ხატვისას, თუ ლონდონში, ეს ხილვა მუდამ თან სდევდა, და ნახევრად მილულული თვალებით ცდილობდა, ეპოვა რამე, რაზეც ამ ხილვის შემოდგმას თუ შეყოვნებას შეძლებდა.
Wherever she happened to be, painting, here, in the country or in London, the vision would come to her, and her eyes, half closing, sought something to base her vision on.
162944.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
გახედავდა ხოლმე სივრცეს, მატარებლის ვაგონს, ომნიბუსს, მხრების თუ ლოყის მოხაზულობას ჩაავლებდა, მოპირდაპირე ფანჯრებს შეხედავდა, პიკადილის, საღამოს ჩირაღდნებით განათებულს.
She looked down the railway carriage, the omnibus, took a line from shoulder or cheek, looked at the windows opposite, at Piccadilly, lamp-strung in the evening.
162945.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
ყველაფერი სიკვდილის ველის ნაწილი იყო.
All had been part of the fields of death.
162946.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
მაგრამ ყოველთვის რაღაცა – ეს შეიძლება სახე ყოფილიყო, ხმა, გაზეთების გამყიდველი ბიჭის ყვირილი, – ისარივით ჩხვლეტდა, აღვიძებდა.
But always something — it might be a face, a voice, a paper boy crying — thrust through, waked her.
162947.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
ახლაც, რაღაც ინსტინქტური მოთხოვნილება გაუჩნდა სივრცის და სილურჯის და გადახედა ქვემოთ გადაშლილ ყურეს, ლურჯად აქოჩრილ ტალღებს, ქვაღორღიან, მეწამულ ადგილებს, მინდვრებს, და ისევ ისე, როგორც ყოველთვის, რაღაცამ შეაშფოთა, რაღაც შეუსაბამობამ.
Now again, moved as she was by some instinctive need of distance and blue, she looked at the bay beneath her, making hillocks of the blue bars of the waves, and stony fields of the purpler spaces, again she was roused as usual by something incongruous.
162948.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
შუაგულ ყურეში რაღაც ყავისფერ ლაქასავით მოჩანდა.
There was a brown spot in the middle of the bay.
162949.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
ეს ნავი იყო, დიახ, ამას ერთი წამის მერე მიხვდა, მაგრამ ვისი ნავი?
It was a boat, yes, she realised that after a second, but whose boat?
162950.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
მისტერ რემზის ნავი, უპასუხა თავის თავს.
Mr. Ramsay’s boat, she replied.
162951.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
მისტერ რემზი, კაცი, რომელმაც დიდი ნაბიჯებით ჩაუარა გვერდით და ხელი აუწია, შორიდან, როცა თავისი მშვენიერი მაღალყელიანი ფეხსაცმელებით წინ მიუძღოდა პატარა ლაშქარს, კაცი, რომელიც თანაგრძნობას ითხოვდა და მან უარით გაისტუმრა.
Mr. Ramsay, the man who had marched past her, with his hand raised, aloof, at the head of a procession, in his beautiful boots, asking her for sympathy, which she had refused.
162952.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
ნავს უკვე ნახევარი ყურე გადაელახა.
The boat was now half way across the bay.
162953.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
მშვენიერი დილა იყო, თუ არ ჩავთვლით შიგადაშიგ მონაბერ ქარს აქა-იქ, იმდენად, რომ ზღვა და ზეცა ერთიან ქსოვილს ქმნიდა, თითქოს აფრები აეშვათ ცაში, ან თუ ღრუბლები ჩაცვენილიყვნენ ზღვაში.
So fine was the morning except for a streak of wind here and there that the sea and sky looked all one fabric, as if sails were stuck high up in the sky, or the clouds had dropped down into the sea.
162954.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
ორთქლმავალი, შორს, ზღვაში, უშველებელ კვამლის გორგალს უშვებდა ჰაერში, რომელიც ადგილზე იდგა და კულულებად და რგოლებად იხვეოდა ჩუქურთმებივით, თითქოს ჰაერი ნაზი გაზის ქსოვილი ყოფილიყოს.
A steamer far out at sea had drawn in the air a great scroll of smoke which stayed there curving and circling decoratively, as if the air were a fine gauze.
162955.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
„სად არიან ახლა ნეტა?“ გაიფიქრა ლილიმ, რომელიც ზღვას გაჰყურებდა.
"Where are they now?" Lily thought, looking out to sea.
162956.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
და სად იყო ის, ღრმად მოხუცებული კაცი, რომელმაც უხმოდ ჩაუარა გვერდით იღლიაში ამოჩრილი მოყავისფრო ფუთით?
Where was he, that very old man who had gone past her silently, holding a brown paper parcel under his arm?
162957.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
ნავი უკვე შუა ყურეში მიცურავდა.
The boat was in the middle of the bay.
162958.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
ისინი იქ ვერაფერსაც ვერ გრძნობენო, ფიქრობდა კემი, გაჰყურებდა ნაპირს, რომელიც სულ უფრო და უფრო შორეული და მშვიდი ჩანდა.
They don’t feel a thing there, Cam thought, looking at the shore, which seemed more distant and more peaceful.
162959.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
წყლის ჩქეფა შეწყდა.
The rush of the water ceased.
162960.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
სამყარო სუსტი ჭრიალის და ჭრიჭინის ხმებით აივსო.
The world became full of little creaking and squeaking sounds.