მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162921.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
მაშ ეს რაღაა? ეს რაღას ნიშნავს?
What was it then? What did it mean?
162922.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
არ არსებობს ამ სამყაროს წესების ზეპირად სწავლის საშუალება?
No learning by heart of the ways of the world?
162923.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
არც მეგზურია, არც თავშესაფარი, და ყველაფერი მოჩვენებაა, სასწაულია, როგორც კოშკის ქიმიდან მოწყვეტით გადახტომა?
No guide, no shelter, but all was miracle, and leaping from the pinnacle of a tower into the air?
162924.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
ნუთუ ხანდაზმულ ადამიანებსაც ასეთი ჰგონიათ ცხოვრება? – შემაშფოთებელი, მოულოდნელი, შეუცნობელი?
Could it be, even for elderly people, that this was life? — startling, unexpected, unknown?
162925.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
რატომაა ეს იგი ასე ხანმოკლე, რატომაა ასეთი ამოუცნობი და აუხსნელი, და ამას მთელი შემართებით ვიტყვით, როგორც ორი სრულიად უფლებამოსილი ადამიანი, რომელთაც არაფერს უნდა უმალავდნენ, მაშინ სილამაზე ენას ამოიდგამს, სრულად გაიშლება მხრებში, სივრცე აივსება, ის ცარიელი ფერადოვნება ხორცს შეისხამს, და თუ საკმარისად ხმამაღლა დაიყვირებენ, მისიზ რემზიც დაბრუნდება.
Why was it so short, why was it so inexplicable, and said it with violence, as two fully equipped human beings from whom nothing should be hid might speak, then, beauty would roll itself up, the space would fill; those empty flourishes would form into shape, if they shouted loud enough Mrs. Ramsay would return.
162926.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 5
„მისიზ რემზი!“ ხმამაღლა თქვა ლილი ბრისკომ, „მისიზ რემზი!“ ღაპაღუპით სდიოდა ცრემლი.
"Mrs. Ramsay!" she said aloud, "Mrs. Ramsay!" The tears ran down her face.
162927.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 6
მაკალისტერის ბიჭმა აიღო ერთი თევზი და პატარა კუბი ამოაჭრა გვერდიდან კაუჭზე სატყუარად წამოსაცმელად.
Macalister’s boy took one of the fish and cut a square out of its side to bait his hook with.
162928.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 6
ხოლო დასახიჩრებული თევზი (ჯერ კიდევ ცოცხალი) ისევ ზღვაში მოისროლა.
The mutilated body (it was alive still) was thrown back into the sea.
162929.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
„მისიზ რემზი!“ ტიროდა ლილი, „მისიზ რემზი!“ მაგრამ არაფერი მომხდარა.
"Mrs. Ramsay!" Lily cried, "Mrs. Ramsay!" But nothing happened.
162930.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
ტკივილმა იმატა.
The pain increased.
162931.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
ასეთ ტანჯვას შეუძლია, ადამიანი სრულ სიგიჟემდე მიიყვანოსო, გაიფიქრა.
That anguish could reduce one to such a pitch of imbecility, she thought!
162932.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
ყოველ შემთხვევაში, ბერიკაცს არ გაუგონია მისი ხმა.
Anyhow the old man had not heard her.
162933.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
მადლობა ღმერთს, რომ არავის გაუგონია მისი ეს სამარცხვინო ყვირილი, შეჩერდი, ტკივილო, შეჩერდი!
Heaven be praised, no one had heard her ignominious cry, stop pain, stop!
162934.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
ეტყობა, მაინც ბოლომდე არ დაუკარგავს ჭკუა.
She had not obviously taken leave of her senses.
162935.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
ისევ ის პატარა შინაბერა იყო, ხელში სახატავი ფუნჯით.
She remained a skimpy old maid, holding a paint-brush.
162936.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
და ახლა ნელა-ნელა, ნდომის და სიმწრის ტკივილმა თანდათან იკლო.
And now slowly the pain of the want, and the bitter anger lessened.
162937.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
არც კი ეგონა, თუ ოდესმე ისევ გაუჩნდებოდა სიბრალულის გრძნობა მისიზ რემზის მიმართ.
She thought she would never feel sorrow for Mrs. Ramsay again.
162938.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
და როცა ტკივილი გაყუჩდა, როგორც ანტიდოტი, როგორც შვება, რომელიც თავად იყო სალბუნი, და აგრეთვე, თუმცა უფრო იდუმალად, დაეუფლა გრძნობა, რომ მისიზ რემზი, წამით გათავისუფლებული იმ სიმძიმილისგან, რაც ამ სამყარომ დაადო მხრებზე, ჰაეროვნად შეყოვნდა მის გვერდით და მერე (ვინაიდან ასეთი იყო მისიზ რემზი, მთელი მისი მშვენიერებით) შუბლზე დაიდგა თეთრი ყვავილების გვირგვინი, რომლითაც წავიდა.
and of their anguish left, as antidote, a relief that was balm in itself, and also, but more mysteriously, a sense of Mrs. Ramsay, relieved for a moment of the weight that the world had put on her, staying lightly by her side and then (for this was Mrs. Ramsay in all her beauty) raising to her forehead a wreath of white flowers with which she went.
162939.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
ლილიმ ისევ გამოწურა ტუბები.
Lily squeezed her tubes again.
162940.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 7
უცნაურია, რა გარკვევით დაინახა იგი, იმ ყვავილნარში, ჰიაცინტებსა თუ შროშანებში, თვალს მიეფარა.
It was strange how clearly she saw her among whose flowers, hyacinth or lilies, she vanished.