მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162981.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
მხოლოდ ისინი იცნობდნენ ერთმანეთს.
They alone knew each other.
162982.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
მაშ რა იყო ეს შიში, ეს სიძულვილი?
What then was this terror, this hatred?
162983.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
როცა ჩაიჭყიტა იმ ტყის გულში, სადაც შუქი და ჩრდილი ისე კვეთს ერთმანეთი, რომ ფორმა მთლიანად გამრუდებულია და ფეხი გერევა, ვეღარ გაგირჩევია, რადგან ხან მზე შემოგანათებს თვალში და ხანაც მუქი ჩრდილი.
When peering into the heart of that forest where light and shade so chequer each other that all shape is distorted, and one blunders, now with the sun in one’s eyes, now with a dark shadow.
162984.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
დავუშვათ, რომ ღრმა ბავშვობაში, როცა ჯერ საბავშვო ეტლში, ანდა ვინმეს კალთაში ეჯდა უმწეოდ, დაინახა, როგორ გადაუარა ვიღაცას ტერფზე შემთხვევით, უბოროტოდ, უნებლიეთ, ურიკამ.
Suppose then that as a child sitting helpless in a perambulator, or on some one’s knee, he had seen a waggon crush ignorantly and innocently, some one’s foot?
162985.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
დავუშვათ, რომ მან ჯერ ფეხი ნახა ბალახში, საღ-სალამათი და მრთელი, მერე დაინახა ბორბალი, მერე კი იგივე ტერფი – აალებული და დამსხვრეული.
Suppose he had seen the foot first, in the grass, smooth, and whole, then the wheel and the same foot, purple, crushed.
162986.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
ისხდნენ და უყურებდნენ ამას.
They sat and watched it.
162987.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
მაგრამ ვის ტერფზე ფიქრობდა, და რომელ ბაღში ხდებოდა ეს ყველაფერი?
But whose foot was he thinking of, and in what garden did all this happen?
162988.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
ყველაფერი თითქოს მაინცადამაინც ბაღში ხდებოდა, სადაც ამ პირქუში გარემოს ნასახიც არ იყო.
Everything tended to set itself in a garden where there was none of this gloom.
162989.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
მთელი დღის განმავლობაში შემოდიოდნენ და გადიოდნენ.
They went in and out all day long.
162990.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
სამზარეულოში მოხუცი ქალი ჭორაობდა და ქარი შტორებს ხან გამობერავდა, ხან შეისრუტავდა, ყველაფერი ქროლავდა, ყველაფერი იზრდებოდა.
There was an old woman gossiping in the kitchen, and the blinds were sucked in and out by the breeze, all was blowing, all was growing.
162991.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
და მთელ იმ თეფშებს და თასებს და მოყელყელავე გადაფურჩქნილ წითელ-ყვითელ ყვავილებს თავზე სიფრიფანა ყვითელი საბურავი გადაეფარებოდა ხოლმე, ვაზის ფოთლისებური.
And over all those plates and bowls and tall brandishing red and yellow flowers a very thin yellow veil would be drawn, like a vine leaf, at night.
162992.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
ხოლო ის, რომ ადამიანს ტერფზე ბორბალმა გადაუარა, სააქაოში მოხდა.
It was in this world that the wheel went over the person’s foot.
162993.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
რაღაცა დაეშვა, ხმელი და მახვილივით ბასრიც კი, მოღუნული ხმალივით, და დასცხო ფოთლებს და ყვავილებს ამ ბედნიერ სამყაროში და მოაშთო და დასცა ძირს.
Something arid and sharp descended even there, like a blade, a scimitar, smiting through the leaves and flowers even of that happy world and making it shrivel and fall.
162994.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
გაახსენდა, მამამ რომ თქვა, “ხვალ წვიმა მოვა, და შუქურაზე წასვლას ვერ შეძლებ“.
"It will rain," he remembered his father saying "You won’t be able to go to the Lighthouse".
162995.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
მაშინ შუქურა ვერცხლისფერ ნისლში გახვეულ კოშკს ჰგავდა, მოულოდნელად და ნაზად რომ იღებოდა ხოლმე საღამოობით.
The Lighthouse was then a silvery, misty-looking tower, that opened suddenly, and softly in the evening.
162996.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
ახლა კი – ჯეიმსმა შუქურისკენ მიიხედა, დაინახა შეთეთრებული კლდეები, კოშკი, მკვიდრი და წელში გამართული, დაინახა შავთეთრად გადარაზული, ფანჯრები ვერ გაარჩია.
Now — James looked at the Lighthouse, he could see the white-washed rocks, the tower, stark and straight, he could see that it was barred with black and white.
162997.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
კლდეებზე გასაშრობად მიფენილი სარეცხიც კი დაინახა.
He could even see washing spread on the rocks to dry.
162998.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
არა, ის მეორეც შუქურა იყო, რადგან არაფერია მხოლოდ ერთადერთი.
No, the other was also the Lighthouse, for nothing was simply one thing.
162999.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
ის მეორე შუქურაც ნამდვილია.
The other Lighthouse was true too.
163000.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
ის ხანდახან ძლივს მოჩანდა ყურის გადაღმა.
It was sometimes hardly to be seen across the bay.