მოიძებნა 668068 ჩანაწერი
17001.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
გამომდინარე ნათქვამიდან, მიგვაჩნია, რომ ლექსემა „ამაზონ-[ი]“ თავისი წარმოშობით ქართველურია და მასში წინაპოზიციური „მ“ თანხმოვანი, სავარაუდოდ, ბერძნულენოვან სამყაროში სიტყვის სემანტიკური დატვირთვის არცოდნის გამო დაიკარგებოდა;
Hence, I think that by its origin is the lexeme “amazon-[i] Kartvelian and in it the prepositional “m” consonant, could have got lost because of lack of knowledge of the semantic meaning of the word in the Greek-speaking world;
17002.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ანუ ქართული *მამაც-ონ-[ი] ბერძნულ ენაში *ამაც-ონ —› ამაზ-ონ//ამაძ-ონ ვარიანტებს მოგვცემდა;
i.e. the Georgian *mamats-on-[i] in the Greek language would give us the versions amats-on —› amaz-on//amadz-on;
17003.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ასეთ შემთხვევაში კი გამოდის, რომ ის სხვა არაფერია, თუ არა მამაცთა (აქ: მამაც ქალთა) ერთობლიობა, მათი ლაშქარი.
It follows that the word means nothing anything else but a group of brave men (here of brave women), their army.
17004.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ცალკეულ ლექსემათა ძირეული მნიშვნელობების დადგენა და მათი წარმომავლობის კვლევა ლინგვისტიკის ერთ-ერთ საინტერესო უბანს წარმოადგენს.
Ascertainment of the basic meanings of separate lexemes and research of their origin is one of the most important sections of linguistics.
17005.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
მათ შორის ნამდვილად მოიაზრება უძველეს საისტორო წყაროებში დაცული ერთი საყურადღებო სახელდება - ამაზონები, რომლის შესახებაც მეცნიერთა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს.
Among them it is really thought out one trustworthy naming preserved in the oldest historical sources – the Amazons (Amazones) about which there is available an inhomogeneous relation of the scientists.
17006.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ვიდრე მის შინაარსსა და ენობრივ ფორმასთან დაკავშირებით ჩვენეულ ხედვას წარმოგიდგენთ, უპირველესად საჭიროდ მიგვაჩნია დღემდე შემონახული წყაროების მოკლე მიმოხილვა.
Until we represent our vision in relation to its content and lingual form, we think it is necessary to survey the sources preserved till present.
17007.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
პირველად მათი არსებობის შესახებ ჰომეროსის „ილიადა“ იძლევა ცნობას - მოხუცებული მეფე პრიამოსი თავისი ახალგაზრდობის ერთ ფაქტს იხსენებს, კერძოდ, იმას, თუ როგორ გაეშურა ის ვაზით განთქმულ ფრიგიაში, რათა დახმარებოდა მოკავშირეებს (ატრევსისა და მიგდონის ხალხს);
Initially about their existence gives note “Iliad” by Homer – the old king Priam recollects one fact of his youth, in particular How did he leave for Phrygia known for its vine, to refer assistance to allies (people of Atreus and Magdon);
17008.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ეს უკანასკნელნი კი ამაძონების წინააღმდეგ იყვნენ იქ შეკრებილნი.
and the latters had been gathered against the Amadzons.
17009.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ჩვენი აზრით, ჰომეროსისეულ მხატვრულ კონტექსტში ორი მნიშვნელოვანი მინიშნება იკითხება. ეს უპირველესად ამაძონთა „კაცთმოძულეობაა“, რომელშიც ბრძოლაში მათივე დაუნდობელი ბუნება უნდა ამოვიცნოთ, და მეორე - ამაძონთა მცირერიცხოვნება.
In our opinion, in Homer’s artistic context there are read out two important indications. In which we have to recognize the very merciless nature of the Amazons, and small quantity of the Amadzons.
17010.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
როგორც ჩანს, მათი რაზმები მრავალრიცხოვნებით მაინცადამაინც არ გამოირჩეოდნენ.
It seems that their armies have not been distinguished by multiplicity though.
17011.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
აპოლონიოს როდოსელის თხზულების მიხედვითაც ირკვევა, რომ ომის ღვთაების – არესისა და ნიმფა ჰარმონიას ასულებად ცნობილი ამაზონების მოდგმასთან ბრძოლას თვით არგონავტებიც გაურბიან.
From the work of Apollonius of Rhodes it has been clarified as well that to fight with the generation of the Amazons known as the daughters of the God of war – Ares and Nymph Harmony even the Argonauts are avoiding.
17012.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
პოეტი წერს:
The poet writes:
17013.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
თავად აპოლონიოსის მიერ გამოყენებული წყაროების შესახებ შენიშნულია, რომ: „არგონავტიკაზე“ მუშაობის დროს მან, როგორც ჩანს, მრავალზე მრავალი წყარო გამოიყენა, მას ხელთ ჰქონდა არგონავტთა თქმულების გარშემო არსებული და ალექსანდრიის საუკეთესო წიგნთსაცავში დაცული დიდძალი მასალა.
About the sources used by Apollonius himself it has been noted that ‘while working on “The Argonautica” he seems to have used many sources. He had at hand a wealth of materials available about the legend of the Argonauts and preserved in the best library of Alexandria.
17014.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
აპოლონიოსმა ისარგებლა როგორც ელინური პერიოდის მწერალთა, ისე მისი თანამედროვე ავტორების თხზულებებით.
Apollonius used both the works of the writers of the Hellenic period and of his contemporary authors.
17015.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ეს თხზულებები სხვადასხვა რიგისა იყო, ძირითადად - მხატვრულ-მითოგრაფიული და ისტორიულ-გეოგრაფიული.
These works were of different kind: mainly mythographic and historical-geographical.
17016.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
რა შეიძლებოდა შეეცვალა ძვ. წ. III საუკუნის პოეტს ამაზონთა შესახებ, ძნელი სათქმელია.
What could have been changed by the poet of the 3<sup>rd</sup> c. B.C. about the Amazons is difficult to say.
17017.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ წყარო, რომლითაც ის სარგებლობს, პოეტისათვის ავთენტურია.
We should suppose that the source was which he used an authentic one for the poet.
17018.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
თუმცა მხატვრულ სიტყვას თავისი მოთხოვნაცა აქვს, ამიტომ მცირეოდენი გადააზრიანება ლოგიკურიც არის და მისაღებიც!
However, the artistic language has its own demand too, hence even a minor reconsideration is logical and applicable.
17019.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ვფიქრობთ, რომ ამაზონთა ადგილმდებარეობა ან მათი მეომრული ხასიათის შეცვლა აპ. როდოსელის მიზნებში არ შედიოდა.
I think that changing the location of the Amazons or their martial character was not the aim of Apollonius Rhodius.
17020.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ის გასაოცარი სიზუსტით მოყვება გეოგრაფიულ არეალს სამხრეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ და ამიტომ უსაფუძვლობის შთაბეჭდილებას არ ტოვებს.
He follows with astonishing accuracy the geographical area from the south-west to the south-east and that is why it does not make an impression of groundlessness.