მოიძებნა 668068 ჩანაწერი
17021.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
წყაროთა მონაცემებზე დაფუძნებით სამეცნიერო ლიტერატურაში შენიშნულია, რომ ამაძონების (//ამაზონების) ტომი მხოლოდ ქალებისაგან შედგებოდა, „ეს ქალები მამაცი მეომრები იყვნენ.
On the basis of the sources it has been noted in the scholarly literature that the tribe of the Amadzons (//Amazons) consisted only of women, “These women were brave warriors.
17022.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ისინი ცხოვრობენ მდ. თერმოდონტთან , შავი ზღვის სამხრეთით. აგრეთვე - იბერიელთა მეზობლად პომპეუსის ლაშქრობის დროს.
They dwelled at the river Thermodon, as well as in the neighborhood of the Iberians during the campaign of Pompey.
17023.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკა“ უბრალოდ ადასტურებს ამაძონელთა სახლობას მდ. თერმოდონტისა და ქართველური ტომების:
“The Argonauts” by Apollonius Rhodius simply confirm the residence of the Amadzons in the neighborhood of the river. Thermodon and the Georgian tribes:
17024.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ხალიბების („ხალიბთა საბრალო ტომი“), ტიბარენების („ტიბარენების ალალი ტომი“), მოსინიკთა და სხვათა გვერდით.
the Chalybes (“the poor tribe of the Chalybes”), the Tibarenes (“the sincere tribe of the Tibarenes”), the Mossinoeci and others.
17025.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
აქვე ვიტყვით იმასაც, რომ ადრეული ავტორის, ძვ. წ. V ს-ის ისტორიკოსის - ჰეროდოტეს - მიხედვითაც ამაზონთა დასახლების ადგილად მცირე აზია, მდ. თერმოდონტის მიდამოებია ნაგულისხმები.
Of the V c. B.C. - Herodotus, for the settlement of the Amazons the Asia Minor, environments of the r. Thermodont have been meant.
17026.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ის ამაზონებისა და ელინთა ერთ-ერთ ბრძოლაზე გვესაუბრება და მოგვითხრობს:
He talks about one of the battles of the Amazons and the Hellenes and narrates:
17027.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
„მაშინ თერმოდონტთან ბრძოლაში ელინებმა გაიმარჯვეს, გამოცურეს უკან და წამოიყვანეს სამი ხომალდი ამაძონები, რომლების შეპყრობაც შეიძლეს“.
“Then in the battle at the r. Thermodont the Hellenes wan. They swam back and took three ships with the Amazons whom they had managed to catch”.
17028.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ხომალდებზე დატყვევებული ქალები ელინ მეომრებს ამოხოცავენ და ქარს მინდობილნი „მაჲეტისის ტბამდე“ (აზოვის ზღვამდე) აღწევენ, შემდეგ მცირეოდენს ხმელეთზე მიუყვებიან და „თავისუფალი სკვითების ქვეყნაში“ მკვიდრდებიან - ასეთია ამაზონთა ჰეროდოტესეული მიგრაციის მოკლე სქემა.
The women captured on the ships will slaughter the Hellenic warriors and entrusted to the wind have reached the “Maiet Lake” (the Azov Sea), then they walked on a small land and have settled “In the country of Free Scythians” – such is a short scheme of Herodotian migration.
17029.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ბერძენი ისტორიკოსის ნაამბობიდან ერთი მარტივი დასკვნა იკვეთება - ძვ. წ.-ის V საუკუნეში ისტორიული მეხსიერება კარგად ინახავს ცნობას, ერთი მხრივ, ამაზონთა მცირეაზიული წარმომავლობის შესახებ და, მეორე მხრივ, ისიც იცის, რომ მათი რაღაც მიზეზთა გამო გადასახლება სამხრეთ ტერიტორიებიდან ჩრდილოეთით განხორციელებულა, რის შედეგადაც სარმატების [სავრომატების] ტომი წარმომდგარა, რომლებიც „სკვითებისა და ამაძონების შეუღლების შედეგად წარმოშობილ ტომად“ არის მიჩნეული.
From the narration of the Greek historian one simple conclusion has been distinguished – In the V c. B.C. the historical memory keeps well a notice, on the one hand about a Minor Asian origin of the Amazons and on the other, he knows as well that their exile for some reasons from the south territories to the north had been realised as a result of which there was formed a Sarmatia tribe [the Savromats] which has been considered as “a tribe originated as a result of marriage of the Scythians and the Amazons”.
17030.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
თ. ყაუხჩიშვილის შენიშვნით:
By note of T.Kaukhchishvili:
17031.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
„საერთოდ, ძველ მწერლებში სავრომატებისა და ამაზონების საკითხი ერთმანეთშია ჩახლართული“.
“Generally at old writers the issue of the Savromats and the Amazons are interlaced in each other”.
17032.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ახლა კვლავ ჰეროდოტეს მიერ დასახელებულ მიზეზს დავუბრუნდეთ, რომელიც მაინცადამაინც სარწმუნო არ მოჩანს, რადგან ძნელად წარმოსადგენია, თუ დაუჯერებელი არა, რომ სამ ხომალდზე დატყვევებული ამაზონები იმდენნი იყვნენ, რომ მათ სარმატების ტომი შეედგინათ. ჩვენი აზრით, ჰეროდოტე ერთ ისტორიულ ცნობას (ამაზონთა და ელინთა შეტაკების შესახებ) მეორეში ურევს (ცნობას ამაზონთა ჩრდილოეთით გადასხლების შესახებ) და კონტამინირებულ ვარიანტს გვთავაზობს;
Now, let’s us return to the cause indicated by Herodotus which is not however trustworthy, since it is hardly imaginable if not unbelievable that the number of Amazons captured on three ships was so great Herodotus confuses one historical notice (about the collision of the Amazons and Hellenes) with another (the notice about exile of the Amazons to the north) and offers a contaminated version;
17033.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
მაგრამ ერთი რამ ცალსახად მაინც არის ცხადი:
But one thing is even unambiguously clear:
17034.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ჰეროდოტეს ეპოქაში ამაზონები სამხრეთ ტერიტორიებიდან ამოწეულნი არიან და სავარაუდოდ, აღარც სახლობენ მდ. თერმოდონტის მიდამოებში.
In the Herodotus epoch the Amazons had been drown up from the south territories and supposedly even did not live any more in the vicinities of the riv. Thermodont.
17035.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
გამომდინარე ნათქვამიდან, აპოლონიოს როდოსელის მიერ მოწოდებული ცნობა ამ ქალების ძირძველი სახლობისა გაცილებით ადრინდელია, ვიდრე ჰეროდოტესი. II საუკუნის რომაელი (ტომით ბერძენი) ავტორის - არიანეს თხზულებაში „ალექსანდრეს ანაბასისი“ მნიშვნელოვანი მინიშნებაა ამაზონთა საცხოვრისი ტერიტორიის ლოკალიზაციის საკითხზე.
As a consequence of above noted, the note submitted by Apollonius of Rhodes that the residence of these women is of much earlier period than - the Greek historian Herodotus. In the work of the Roman (Greek by tribe) author of the II century – Arianne “Aleixandre Anabasis” is an important indication to the issue of localization of the living territory of the Amazons.
17036.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ავტორი, საზოგადოდ, ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის ამბებს ყვება და ტექსტის ერთ ადგილას იტყვის:
The author generally tells the stories of march of Alexander Macedonian and on one place he will say:
17037.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
„ევროპის სკვითთა“ დამორჩილების შემდგომ ალექსანდრეს ეახლა ვინმე ფარასმანესი, ხორაზმელთა მეფე, 1500 მხედრით და თქვა:
“After having subordinated “The European Scythians” Alexander was visited by some Pharasmanes, King of the Khorazmians with 1500 riders and said:
17038.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
„რომ ის ცხოვრობს კოლხთა მოდგმისა და ამაზონი ქალების მეზობლად და თუ ალექსანდრეს სურს თავს დაესხას კოლხებსა და ამაზონებს და დაიმორჩილოს ევქსინის პონტომდე რომ ვრცელდებიან ის ტომები, ის პირდება, რომ იქნება მისი მეგზური“.
“That he lives in neighbourhood of the Colchs’ generation and Amazon women and if Alexandre wishes attack the Colchians and the Amazons and subordinate the tribes that extend up to the Euxine Pontus, he promises to be his guide”.
17039.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
თ. ყაუხჩიშვილი ტექსტის ამ პასაჟზე საინტერესო მეცნიერულ კომენტარს გვთავაზობს, გამოთქვამს სამართლიან ვარაუდს ბერძნულ ხელნაწერში მოხსენიებული ფარასმანესის კავშირზე იბერთა სამეფო დინასტიასთან;
T. Qaukhchishvili offers an interesting scholarly comment at this passage of the text, she expresses a justified supposition on the relation of Pharasmanes mentioned in the Greek manuscript with the royal dynasty of the Iberians’;
17040.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
თუმცა აქვე არ გამორიცხავს მისსავე სპარსელობას ან „შეცდომას თვით ბერძნულ ხელნაწერში“.
Though here, she does not exclude his being a Persian or “an error in the Greek manuscript itself”.