მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170981.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
კაბის შესაკრავს აღარ მიეკარებოდა და ლიფი – ცისფერი აბრეშუმითა და ძვირფასი მაქმანებით გაწყობილი – დროებით თავის ადგილზე დარჩებოდა.
He could not face another attempt on the zip of her dress, so for the moment her bra—pale blue silk, so he had glimpsed, with a fine lace trim—must stay in place too.
170982.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
შიშველი, ჰაეროვანი ჩახუტება...
So much for the bare-limbed weightless embrace.
170983.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
მას კაბა ბარძაყებამდე ჰქონდა აწეული, ბოქვენის ხვეული თმა კი თეთრეულს შეეხო.
Her dress rucked up around her thighs, ropes of her tangled hair spread out across the counterpane.
170984.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
მზის ქალღმერთი!
A sun queen.
170985.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
მათ კიდევ აკოცეს.
They kissed again.
170986.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ვნებისა და თავმოუბმელობისგან გული ერეოდა.
He was nauseous with desire and indecision.
170987.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
უჩინარი ცვლილება, პაწაწინა წინდაუხედაობა, ეჭვის მარცვალი და გოგონა გაექცეოდა.
A slight change, little zephyrs of doubt, and she could run away.
170988.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
თუმცა ედუარდს სჯეროდა, სექსის დროს – განსაკუთრებით, ქორწინების პირველ ღამეს – უბრალოდ, ელვის შეხსნა არასექსუალურიაო.
But Edward believed that during sex—and for the very first night of their marriage—merely by unzipping his fly was unsensual.
170989.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ცოტა ხანში წამოხტა, ფანჯარასთან მივიდა და ტანსაცმელი შემოიძრო; ლოგინში ასეთი ბანალური ვერ იქნებოდა.
After some minutes, he slid from her side and undressed hurriedly over by the window, leaving a precious zone around the bed free of all such banality.
170990.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
შენიშნა, გოგონა მას კი არა, საწოლის ბალდახინს აკვირდებოდა.
He observed that her eyes were not on him, but straight up, on the sagging canopy.
170991.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
რამდენიმე წამიც და ედუარდი პერანგსა და ჰალსტუხში დარჩა, მაჯაზე საათი ეკეთა.
In seconds he was naked but for his shirt, tie and wristwatch.
170992.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ვაჟის ერექცია, თეთრ ქსოვილში ნახევრად რომ იმალებოდა, როგორც ქალაქის ცენტრში წამოჭიმული გაუხსნელი ქანდაკება, გოგონას ტანსაცმლით დადგენილ წესს მიხვდა.
Somehow the shirt, partly concealing, his erection, like a draped public monument, politely acknowledged the code set by her dress.
170993.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ედუარდი ფლორენსისკენ დაიძრა, სულელურად შერჩენილი ჰალსტუხი ცალი ხელით მოიშორა და ზედა ღილი შეიხსნა.
The tie was clearly absurd, and as Edward went back toward Florencehe yanked it free with one hand while loosening his top button.
170994.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
თავდაჯერებულად მიაბიჯებდა ძირფესვიანად კეთილი, პატიოსანი ახალგაზრდა.
It was a confident swaggering motion fundamentally decent and capable fellow.
170995.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ჰაროლდ მათერის აჩრდილი თავს არ ანებებდა...
The ghost of Harold Mather still troubled him...
170996.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ფლორენსი არ წამომჯდარა, მხარიც არ უცვლია; ზურგზე იწვა და ბოძებს შორის დაშვებულ ნაცრისფერ მოქარგულ ქსოვილს უყურებდა, მისი აზრით, საძინებლისთვის ძველი ინგლისის აგურის ციხე-კოშკებისა და აღვირახსნილი სიყვარულის ელფერი რომ უნდა მიეცა.
Florence chose not to sit up, or even shift her position; she lay on her back, staring up at the grey-colored pleated cloth supported on posts that were intended to conjure, she supposed, an old England of stone-chilled castles and courtly love.
170997.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ნაჭერზე მონეტის ზომის მწვანე ლაქას მიაჩერდა – ეს საიდანღა გაჩნდა?
She concentrated on the fabric, on a green coin-sized stain—how had that got there?.
170998.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
მომავალზე ფიქრი არ უნდოდა, არც წარსულს იხსენებდა, ჰაერში გამოკიდებულ წამებს მიეჯაჭვა, ძვირფას აწმყოს, როგორც მთამსვლელი, დამცავი თოკის ნაცვლად კლდის პირს რომ აკრულა.
She was trying not to think of the future, or of the past, and she imagined herself clinging to this moment, the precious present, like an unroped climber on a cliff.
170999.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
შიშველ ფეხებზე გრილი სიო სასიამოვნოდ ელამუნებოდა.
Cool air traveled pleasantly over her bare legs.
171000.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
შორეული ტალღების, მშიერი თოლიებისა და ედუარდის ტანსაცმლის შრიალი ესმოდა.
She listened to the distant waves, the call of herring gulls, and to the sound of Edward undressing.