მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170921.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
თან ძლიერი იყო.
He was also strong.
170922.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ფლორენსს მისი სიგიჟე არასდროს უნახავს, არც ედუარდი აპირებდა საიდუმლოს გამხელას.
Florence had never seen this madness in him, and Edward did not intend to talk to her about this secret.
170923.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
თვრამეტი თვე ჩხუბი არავისთან მოსვლია.
He had not been in a fight for eighteen months.
170924.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
მესამეკურსელ ამხანაგთან, ჰაროლდ მათერთან ერთად ოლდ-კომპტონ სტრიტიდან დინ სტრიტზე „ფრანგული პაბისკენ“ მიეშურებოდა.
He was walking along Old Compton Street toward the French Pub in Dean Street with an other third-year history student, Harold Mather.
170925.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
საღამო ხანი იდგა, ბიბლიოთეკიდან გამოსვლისთანავე მალეტ სტრიტზე მეგობრებთან შესახვედრად გასწიეს.
It was early evening and they had come straight from the library in Malet Street to meet up with friends.
170926.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
მათერი ედუარდის სკოლელი რომ ყოფილიყო, ჩაგვრის მსხვერპლი გახდებოდა: ტანმორჩილ ბიჭს მიჭეჭყილ სახეზე სქელი სათვალე ეკეთა, აუტანელი ამბისტანია და ჭკუის კოლოფი იყო.
At Edward’s school, Mather would have been the perfect victim—he was short, wore thick glasses over comically squashed features and was maddeningly talkative and clever.
170927.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
თუმცა, უნივერსიტეტში დიდი პატივისცემით სარგებლობდა.
At university, however, he flourished, he was a high-status figure.
170928.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ფლობდა ჯაზის ყველა მნიშვნელოვან ფირფიტას, ხელმძღვანელობდა ლიტერატურულ ჟურნალს, გამოსცა მოთხრობა ჟურნალ „ენქაუნთერში“, ახალისებდა სტუდენტურ დებატებს და საოცრად გამოსდიოდა ყველას მიბაძვა.
He had an important jazz record collection, he edited a literary magazine, he had a short story accepted, though not yet published, by Encounter magazine, he was hilarious in formal student union debates and a good mimic.
170929.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ისეთ ადამიანთანაც მეგობრობდა, რომელსაც ძველად თავს აარიდებდა.
He prized his friendship with a man he might once have taken trouble to avoid.
170930.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ლუდხანები გადატენილი იყო, მაგრამ კლუბებში ვერ შეხვიდოდი; ქუჩაში ხალხმრავლობა არ შეგაწუხებდათ.
The pubs were full, but the clubs were not yet open, and the pavements were uncrowded.
170931.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ოლდ-კომპტონ სტრიტიდან მომავალი წყვილი ადვილად შენიშნეს.
It was easy to notice the couple coming toward them along Old Compton Street.
170932.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
როკერები იქნებოდნენ: ოცდაათი წლის ტიპს თმა უჩვეულოდ მოეზარდა, ლითონით მოჭედილი ტყავის ქურთუკი, ვიწრო ჯინსი და ჩექმები ეცვა.
They were rockers—he was a big fellow in his thirties, with long sideburns, studded leather jacket, tight jeans and boots.
170933.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ეს უკანასკნელი შეტორტმანდა და ბადი ჰოლის მსგავსი სათვალე მიწაზე დაუვარდა.
It caused him to stagger, and sent his Buddy Holly glasses skidding across the road.
170934.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
შეიძლება ისიც იფიქრა, გოგონას გავართობო.
Perhaps it was intended to amuse the girl.
170935.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ედუარდს წამი არ დაუკარგავს ფიქრში.
Edward did not stop to think about it.
170936.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
წყვილს რომ დაეწია, ჰაროლდის კივილი მოესმა: „არა“, ან „არ გინდა“, მაგრამ ვნებას აყოლილს აღააფერი ესმოდა.
As he strode after the couple, he heard Harold call out something like a "no" or a "don’t", but that was just the kind of entreaty he was now deaf to.
170937.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ძილ-ბურანში დაბრუნდა.
He was back in that dream.
170938.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ამ შეგრძნებას ვერაფრით აღწერდა: ზიზღი და რისხვა აღტაცებაში გადასდიოდა.
He would have found it difficult to describe his feeling: his anger had lifted itself into a kind of ecstasy.
170939.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
მარჯვენა ხელი კაცს მხარში ჩაავლო და შემოაბზრიალა, მარცხენა ყელში წაუჭირა და კედელზე ააკრა.
With his right hand he gripped the man’s shoulder and spun him around, and, with his left, took him by the throat and pushed him back against a wall.
170940.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
კაცმა თავი საწვიმარ მილს მიარტყა.
The man’s head clunked against a drainpipe.