მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171021.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
აღმოაჩინეს, რომ ქვედა სართულიდან არაფერი ისმოდა – არც რადიო, არც საუბარი – და ერთმანეთს სიყვარულში ჩურჩულით გამოუტყდნენ.
Conscious of the silence from the downstairs bar—no radio, no conversation—they whispered their "I love yous".
171022.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ფლორენსს თავის მოკატუნება სიამოვნებდა, თითქოს საერთო სურვილები ამოძრავებდათ.
It soothed Florence to be invoking, that surely proved their interests were identical.
171023.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
გაიფიქრა, იქნებ საქმე ბოლომდე მივიყვანო.
She wondered if perhaps she might even make it through.
171024.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
უცოდინარი, ჭკუათხელი და საბრალო გოგო იყო.
She was an ignorant girl, miserable in her foolish fears.
171025.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ადრე მკერდზე შეხებისას უკან იხევდა, ახლა კი მშვიდად იწვა.
Even now she did not mind him touching her breasts, when once she would have recoiled.
171026.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ფლორენსს გული მიეცა და მის მკერდში ჩარგო თავი.
There was hope for Florence, and at the thought she moved closer against his chest.
171027.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
მისი ხელი გოგონას სხეულზე დაცურავდა და კაბის კალთებს წელამდე უკეცავდა.
His hand was traveling the length of her body and was pulling back the hem of her skirt up to her waist.
171028.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
მართალია, სასიყვარულო თავგადასავლებსა თუ ყოფილ გოგონებზე კრინტს არ ძრავდა, მაგრამ ფლორენსს ეჭვი არ ეპარებოდა მის გამოცდილებაში.
He had always been reticent about the girls he had made love to, but Florence did not doubt the wealth of his experience.
171029.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
გოგონამ წყალში ღრმად შეტოპა; უკან ვერ დაბრუნდებოდა.
She was already far gone into the water, too far to come back.
171030.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ვერ წარმოიდგენდა, სიყვარული ასეთი მძაფრი დუმილის ფონზე თუ ჩაივლიდა.
It had never occurred to her that the love would take place in such intense and silence.
171031.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
თუმცა, ცნობილი სამი სიტყვის გარდა, რა უნდა ეთქვა, რომ ყალბი ან სულელი არ გამოსულიყო?
But beyond the obvious three words, what could she herself say that did not sound contrived or foolish?
171032.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ერჩივნა სულელური ფრაზები გაემეორებინათ, როგორც მაშინ, ჩრდილოეთ ოქსფორდის სახლის საძინებელში, გრძელ საღამოებს ტანსაცმლის გაუხდელად კოტრიალში რომ ფლანგავდნენ.
She would have preferred it if they repeated silly phrases they used when they lay around in her bedroom in North Oxford, fully clothed, wasting the afternoons away.
171033.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
უნდოდა, მეუღლის სიახლოვე ეგრძნო, რომ გონებაში აფუთფუთებული შიშის დემონი დაემარცხებინა.
She needed to feel close to her husband in order to hold down the demon of panic in her mind.
171034.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
უნდა სცოდნოდა, გვერდით კეთილი და მზრუნველი მეგობარი ეწვა; მამაკაცი, რომელიც მისი სხეულის გამოყენებას არ ეცდებოდა.
She had to know he was with her, on her side, and was not going to use her nody, that he was her friend and was kindly and tender.
171035.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
თუ არადა, ყველაფერი ჩაუფლავდება და მარტო დარჩება!
Otherwise it could all go wrong, in a very lonely way.
171036.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
მითხარი რამე.
Tell me something.
171037.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ვაჟს ხელი გოგონას ჭიპის ქვემოთ გაუშეშდა.
His hand stopped abruptly inches below her navel.
171038.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
თვალებში მიაშტერდა და ტუჩი აუთრთოლდა: ნერვიულობდა, ან ღიმილს იკავებდა; იქნებ შესაფერის სიტყვებს ეძებდა.
He gazed down at her, lips quivering a little—nerves, perhaps, or a nascent smile, or a thought evolving into words.
171039.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
კიდევ კარგი, ქალს ხუმრობაში აჰყვა და ძველებური ბრიყვული სახე დაიბრუნა.
To her relief, he caught the prompt and resorted to the familiar form of stupidity.
171040.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
მშვენიერი სახე და კეთილი ხასიათი გაქვს, ეშხიანი იდაყვები და მუხლები, ლავიწი, თავის ქალა და ვიბრატო, ყველა კაცს რომ გააგიჟებს, შენ კი მხოლოდ მე მეკუთვნი; კმაყოფილი და ამაყი ვარ, – ნაღვლიანად თქვა ბიჭმა.
He said solemnly, "You have a lovely face and a beautiful nature, and sexy elbows and ankles, and a clavicle, a putamen and a vibrato all men must adore, but you belong entirely to me and I am very glad and proud".