მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171061.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
შეშინებულმა გოგონამ ვაჟს ხელი გაუშვა.
In horror she let go.
171062.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
გოგონა დარწმუნებული იყო, ყველაფერი ჩემი ბრალია, გამოუცდელი, უცოდინარი და სულელი ვარო.
She knew immediately that it was all her fault, that she was inept, ignorant and stupid.
171063.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
სახელმძღვანელოსთვის ყური არ უნდა დაეგდო; საქმეში არ უნდა ჩარეულიყო.
She should not have interfered, she should never have believed the manual.
171064.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
წუთის წინ ამაყობდა, გრძნობები მოვთოკე და სიმშვიდე შევინარჩუნეო.
She had taken pride, only a minute before, in mastering her feelings and appearing calm.
171065.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ახლა კი ზიზღს ვერ იკავებდა.
But now she was incapable of repressing her primal disgust.
171066.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ზღვიდან მონაბერ ქარში წამში გახმა, მაგრამ გოგონა არ შემცდარა, სხეული ეწვოდა.
In seconds it had turned icy in the sea breeze, and yet, just as she knew it would, it seemed to scald her body.
171067.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ფლორენსი თავს ვერ შეიკავებდა; ახლავე უნდა მოეშორებინა!
Florence could not help herself, she had to be rid of it!
171068.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ედუარდი დაპატარავდა, გოგონა კი წამოჯდა, ლოგინის გადასაფარებლიდან ბალიში ამოაძვრინა და ტანზე გაშმაგებით გაისვა.
As Edward shrank, she scrambled to her knees, snatched a pillow from under the bedspread and wiped herself frantically.
171069.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
სასოწარკვეთილი იმასაც ხვდებოდა, საზიზღრად რომ იქცეოდა; ედუარდს გული კიდევ ერთხელ დასწყდება, როცა დაინახავს, თავისი სხეულის ნაწილს ფლორენსი კანიდან როგორ სასოწარკვეთილი იწმენდს.
Even as she did so, she knew how loathsome her behavior was, how it must add to Edward's misery to see Florence so desperate to remove this part of himself from her skin.
171070.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ვაჟისა და ფლორენსის პირველი შეხვედრიდან ღვთისმშობლის ეკლესიაში ქორწინებამდე (სენტ-ჟილიდან ნახევარ მილში რომ იდგა), ედუარდი მთელი წლის განმავლობაში ერთი ღამით სტუმრობდა ვიქტორიანული სტილის დიდებულ ვილას ბენბური როუდზე.
In the brief year between his first encounter with Florence in St. Giles and their wedding in St. Mary’s less than half a mile away, Edward was often an overnight guest at the large Victorian villa off the Banbury Road.
171071.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ვიოლეტ პონტინგმა ედუარდი ქალიშვილისგან მოშორებით, ზედა სართულზე მცირე ოთახში გაამწესა.
Violet Ponting assigned Edward in a small room, on the top floor, chastely remote from Florence’s.
171072.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ედუარდმა ბოლომდე ვერ გაარკვია, რომლის...
Edward never troubled to discover which...
171073.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
„მცირე ოთახი“ ტერვილ ჰითის კოტეჯის ყველაზე დიდ საძინებელზე მოზრდილი იყო;
The "small room" was larger than any of the bedrooms at the Turville Heath cottage.
171074.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
იცოდა საწოლთან დატოვებული ეპიქტეტუსისა თუ სტრაბონის წიგნებით ვერავის გააბრიყვებდა.
he knew he fooled no one by leaving out copies of Epictetus or Strabo on the bedside table.
171075.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ზედა სართული მხოლოდ ედუარდის განკარგულებაში იყო: დიდებული აბაზანა, ვიქტორიანული ფანჯრებითა და გაპრიალებული ხის ფილებით დამშვენებული.
Edward had the top of the house to himself, with an extensive bathroom, with Victorian windows and varnished cork tiles.
171076.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
კიდევ ერთი სიახლე!
Another novelty!
171077.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ბიჭს ფართო და უჩვეულოდ მაგარი საწოლი ერგო.
His bed was wide and unusually hard.
171078.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
კუთხეში, დახრილი სახურავის ქვეშ, სუფთა მაგიდა, ანგელოზივით წამოჭიმული ნათურა და ლურჯად შეღებილი სამზარეულოს სკამი იდგა.
In a corner, under the slope of a roof, was a scrubbed deal table with an Anglepoise lamp and a kitchen chair, painted blue.
171079.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
არ ჩანდა ნახატები, ხალიჩები და ორნამენტები, ჟურნალიდან ამოჭრილი ფოტოები.
There were no pictures or rugs or ornaments, no pictures chopped-up from magazines.
171080.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ედუარდი ცხოვრებაში პირველად იცავდა სისუფთავეს.
For the first time in his life Edward made a effort to be tidy.