მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171121.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
წარმოიდგინა, მატარებლით მოგზაურობისას თუ სასტუმროს ნომრებში ისტორიულ წიგნებს დავწერო.
He could easily imagine himself writing history books on trains and in hotel rooms.
171122.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ბიჭი მთელი წლის განმავლობაში პონტინგების სახლს უვლიდა და მათ მეტად დაუახლოვდა.
The various household jobs Edward volunteered to do tied him yet more closely to the Pontings.
171123.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
1961 წლის ზაფხულში ბალახები გაკრიჭა (მებაღე ავად იყო), ბუხრისთვის სამი უზარმაზარი მორი დაჩეხა, მეორე მანქანით გამოუყენებელი ნივთები ფარეხიდან სანაგვეზე მიჰქონდა, რადგან ვიოლეტს იქაურობის ბიბლიოთეკად გარდაქმნა ჰქონდა განზრახული.
In that summer of 1961 he mowed the various lawns many times—the gardener was away sick—split three cords of logs for the woodstove, and drove the second car, regularly to the dump with junk from the unused garage, which Violet wanted to convert to a library.
171124.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
იმავე ავტომობილით ფლორენსის დაიკო, რუთი, მეგობრებსა თუ ნათესავებთან დაჰყავდა თემში, ბენბერსა და სტრეტფორდში;
In this same car he delivered Florence’s sister, Ruth, to friends and relatives in Thame, Banbury and Stratford;
171125.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ერთხელ ვინჩესტერში შოპენჰაუერის სიმპოზიუმზე მიიყვანა.
Once he brought her to a Schopenhauer symposium in Winchester.
171126.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
გზად ქალმა „მილენიუმის კულტებზე“ ყველაფერი წვრილად გამოჰკითხა.
On the way she grilled him about his interest in millenarian cults.
171127.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
რა გავლენა აქვს შიმშილსა და სოციალურ ძვრებს მრევლში?
What part did famine or social change have in providing followers?
171128.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ედუარდი დაძაბული პასუხობდა; კარგად ესმოდა, განათლებას უმოწმებდნენ.
Edward answered nervously, conscious that his intellectual mettle was being tested.
171129.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ქალმა პატარა ჩანთიდან პუდრი ამოიღო და ცხვირზე მოისვა.
She take out her compact and powder her pinched white features.
171130.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ვაჟს ყოველთვის აკვირვებდა ქალის თეთრი მკლავები და წვეტიანი იდაყვები.
He was fascinated by her pale, polelike arms and sharp elbows.
171131.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
გაიფიქრა, ნეტავ, მართლა ფლორენსის დედა თუ არისო.
He wondered again whether she really could be Florence’s mother.
171132.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ერთი მხრივ, სახეზეა რკინის ხანის მიჯნაზე შეთხზული დაუჯერებელი ზღაპარი, შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი სანდო წყაროებით გადმოცემული; მეორე მხრივ – საზარელი მოვლენის რაციონალური შიში.
It is clear, on the one hand, a lurid and absurd fantasy devised by a post–Iron Age mystic, then embellished by his credulous medieval equivalents, and, on the other, the rational fear.
171133.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
რა თქმა უნდა, არასწორად აზროვნებდნენ, მაგრამ დარწმუნებული იყვნენ, ჭეშმარიტებას მიაგნეს და ამით იხელმძღვანელეს.
Of course they were wrong, but they passionately believed they were right, and they acted on their convictions.
171134.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
რა მნიშვნელობა აქვს, ცდებოდა თუ არა, მთავარი ის იყო, რომ მსგავსი იარაღის გამოგონებით მსოფლიო ომი დასრულდა.
It was quite irrelevant that he was wrong, that the truth was that such weapons were keeping the world safe from war.
171135.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
საუკუნეების განმავლობაში ხალხის თვალის აბმას საერთო ხერხებით აღწევდნენ.
Down through the centuries mass delusions had common themes.
171136.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ედუარდი მიხვდა, ქალმა მიანიშნა, „ბირთვული განიარაღების კამპანიაში“ გაწევრიანებით, ახალ „მილენიუმის კულტს“ შეუერთდიო.
When Edward grasped that she was likening his support for Campaign for Nuclear Disarmament with membership in a millenarian sect.
171137.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
დარჩენილი მანძილი ჩუმად გაიარეს.
They drove the last mile in silence.
171138.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
მოგვიანებით ბიჭმა ვიოლეტი ჩელტენჰემში წაიყვანა, სადაც ლექციას კითხულობდა ოქსფორდში განათლების მიღების უპირატესობის შესახებ.
On another occasion he drove Violet to Cheltenham, where she gave a lecture on the benefits of an Oxford education.
171139.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
იმ ზაფხულს პირველად გასინჯა ლიმონისა და ზეთის სალათა, ერთ-ერთ საუზმეზე კი – იოგურტი, მდიდრული სითხე, რომელზე მხოლოდ ჯეიმს ბონდის რომანებიდან იცოდა.
During that summer he ate for the first time a salad with a lemon and oil dressing and, at breakfast, yogurt— a glamorous substance he knew only from a James Bond novel.
171140.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ნივრის გემოზე მეტად მისი ცუდი სახელი ურევდა გულს.
He had to overcome an aversion, not to the taste so much as to the reputation of garlic.