მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174081.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სკოლის მოსწავლის ხუმრობის პერსონაჟად ვიქეცი.
The standing joke among schoolboys.
174082.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მიყურე, ოლივერ, ნახე, როგორ ვიჯღანები და გაიფიქრე: ჩემი ბრალია, არა? მე გატკინე?
Watch Oliver watch me squirm and think, I did that to you, didn’t I?
174083.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნეტავ სექსი არ გვქონოდა-მეთქი, გავიფიქრე.
I wished we hadn’t slept together.
174084.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მისი სხეული აღარ მიზიდავდა.
Even his body left me indifferent.
174085.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
კლდეზე ვისხედით და მის ტანს ისე ვუყურებდი, თითქოს „დახმარების ფონდისთვის“ ყუთში გამზადებული ძველი ტანსაცმლის გროვა იყო.
On the rock where we sat now I looked at his body as one looks at old shirts and trousers being boxed for pick up by the Salvation Army.
174086.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მხრები: არის; კანი იდაყვის შიდა მხარეს, ადრე რომ ვაღმერთებდი: არის; უბე: არის; კისერი: არის; მრგვალი გარგარი: არის; ფეხი... ოჰ, ეს ფეხი, თუმცა: არის; ღიმილი, როცა მკითხა „ყველგან“ კარგად ხარო: ჰო, ესეც არის; შემთხვევით არაფერი გამომრჩეს.
Shoulder: check. Area between inner and outer elbow that I’d worshipped once: check. Crotch: check. Neck: check. Curves of the apricot: check. Foot—oh, that foot: but, yes, check. Smile, when he’d said, Are you okay everywhere: yes, check that too. Leave nothing to chance.
174087.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოდესღაც ყველა ნაწილი მიყვარდა.
I had worshipped them all once.
174088.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ხარბი ციბეტინივით ვეხებოდი.
I had touched them the way a civet rubs itself on the objects it covets.
174089.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მთელი ღამით ჩემი იყო.
They’d been mine for a night.
174090.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სურვილი გამიქრა.
I didn’t want them now.
174091.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვეღარ ვიხსენებდი, ვერც ვხვდებოდი, ვნება როდის მომერია, მათი ჩახუტება როდის მომინდა, მასთან დაწოლა.
What I couldn’t remember, much less understand, was how I could have brought myself to desire them, to do all I’d done to be near them, touch them, sleep with them.
174092.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ბანაობის შემდეგ შხაპში შევალ.
After our swim I’d take that much-awaited shower.
174093.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დაივიწყე, დაივიწყე.
Forget, forget.
174094.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნაპირისკენ რომ მივცურავდით, სასხვათაშორისოდ მკითხა: – წინა ღამეს ჩემ საწინააღმდეგოდ გამოიყენებ?
As we were swimming back, he asked as though it were an afterthought, “Are you going to hold last night against me?”
174095.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– არა, – სასწრაფოდ ვუპასუხე მე, თითქოს ვცრუობდი.
“No,” I answered. But I had answered too swiftly for someone who meant what he was saying.
174096.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მინდოდა, უარი შემერბილებინა და მაშინვე დავძინე, ალბათ, მთელი დღით დავიძინებ-მეთქი.
To soften the ambiguity of my no, I said I’d probably want to sleep all day.
174097.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ველოსიპედზე ნამდვილად ვერ დავჯდები.
“I don’t think I’ll be able to ride my bike today.”
174098.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– იმიტომ რომ, – კითხვას კი არ მისვამდა, პასუხს მთავაზობდა...
“Because…” He was not asking me a question, he was supplying the answer.
174099.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ჰო, მაგიტომ.
“Yes, because.”
174100.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მივხვდი, თავიდან ერთბაშად იმიტომ კი არ ვიშორებდი, რომ მისი გრძნობების შელახვის მერიდებოდა, ან ოჯახის წევრებთან უხერხულობის მეშინოდა, უბრალოდ, დარწმუნებული არ ვიყავი, რამდენიმე საათში მისი სხეული თუ თავდავიწყებით არ აღმაგზნებდა.
It occurred to me that one of the reasons I’d decided not to distance him too quickly was not just to avoid hurting his feelings or alarming him or stirring up an awkward and unwieldy situation at home, but because I was not sure that within a few hours I wouldn’t be desperate for him again.