მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174141.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მე შენ გამო ვიქნები მე.
To be who I am because of you.
174142.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მე შენ გამო ვიქნები ის, ვინც შენ იყავი ჩემთან.
To be who he was because of me.
174143.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვიქნები შენს პირში, შენი პირით ჩემსაში და ვეღარ მივხვდები, ვისი ყლე მიდევს.
To be in his mouth while he was in mine and no longer know whose it was, his cock or mine, that was in my mouth.
174144.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩემი სხეულის საიდუმლო ნაწილად იქცა, როგორც კატალიზატორი, საკუთარ თავს რომ შეგვაცნობინებს; უცხო სხეული, სტიმულატორი, ქსოვილი, ლაქა, რომელიც ორგანიზმში სწორ იმპულსებს აგზავნის; რკინის მილი, ჯარისკაცის გატეხილ ძვალს რომ ასწორებს; უცხო კაცის გული, გადანერგვის შემდეგ შენსაზე უკეთ რომ მუშაობს.
He was my secret conduit to myself—like a catalyst that allows us to become who we are, the foreign body, the pacer, thegraft, the patch that sends all the right impulses, the steel pin that keeps a soldier’s bone together, the other man’s heart that makes us more us than we were before the transplant.
174145.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ამაზე ფიქრისას მივხვდი, მზად ვიყავი, ყველაფერი მიმეტოვებინა და მასთან გავვარდნილიყავი.
The very thought of this suddenly made me want to drop everything I would do today and run to him.
174146.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ათი წუთი შევიცადე, ველოსიპედს მოვაჯექი და მიუხედავად იმისა, დავპირდი, ქალაქში სასეირნოდ ვერ გამოგყვები-მეთქი, მარციას სახლის გავლით დამრეც ფერდობს დავადექი.
I waited about ten minutes, then took out my bike and, despite my promise not to go biking that day, headed out by way of Marzia’s home and scaled the steep hillside road as fast as I could.
174147.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
პატარა მოედნამდე რამდენიმე წუთით მიმასწრო.
When I reached the piazzetta I realized I had arrived minutes after him.
174148.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ველოსიპედი იქვე დაეტოვებინა, „ჰერალდ ტრიბუნი“ ეყიდა და ფოსტაში შესავლელად ემზადებოდა.
He was parking his bike, had already purchased the Herald Tribune, and was heading for the post office—his first errand.
174149.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დილის რუტინა. უნდა მენახე-მეთქი, ქოშინით ვუთხარი.
“I had to see you,” I said as I rushed to him.
174150.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რამე მოხდაო?
“Why, something wrong?”
174151.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უბრალოდ, შენი ნახვა მინდოდა-მეთქი.
“I just had to see you.”
174152.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მეგონა, მოგბეზრდიო. მეც ასე მეგონა-მეთქი, ვაპირებდი მეთქვა. ნეტავ მართლა მომბეზრებოდი, ოლივერ... მაგრამ ვერ ვუთხარი. შენთან ყოფნა მინდა-მეთქი.
“Aren’t you sick of me?” I thought I was—I was about to say—and I wanted to be—“I just wanted to be with you,” I said.
174153.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უეცრად თავში დამკრა და დავამატე: „თუ გინდა, წავალ“.
Then it hit me: “If you want, I’ll go back now,” I said.
174154.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არ ინძრეოდა, ხელში წერილები ეჭირა და თავს იქნევდა.
He stood still, dropped his hand with the bundle of unsent letters still in it, and simply stood there staring at me, shaking his head.
174155.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
წარმოდგენა მაინც გაქვს, რა ბედნიერი ვარ, რომ წუხელ ჩემთან მოხვედიო?
“Do you have any idea how glad I am we slept together?”
174156.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მხრები ავიჩეჩე. კომპლიმენტების მეშინოდა.
I shrugged my shoulders as though to put away another compliment.
174157.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მისგან შექებას არ ვიმსახურებდი.
I was unworthy of compliments, most of all coming from him.
174158.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არ ვიცი-მეთქი.
“I don’t know.”
174159.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– კარგია, თუ ასე იქნება. უბრალოდ, არ მინდა, მომავალში ვინანოთ... ვიცი, დილით არ მალაპარაკე, მაგრამ ვერ გავუძლებ, თუ მეცოდინება, რომ რაღაც დაგიშავე. არ მინდა ერთმანეთს სამაგიერო გადავუხადოთ.
“It would be just like you not to know. I just don’t want to regret any of it—including what you wouldn’t let me talk about this morning. I just dread the thought of having messed you up. I don’t want either of us to have to pay one way oranother.”
174160.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ზუსტად ვიცოდი, რას გულისხმობდა, მაგრამ თავი მოვიშტერე: – არავის ვეტყვი. ნუ გეშინია, ვერაფერს გაიგებენ.
I knew exactly what he was referring to but pretended otherwise. “I’m not telling anyone. There won’t be any trouble.”