მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174061.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მინდოდა მეთქვა, რომ ოდნავ მოშორებით რამდენიმე ღამის წინ მარციასთან სექსი მქონდა, მაგრამ თავს ვიკავებდი.
I wanted to tell him that I had made love to Marzia the other night not two hundred yards away from where we stood right now. But I kept quiet.
174062.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჰაიდნის ნაწარმოებს, „აღსრულებას“ ვარჩევდით, რომლის გადაწერაც იმხანად დავასრულე.
Instead we spoke of Haydn’s “It Is Finished,” which I’d just finished transcribing.
174063.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არც თავს ვაწონებდი, არც მისი მოხიბვლა მინდოდა, აღარც ბეწვის ხიდებს აღვმართავდი.
I could speak about this and not feel I was doing it to impress him or to draw his attention or to put up a wobbly footbridge between us.
174064.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
შემეძლო კომპოზიტორზე მთელი დღე მელაპარაკა: რა კარგი მეგობრობა გამოვიდოდა.
I could speak about the Haydn for hours—what a lovely friendship this might have been.
174065.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მისი გადაყვარებისა და გრძნობების დაბლაგვებით იმედგაცრუებულს თავში აზრად არ მომსვლია, რომ ვნებები ჰაიდნის მშვიდად გარჩევისას დამიბრუნდებოდა, რადგან ეს გახლდათ ჩემი უდიდესი სისუსტე, ძველი სურვილები კი ამ კარიდან ისე მარტივად შემოიჭრებოდა, როგორც დილით აუზთან მისი ნახევრად შიშველი სხეულის ხილვისას.
It never occurred to me, as I was going through the heady motions of feeling over and done with him and even a tad disappointed that I had so easily recovered after a spell of so many weeks, that this desire to sit and discuss Haydn in so unusually relaxed a manner as we were doing right now was my most vulnerable spot, that if desire had to resurface, it could just as easily sneak in through this very gate, which I’d always assumed the safest, as through the sight of his near naked body by the swimming pool.
174066.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უეცრად გამაწყვეტინა: – კარგად ხარ?
At some point he interrupted me. “You okay?”
174067.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ჰო. კარგად ვარ, – ვუპასუხე მე.
“Fine. Fine,” I replied.
174068.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უხერხულად ჩაეცინა და კითხვა შეცვალა: – „ყველგან“ კარგად ხარ?
Then, with an awkward smile, as if correcting his initial question: “Are you okay everywhere?”
174069.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სუსტად გავუღიმე. ვიცოდი, ნაჭუჭში ვიკეტებოდი, ჩვენ შორის კარ-ფანჯრებს ვხურავდი, სანთლებს ვაქრობდი, რადგან მზე ამოიწვერა, ხოლო სირცხვილმა ყველაფერს პირქუში ჩრდილი მოჰფინა.
I smiled back faintly, knowing I was already clamming up, shutting the doors and windows between us, blowing out the candles because the sun was finally up again and shame cast long shadows.
174070.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ვგულისხმობ...
“I meant—”
174071.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ვიცი, რასაც ამბობ. მტკივა.
“I know what you meant. Sore.”
174072.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– იქნებ არ გინდოდა... სახე დავმალე თითქოს ყურებში ცივმა ქარმა დამიბერა.
“But did you mind when I—?” I turned my face the other way, as though a chill draft had touched my ear and I wished to avoid having it hit my face.
174073.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– აუცილებლად უნდა გავარჩიოთ?
“Do we need to speak about it?” I asked.
174074.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მარციას სიტყვებს ვამბობდი, როცა ვკითხე: მოგეწონა?
I had used the same words that Marzia had uttered when I wished to know if she liked what I’d done to her.
174075.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– თუ შენ არ გინდა, ჩუმად ვიქნები.
“Not if you don’t want to.”
174076.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ზუსტად ვიცი, ოლივერს რაზე უნდოდა ლაპარაკი.
I knew exactly what he wanted to talk about.
174077.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რაღაც მომენტში ვთხოვე, გაჩერდი-მეთქი.
He wanted to go over the moment when I’d almost asked him to stop.
174078.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ მარციასთან სასეირნოდ გასვლას ვგეგმავდი, ჩამოჯდომისას კი მთელი სხეული ამტკივდებოდა.
Now all I thought of, as we spoke, was that today I’d be walking with Marzia and each time we’d try to sit somewhere I would hurt.
174079.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უნამუსო ვარ.
The indignity of it.
174080.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ქალაქის ნანგრევებზე დავსკუპდებოდი (ჩვენი ასაკის ახალგაზრდები კაფედან სწორედ აქ მიდიოდნენ), სახე დამემანჭებოდა და წინა ღამის ამბები გამახსენდებოდა.
Sitting on the town’s ramparts—which was where everyone our age congregated at night when we weren’t sitting in the caffès— and be forced to squirm and be reminded each time of what I’d just done that night.