მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174241.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მანახე.
“Let me see.”
174242.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
წამოდგა: – მე დამიტოვე?
He stood up and asked if I’d left it for him.
174243.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– შეიძლება.
Perhaps I had.
174244.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იქნებ ვერ გადავწყვიტე, თავიდან როგორ მომეშორებინა?
Or had I simply put off thinking how to dispose of it?
174245.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– სწორად მივხვდი? დარცხვენილმა ეშმაკურად დავუქნიე თავი.
“Is this what I think it is?” I nodded naughtily in mock shame.
174246.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– იცი, ანკისემ რამდენი იშრომა?
“Any idea how much work Anchise puts into each one of these?”
174247.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ხუმრობდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ოლივერი, ან მის სხეულში ჩასახლებული სული ჩემს მშობლებს და მე გვგულისხმობდა.
He was joking, but it felt as though he, or someone through him, was asking the same question about the work my parents had put into me.
174248.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ატმის ნახევარი ლოგინთან მოიტანა. ფრთხილობდა, შიგ თავსი არ გადმოღვრილიყო. ტანსაცმელი გაიხადა.
He brought the half peach to bed, making certain not to spill its contents as he took his clothes off.
174249.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ავადმყოფი ვარ, არა? – ვკითხე მე.
“I’m sick, aren’t I?” I asked.
174250.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– სულაც არა... ნეტავ ყველა შენნაირი იყოს.
“No, you’re not sick—I wish everyone were as sick as you.
174251.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გინდა, რაღაც განახო? რას აპირებდა? პასუხის გაცემა მეშინოდა.
"Want to see sick?" What was he up to? I hesitated to say yes.
174252.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– გაიხსენე ყველა, ვინც შენამდე გაათავა... მამაშენი, ბაბუაშენი, ბაბუის ბაბუა და მისი ბაბუა, ელიოების რიგი ამ წვეთებად ჩამოიღვენთა, რომ შენ დაბადებულიყავი.
“Just think of the number of people who’ve come before you—you, your grandfather, your great-great-grandfather, and all the skipped generations of Elios before you, and those from places far away, all squeezed into this trickle that makes you who you are.
174253.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
შეიძლება, გავსინჯო? თავი გავიქნიე.
Now may I taste it?” I shook my head.
174254.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ატმის გულში თითი ჩააწო და ტუჩებთან მიიტანა.
He dipped a finger into the core of the peach and brought it to his mouth.
174255.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– არ გინდა.
“Please don’t.”
174256.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ამდენს ვერ ავიტანდი.
This was more than I could bear.
174257.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ჩემსას ვერ ვიტან, მაგრამ ეს შენია... ამიხსენი.
“I never could stand my own. But this is yours. Please explain.”
174258.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– თავს საშინლად ვგრძნობ.
“It makes me feel terrible.”
174259.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მხრები აიჩეჩა.
He simply shrugged my comment away.
174260.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ნუ იზამ! მე მოვედი შენთან, მე გამოგიწვიე. ყველაფერი ჩემი ბრალია...
“Look, you don’t have to do this. I’m the one who came after you, I sought you out, everything that happened is because of me—you don’t have to do this.”