მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174261.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– რა სისულელეა. პირველი დღიდან მომწონდი. უბრალოდ, უკეთესად დაგიმალე.
“Nonsense. I wanted you from day one. I just hid it better.”
174262.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– კი, აბა!
“Sure!”
174263.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
წამოვხტი, მინდოდა ატამი ხელიდან გამომეგლიჯა, მაგრამ მეორე ხელით მაჯაში მკაცრად ჩამავლო, ისე როგორც ფილმებშია, სადაც ბოროტმოქმედს დანას ართმევენ.
I lunged out to grab the fruit from his hand, but with his other hand he caught hold of my wrist and squeezed it hard, as they do in movies, when one man forces another to let go of a knife.
174264.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მტკივა.
“You’re hurting me.”
174265.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მაშინ, გამიშვი.
“Then let go.”
174266.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვუყურებდი, ატამი პირში რომ ჩაიდო და ნელა ჩაღეჭა. თვალებში ისე მიყურებდა, სექსზე უარესი იყო.
I watched him put the peach in his mouth and slowly begin to eat it, staring at me so intensely that I thought even lovemaking didn’t go so far.
174267.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– თუ გინდა, გადმოაფურთხე, არ მეწყინება, – სიჩუმის დასარღვევად მუდარით ვთქვი მე.
“If you just want to spit it out, it’s okay, it’s really okay, I promise I won’t be offended,” I said to break the silence more than as a last plea.
174268.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თავი გაიქნია.
He shook his head.
174269.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დელიკატესივით აგემოვნებდა.
I could tell he was tasting it at that very instant.
174270.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩემი ნაწილი მის პირში ცურავს.
Something that was mine was in his mouth, more his than mine now.
174271.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არ ვიცი, რა დამემართა, მაგრამ ტირილი მომერია.
I don’t know what happened to me at that moment as I kept staring at him, but suddenly I had a fierce urge to cry.
174272.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
შეგრძნებას არ გავუძალიანდი, როგორც ხანდახან ორგაზმს ვაჭიანურებდი ხოლმე. მოვეშვი და ცრემლები წამსკდა. მინდოდა, კიდევ ერთი ინტიმური მხარე მეჩვენებინა.
And rather than fight it, as with orgasm, I simply let myself go, if only to show him something equally private about me as well.
174273.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოლივერისკენ გავიწიე და მის მკერდზე ავსლუკუნდი.
I reached for him and muffled my sobs against his shoulder.
174274.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვტიროდი, რადგან ამხელა სიკეთე ჯერ არავის გამოუჩენია, ანკისესაც კი, გაჭრილი ფეხიდან სისხლი რომ ამომწოვა და მორიელის შხამი გადააფურთხა;
I was crying because no stranger had ever been so kind or gone so far for me, even Anchise, who had cut open my foot once and sucked and spat out and sucked and spat out the scorpion’s venom.
174275.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვტიროდი, რადგან ასეთი მადლიერი არასდროს ვყოფილვარ და სხვანაირად ვერ ვაჩვენებდი;
I was crying because I’d never known so much gratitude and there was no other way to show it.
174276.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვტიროდი, რადგან დილით მასზე საშინელი აზრები დამებადა;
And I was crying for the evil thoughts I’d nursed against him this morning.
174277.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
წინა ღამესაც მივტიროდი, რადგან ცხოვრებიდან ვერასდროს ამოვშლიდი და უნდა დარწმუნებულიყო, მართალს ამბობდა, ბავშვურმა თამაშებმა ჩაიარა და ისეთ სიღრმეში ჩავყვინთეთ, საიდან ამოსვლაც ორივეს გაგვიჭირდებოდა; ვტიროდი, რადგან ჩემს თავს რაღაც ხდებოდა, მაგრამ ვერაფრით ვხვდებოდი.
And for last night as well, because, for better or worse, I’d never be able to undo it, and now was as good a time as any to show him that he was right, that this wasn’t easy, that fun and games had a way of skidding off course and that if we had rushed into things it was too late to step back from them now—crying because something was happening, and I had no idea what it was.
174278.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– რაც უნდა მოხდეს, ელიო, მინდა, იცოდე. არ თქვა, არ ვიცოდიო, – ჯერ კიდევ ატამს ღეჭავდა.
“Whatever happens between us, Elio, I just want you to know. Don’t ever say you didn’t know.” He was still chewing.
174279.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვნებას აყოლილს რომ ეთქვა, სხვა იქნებოდა.
In the heat of passion it would have been one thing.
174280.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ახლა კი მისი ყველა სიტყვა უცხოდ ჟღერდა. თუმცა, ყველაფერს მივუხვდი. – ამაზე უკეთ ვერ გიჩვენებდი. სიტყვებზე უკეთესად გამომივიდა. ყველაზე უკეთ შენ მიხვდები.
But this was quite another. He was taking me away with him. His words made no sense. But I knew exactly what they meant.