მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174301.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
შეიძლება სახე დაემანჭა, მერე მომიბოდიშებდა.
He might make a face at first, then take it back.
174302.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არ მიფიქრია, ოლივერისთვის მარციასთან შეხვედრა დამემალა.
It never occurred to me to hide from Oliver what I was doing with Marzia.
174303.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მცხობელები და ყასბები ერთმანეთს არ ეჯიბრებიან-მეთქი, გავიფიქრე.
Bakers and butchers don’t compete, I thought.
174304.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დარწმუნებული ვიყავი, ამაზე ფიქრით თავს არ დაიღლიდა.
Nor, in all likelihood, would he have given itanother thought himself.
174305.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იმ ღამით მე და მარცია კინოში წავედით.
That night Marzia and I went to the movies.
174306.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
პატარა მოედანზე ნაყინი ვჭამეთ.
We had ice cream in the piazzetta.
174307.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ბოლოს მისი მშობლების სახლში მივბრუნდით.
And again at her parents’ home.
174308.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– წიგნის მაღაზიაში შევლა მინდა, – გამომიცხადა ბაღში შესვლისას, – კინოში შენთან ერთად სიარული არ მომწონს.
“I want to go to the bookstore again,” she said when she walked me toward the gate to their garden. “But I don’t like going to the movies with you.”
174309.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მაშინ ხვალ საღამოს გავიდეთ.
“You want to go around closing time tomorrow?”
174310.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– რატომაც არა? – პირველი პაემნის გამეორება უნდოდა.
“Why not?” She wanted to repeat the other night.
174311.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მაკოცა.
She kissed me.
174312.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
შინ რომ დავბრუნდი, სტუმრები დაშლას აპირებდნენ.
When I returned home the guests were just about to leave.
174313.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოლივერი არსად ჩანდა.
Oliver was not home.
174314.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ასე მომიხდება-მეთქი, გავიფიქრე.
Serves me right, I thought.
174315.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოთახში ავედი და დღიურს ჩავუჯექი. სხვა რა საქმე მქონდა?!
I went to my room and, for lack of anything else to do, opened my diary.
174316.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
წინა ღამის ჩანაწერი: „შუაღამეს გნახავ“.
Last night’s entry: “I’ll see you at midnight.”
174317.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ამასაც ვნახავთ.
You watch.
174318.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
საძინებელში არ დამხვდება.
He won’t even be there.
174319.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თავიდან მომწყდი... აი, ამას ნიშნავს „ბავშვურად იქცევი“.
“Get lost”—that’s what “Grow up” means.
174320.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნეტავ ხმა არ ამომეღო.
I wish I’d never said anything.