მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174281.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სახეზე მივეფერე.
I rubbed his face with my palm.
174282.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არ ვიცი, რატომ, მაგრამ ქუთუთოები ავულოკე.
Then, without knowing why, I began to lick his eyelids.
174283.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ვიდრე გადაყლაპავ, მაკოცე, – ვთქვი მე.
“Kiss me now, before it’s totally gone,” I said.
174284.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ატმისა და ჩემი გემო ექნებოდა.
His mouth would taste of peaches and me.
174285.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოლივერის წასვლის შემდეგ ოთახში დიდხანს გავჩერდი.
I stayed in my room long after Oliver left.
174286.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
საღამოს გამეღვიძა და ცუდ გუნებაზე დავდექი.
When I finally awoke, it was almost evening, which put me in a grumpy mood.
174287.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ტკივილმა გამიარა, მაგრამ დილის უსიამოვნო შეგრძნება გამიცოცხლდა.
The pain was gone, but I had a resurgence of the same malaise I’d experienced toward dawn.
174288.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნეტავ სიახლოვის შემდეგ სულ ასეთი მარტოსული სირცხვილი დამახრჩობს?
Would I always experience such solitary guilt in the wake of our intoxicating moments together?
174289.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მარციასთან შეხვედრა რატომ არ მერიდება?
Why didn’t I experience the same thing after Marzia?
174290.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იქნებ ბუნება მკარნახობდა, გოგონასთან უნდა იყოო?
Was this nature’s way of reminding me that I would rather be with her?
174291.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
აბაზანაში შევედი და სუფთა ტანსაცმელი მოვირგე.
I took a shower and put on clean clothes.
174292.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ქვედა სართულზე კოქტეილს მიირთმევდნენ.
Downstairs, everyone was having cocktails.
174293.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
წუხანდელ სტუმრებს დედა ართობდა, ახლად შემოსწრებული ჟურნალისტი ოლივერს უსმენდა, რომელიც ჰერაკლიტეს წიგნს არჩევდა.
Last night’s two guests were there again, being entertained by my mother, while a newcomer, another reporter, was busily listening to Oliver’s description of his book on Heraclitus.
174294.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოლივერი ხუთწინადადებიანი შინაარსის ჩამოყალიბებაში დაოსტატდა, რომელსაც განსხვავებულ მოსაუბრეს მოარგებდა ხოლმე.
He had perfected the art of giving a stranger a five-sentence précis that seemed invented on the spur of the moment for the benefit of that particular listener.
174295.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– დარჩები? – მკითხა დედამ.
“Are you staying?” asked my mother.
174296.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– არა, მარციას სანახავად მივდივარ.
“No, I’m going to see Marzia.”
174297.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დედამ უკმაყოფილოდ გაიქნია თავი, თითქოს ამბობდა, თქვენი მეგობრობა არ მომწონს, კარგი გოგონაა, მაგრამ ხალხთან ერთად უნდა ხვდებოდეო.
My mother gave me an apprehensive look, and ever so discreetly began to shake her head, meaning, I don’t approve, she’s a good girl, you should be going out together as a group.
174298.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– თავი დაანებე. ტვინს ნუ გამოუჭედავ, – მიხსნა მამამ, – სულ სახლშია გამოკეტილი. წავიდეს, გაიაროს.
“Leave him alone, you and your groups,” was my father’s rebuttal, which set me free. As it is, he’s shut up in the house all day.
174299.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ისე მოიქცეს, როგორც უნდა! ნეტავ სცოდნოდა... მერე? რას იტყოდა?
"Let him do as he pleases! As he pleases!" If he only knew.
174300.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მამაჩემი არაფერს დამიშლიდა.
My father would never object.