მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174341.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თუ ვინმესთან ხარ, ოლივერ, დროა შინ დაბრუნდე.
If you are with someone, Oliver, it is time to come home.
174342.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გეფიცები, არაფერს გკითხავ; უბრალოდ, ნუ მალოდინებ.
No questions asked, I promise, just don’t keep me waiting.
174343.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ათ წუთში თუ არ გამოჩნდა, რამეს ვიღონებ.
If he doesn’t show up in ten minutes, I’ll do something.
174344.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ათი წუთის შემდეგ უსასოოდ ვიჯექი და ეს შეგრძნება მძულდა. გადავწყვიტე, კიდევ ათ წუთს დავლოდებოდი. ახლა ნამდვილად მოვა.
Ten minutes later, feeling helpless and hating myself for feeling helpless, I resolved to wait another this-time-for-real ten minutes.
174345.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოცი წუთის შემდეგ მოცდა აღარ შემეძლო.
Twenty minutes later, I couldn’t stand it any longer.
174346.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სვიტერი გადავიცვი, აივანზე გავედი და დავეშვი.
I put on a sweater, walked off the balcony, and came downstairs.
174347.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თუ მომიწევს, ქალაქ ბ.-ში ჩავალ და მოვძებნი.
I’d go to B., if I had to, and check for myself.
174348.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ველოსიპედის გამოსატანად ფარდულისკენ მივდიოდი და ვფიქრობდი, ჯერ ქალაქ ნ.-ში ხომ არ წავიდე-მეთქი. მერე დაჩუტული საბურავები დავინახე და ხმამაღლა შევიკურთხე. არ უნდა მეხმაურა, რათა ფარდულის მეზობლად მძინარე ანკისე არ გამეღვიძებინა.
I was on my way to the bike shed, already debating whether to head out to N. first, where people tended to stay up and party much later than in B., and was cursing myself for not putting air in the tires earlier this morning, when suddenly something told me I should stop dead in my tracks and try not to disturb Anchise, who slept in the hut nearby.
174349.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თარსი ანკისე! ყველა ასე ეძახდა.
Sinister Anchise—everyone said he was sinister.
174350.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მათზე ვეჭვიანობდი?
Had I suspected it all along? I must have.
174351.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოლივერი ველოსიპედიდან გადმოვარდა, ანკისემ უწამლა, სიკეთითა და სითბოთი მოუარა მის ჭრილობებს.
The fall from the bike, Anchise’s peasant ointment, the kindness with which he took care of him and cleaned up the scrape.
174352.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ფიქრებში გართულმა, მთვარის შუქით განათებულ სანაპიროზე ოლივერს მოვკარი თვალი.
But down below along the rocky shore, in the moonlight, I caught sight of him.
174353.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მაღალ ლოდზე იჯდა, სიცილიაში ნაყიდი მეზღვაურის ლურჯ-თეთრი ხაზებით გაწყობილი სვიტერი ეცვა, მხართან რომ იკვრებოდა.
He was sitting on one of the higher rocks, wearing his sailor’s white-and-blue-striped sweater with the buttons always undone along his shoulder which he’d purchased in Sicily earlier in the summer.
174354.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არაფერს აკეთებდა, ხელებით მუხლებს ეხვეოდა და წყლის დგაფუნს უგდებდა ყურს.
He was doing nothing, just hugging his knees, listening to the ripples lap against the rocks below him.
174355.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მისი დანახვისას სხეული სინაზით ამევსო. გამახსენდა, დილით ქალაქ ბ.-ში რომ გავეკიდე, ფოსტაში შესვლამდე მივასწრებ-მეთქი.
Looking at him now from the balustrade, I felt something so tender for him that it reminded me how eagerly I had rushed to B. to catch him before he’d even made it into the post office.
174356.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ცხოვრებაში მასზე კარგ ადამიანს არ შევხვედრივარ.
This was the best person I’d ever known in my life.
174357.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სწორად ავარჩიე.
I had chosen him well.
174358.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვიწრო კარი გავაღე და კიბეზე ჩქარა დავეშვი. საფეხურებს ვახტებოდი, რომ მასთან მალე მიმეღწია.
I opened the gate and skipped down the several rocks and reached him.
174359.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– გელოდებოდი, – ვუთხარი მე.
“I was waiting for you,” I said.
174360.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მეგონა, დაიძინე. ვიფიქრე, აღარ გინდოდა.
“I thought you’d gone to sleep. I even thought you didn’t want to.”