მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175141.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მოლარე მივარდა და ზეთისხილით სავსე ჯამი თაროდან ჩამოიღო.
The cashier came and checked and produced a bowl.
175142.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– აი, ზეთისხილიც, – ისე უთხრა ოლივერს, თითქოს გულისხმობდა, ცხვირწინ გქონდა, მაგრამ ვერ დაინახე, კიდევ რაში დაგეხმაროო?
“Olives,” she said, staring Oliver straight in the face, as if to mean, It was under your very nose—had you looked? And what else?
175143.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– გთხოვთ, დაგვეწვიეთ და ცოტა მარტინი მიირთვით, – დაპატიჟა ოლივერმა.
“Maybe I could entice you to accept a martini from us,” he said.
175144.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– გიჟური საღამო გვქონდა, მაგრამ ერთ ჭიქაზე უარს ვერ გეტყვით. ცოტა დამისხით.
“This has been a crazy evening. A drink could not possibly make it any crazier. Make it a small one.”
175145.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ოლივერმა შესთავაზა, სასმელის მომზადებას გასწავლიო და მშრალი მარტინის მომზადების სპეციფიკაზე მოუყვა.
“Want me to teach you?” And he proceeded to explain the intricacies of a straight up dry martini.
175146.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ბარმენს ბარმენობას ასწავლიდა.
He was okay being a bartender to the bar’s help.
175147.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– სად ისწავლე? – ვკითხე მე.
“Where did you learn this?” I asked.
175148.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– ჰარვარდში მიქსოლოგიის შესავალი გავიარე.
“Mixology 101. Courtesy Harvard.
175149.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
კოლეჯში სწავლისას უქმეებზე ბარმენად ვმუშაობდი.
Weekends, I made a living as a bartender all through college.
175150.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მერე მზარეული გავხდი, ბოლოს მომსახურების სფეროში გადავინაცვლე და მთელი ამ ხნის განმავლობაში პოკერს ვთამაშობდი!
Then I became a chef, then a caterer. But always a poker player.
175151.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მისი სტუდენტობის მიუწვდომელ, ჯადოსნურ წლებზე არაფერი ვიცოდი. მართალია, ხშირად ახსენებდა, მაგრამ მაინც ბურუსში იყო გახვეული, რადგან ოლივერის წარსულში დარჩა.
His undergraduate years, each time he spoke of them, acquired a limelit, incandescent magic, as if they belonged to another life, a life to which I had no access since it already belonged to the past.
175152.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მისი ახალგაზრდობის დეტალები მის ქცევებში გამოსჭვიოდა: მარტინის მომზადება, გრაპას საიდუმლოებების გარჩევა, ქალებთან თავისუფალი საუბარი...
Proof of its existence trickled, as it did now, in his ability to mix drinks, or to tell arcane grappa apart, or to speak to all women...
175153.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ოლივერის წარსულის არასდროს მშურდა, არც მეშინოდა.
I had never envied him the past, nor felt threatened by it.
175154.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
საიდუმლო შემთხვევებით მამაჩემს ჰგავდა. მას ჩემ დაბადებამდე ათასი ამბავი გადახდა თავს, რომელთაც თავისებური დაღი დაასვეს.
All these facets of his life had the mysterious character of incidents that had occurred in my father’s life long before my birth but which continued to resonate into the present.
175155.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ოლივერის ჩემამდე ცხოვრების არ მედარდებოდა, არც დროის დაბრუნებას ვნატრობდი, რომ ჩემს ასაკში გამეცნო.
I didn’t envy life before me, nor did I ache to travel back to the time when he had been my age.
175156.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ვრცელი ჯგუფიდან მხოლოდ თხუთმეტნი შემოვრჩით და მოზრდილ ხის მაგიდას მივუსხედით.
There were at least fifteen of us now, and we occupied one of the large wooden rustic tables.
175157.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ოფიციანტმა მეორედ შეგვახსენა, ვკეტავთო.
The waiter announced last call a second time.
175158.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ათ წუთში დანარჩენი კლიენტები გაიძურწნენ.
Within ten minutes, the other customers had left.
175159.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ოფიციანტმა კარზე რკინის ჟალუზი სანახევროდ დაუშვა. ღამის საათებს იტალიაში ასე ეძახიან: chiusura.
The waiter had already started lowering the metal gate, on account of because it was the closing hour of the chiusura.
175160.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მუსიკალური მოწყობილობა გამორთეს.
The jukebox was summarily unplugged.