მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175121.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
არც მე შევცვლილვარ.
I had not changed.
175122.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
არც სამყარო.
The world hadn’t changed.
175123.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
თუმცა, ძველებურად ვეღარ ვიცხოვრებ.
Yet nothing would be the same.
175124.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
დარჩება მხოლოდ ზმანება და უცნაური მოგონებები.
All that remains is dreammaking and strange remembrance.
175125.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
როგორც იქნა, ბარს მივაღწიეთ.
The bar was closing when we arrived.
175126.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ორზე ვკეტავთო, გამოგვიცხადეს.
“We close at two.”
175127.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ერთი ჭიქის დალევას მოვასწრებთ-მეთქი, გავიფიქრე.
“Well, we still have time for drinks.”
175128.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ოლივერმა მარტინი მოინდომა: – ამერიკული მარტინი.
Oliver wanted a martini, an American martini.
175129.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– მშვენიერი აზრია, – თქვა პოეტმა.
What a beautiful idea, said the poet.
175130.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– მეც მაგას დავლევ, – დაეთანხმა ვიღაც.
“Me too,” chimed in someone else.
175131.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მოზრდილი მუსიკალური აპარატიდან საზაფხულო ჰიტი იღვრებოდა, რომელსაც მთელი ივლისის განმავლობაში ვუსმენდით. გამომცემელმა და მოხუცმაც მარტინი შეუკვეთეს.
On the large jukebox you could hear the same summer hit we’d heard during the entire month of July. On hearing the word “martini,” the old man and the publisher also dittoed the order.
175132.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მხოლოდ ღვინო და ლუდი გვაქვს, – განაცხადა ოფიციანტმა, – ბარმენი ავადმყოფი დედის მოსანახულებლად წავიდა, საბრალო ქალი საავადმყოფოში უნდა გადაიყვანოს.
The waiter told us that we could either have wine or beer; the bartender had left earlier that evening, on account of because his mother was taken gravely ill to the hospital where she had to be taken.
175133.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
შევეცადეთ, არ გაგვცინებოდა.
Everyone smothered a laugh at the waiter’s garbled speech.
175134.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ოლივერმა მარტინის საფასური იკითხა.
Oliver asked what they charged for martinis.
175135.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ოფიციანტმა მოლარე გოგონას გასძახა. გოგონამ პასუხი ხმადაბლა დაუბრუნა.
The waiter yelled the question to the girl at the cash register. She told him how much.
175136.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– სასმელს ჩემით მოვამზადებ, თქვენ კი ორმაგ გასამრჯელოს აიღებთ. რას იტყვით? – შესთავაზა ოლივერმა. ოფიციანტი და მოლარე თავს იკავებდნენ.
“Well, what if I make the drinks and you charge us your price on account of because we can mix the drinks we are mixing?” There was hesitation on the part of the waiter and of the cashier.
175137.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ბარის მეპატრონე დიდი ხნის წინ წავიდა.
The owner had long since left.
175138.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– რატომაც არა, – თქვა გოგონამ, – თუ შეძლებთ, აბა, თქვენ იცით!
“Why not?” said thegirl. “If you know how to make them, go right ahead.”
175139.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ოლივერი ბარის უკან გაუჩინარდა, რამდენიმე წამში ჯინს ცოტა ყინული და ვერმუტი დაუმატა, შემდეგ შეიკერი შეანჯღრია. ტაში შემოვკარით.
Round of applause for Oliver, who sauntered his way behind the bar and, in a matter of seconds, after adding ice to the gin and a bit of vermouth, was vigorously shaking the cocktail mixer.
175140.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მაცივარი გამოხსნა, მაგრამ ზეთისხილი ვერ ნახა.
Olives couldn’t be found in the tiny refrigerator by the bar.