მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175081.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ნეტავ ზუსტად ერთ წელიწადში დამიბრუნდებოდეს.
If only he’d be back exactly a year from now.
175082.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ოლივერს მკლავი მოვხვიე და ადას მივეკარი.
I slipped my arm around Oliver’s and leaned against Ada.
175083.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ჩამეძინა.
I fell asleep.
175084.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ღამის პირველი საათი იქნებოდა, კაფე „სანტ-ეუსტაჩიოს“ რომ მივადექით.
It was well past one in the morning when the party arrivedat Caffè Sant’Eustachio.
175085.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ყავა შევუკვეთეთ.
We ordered coffees for everyone.
175086.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მეგონა ვიცოდი, აქაურობა რატომ მოსწონდათ; შეიძლება მინდოდა მცოდნოდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ვხვდებოდი. ყავა არ მომეწონა.
I thought I understood why everyone swears by Sant’Eustachio’s coffee; or perhaps I wanted to think I understood, but I wasn’t sure. I wasn’t even sure I liked it.
175087.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
იქნებ არავის მოსწონს, მაგრამ საერთო აზრს ვერ გადაუხვევენ და საპირისპიროს ამტკიცებენ?!
Perhaps no one else did but felt obliged to fall in with the general opinion and claimed that they too couldn’t live without it.
175088.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
სახელგანთქმულ რომაულ კაფეში უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. ზოგი მაგიდასთან იჯდა, დანარჩენები ფეხზე იდგნენ.
There was a large crowd of coffee drinkers standing and sitting around the famed Roman coffeehouse.
175089.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მომწონდა შილიფად ჩაცმულ ხალხში გარევა, საერთო განცდები გვაერთიანებდა: ღამის, ქალაქისა და ადამიანების სიყვარული, ნებისმიერ გამვლელთან დაწყვილების ჟინი...
I loved watching all these lightly dressed people standing so close to me, all of them sharing the same basic thing: love for the night, love for the city, love for its people, and an ardent desire to couple—with anyone.
175090.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
სიყვარული აერთიანებდა ამ პატარა ქუჩაზე თავშეყრილ ჯგუფს.
Love for anything that would prevent the tiny groups of people who had come together here from disbanding.
175091.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ყავის მერე დაშლა გადავწყვიტეთ, მაგრამ ვიღაცამ თქვა, გამომშვიდობება არ მინდაო.
After coffee, when the group considered separating, someone said, “No, we can’t say goodbye yet.”
175092.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მეორემ ახლომახლო ლუდის ბარი ახსენა.
Someone suggested a pub nearby.
175093.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
რომში ასეთ ლუდს ვერსად დალევთო.
Best beer in Rome.
175094.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
რატომაც არა?!
Why not?
175095.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
კამპო დე ფიორისკენ მიმავალ გრძელ და ვიწრო შუკას შევყევით.
So we headed down a long and narrow side alley leading in the direction of Campo de’ Fiori.
175096.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ლუსია ჩვენ შორის ჩადგა.
Lucia walked between me and the poet.
175097.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
უკან ოლივერი და ქალიშვილები მოგვყვებოდნენ.
Oliver, talking with two of the sisters, was behind us.
175098.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
Straordinario fanstatico და მოხუცი დამეგობრდნენ და სენ კლემენტს განიხილავდნენ.
The old man had made friends with Straordinario-fantastico and they were both confabulating about San Clemente.
175099.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
არაჩვეულებრივი მეტაფორააო, ამბობდა Straordinario-fanstatico.
“What a metaphor for life!” said Straordinario-fantastico.
175100.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– ძალიან გთხოვ! ზედმეტი კლემენტიზაცია არ გინდა.
“Please! No need to overdo things either with clementification this and clementization that.