მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175221.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ოლივერისთვის იმავეს მეც გავაკეთებდი?
Would I have had it in me to do the same for him?
175222.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– მოვრჩი, – ვთქვი მე.
“I think I’m done,” I said.
175223.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– დაველოდოთ, შეიძლება კიდევ დაგრჩა.
“Let’s see if more doesn’t come out.”
175224.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მართალი აღმოჩნდა. ცოტა ხანში საღამოს საჭმელ-სასმელი ბოლომდე ამოვიღე.
Sure enough, another heave brought out more of tonight’s food and drink.
175225.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– ბარდა კარგად უნდა დაღეჭო, – გაეცინა ოლივერს.
“Don’t you chew your peas?” he asked, smiling at me.
175226.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
როგორ მომწონს, ასე რომ დამცინის!
How I loved being made fun of that way.
175227.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– იმედია, ფეხსაცმელი არ დაგისვარე, – ვუთხარი მე.
“I just hope I didn’t get your shoes dirty,” I said.
175228.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– სამწუხაროდ, სანდლები მაცვია.
“They’re not shoes, they’re sandals.”
175229.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ხარხარი აგვიტყდა.
Both of us almost burst out laughing.
175230.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
თავი ავწიე და აღმოვაჩინე, პასკუინოს ქანდაკებასთან ვიდექით.
When I looked around, I saw that I had vomited right next to the statue of the Pasquino.
175231.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
რა თქმა უნდა! რომის ყველაზე მხცოვანი კალმოსნის თვალწინ ვაღებინე.
How like me to vomit right in front of Rome’s most venerable lampoonist.
175232.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– გეფიცები, მთლიანი ბარდის მარცვლები ყრია. ამით ინდოეთში ბავშვებს გამოკვებავ.
“I swear, there were peas there that hadn’t even been bitten into and could have fed the children of India.”
175233.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ცოტა ხანს კიდევ ვიცინეთ.
More laughter.
175234.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
შადრევანთან მივედი, სახე დავიბანე და პირში წყალი გამოვივლე.
I washed my face and rinsed my mouth with the water of a fountain we found on our way back.
175235.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
თვალწინ დანტეს ცოცხალი ქანდაკება აგვეტუზა.
Right before us we caught sight of the human statue of Dante again.
175236.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
წითელ მოსასხამს იხდიდა, თმა აჩეჩილი ჰქონდა.
He had removed his cape and his long black hair was all undone.
175237.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
სიცხეში დგომისგან ერთ კილოს დაიკლებდა.
He must have sweated five pounds in that costume.
175238.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
დედოფალი ნეფერტიტის შემსრულებელს ეკამათებოდა, რომელსაც ნიღაბი მოეხსნა და ოფლისგან თმა ჰქონდა გაწებილი.
He was now brawling with the statue of Queen Nefertiti, also with her mask off and her long hair matted together by sweat.
175239.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– ავდგები, ჩემს ნივთებს ავიღებ და წავალ. კარგად მეყოლე!
“I’m picking up my things tonight and good night and good riddance.”
175240.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– შენც კარგად მეყოლე, vaffanculo.
“Good riddance to you too, and vaffanculo.”