მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175281.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე ოლივერსა და ტურისტს მისამღერი ვასწავლე. გაუთავებლად ვიმეორებდით, ხმებს ერთმანეთს ვუწყობდით და რომის ნესტიან შუკებს ნეაპოლიტანური სიმღერით მივუყვებოდით. გერმანელს ნავონას მოედანზე დავემშვიდობეთ.
Along the way to our hotel, I taught Oliver and the German how to sing the refrain, which all three of us repeated again and again, our voices reverberating in the narrow, damp alleys of Rome as each mangled his own version of Neapolitan. Finally we said goodbye to the German on Piazza Navona.
175282.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
სასტუმროსთან მისულებმა კიდევ ერთხელ, ამჯერად ფრთხილად და ხმადაბლა წამოვიწყეთ: წლები გავიდა, მაგრამ ცხადად ჩამესმის, ორი ახალგაზრდა კაცი მზის ამოსვლისას ნეაპოლიტანურ მელოდიას როგორ ღიღინებს. ძველი რომის ბნელ ქუჩაზე ერთმანეთს გაუთავებლად კოცნიან და ეხუტებიან, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ამაღამ უკანასკნელად დაწვებიან ერთად.
On our way to our hotel, Oliver and I began to sing the refrain again, softly. I can, from the distance of years now, still think I’m hearing the voices of two young men singing these words in Neapolitan toward daybreak, neither realizing, as they held each other and kissed again and again on the dark lanes of old Rome, that this was the last night they would ever make love again.
175283.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– მოდი, ხვალ სენ კლემენტში წავიდეთ, – შევთავაზე მე.
“Tomorrow let’s go to San Clemente,” I said.
175284.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– ხვალ უკვე დადგა, – მიპასუხა მან.
“Tomorrow is today,” he replied.
175285.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მატარებლის სადგურზე ანკისე მელოდა.
Anchise was waiting for me at the station.
175286.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მაშინვე შევნიშნე, როცა ჩემი ვაგონი ყურესთან, მოსახვევში გასწორდა, სიჩქარეს მოუკლო და მაღალ კვიპაროსებში შეიმალა. ვგიჟდებოდი ამ ხეებზე. მათ ტოტებში შუადღის მშვიდი ზღვა მოჩანდა.
I spotted him as soon as the train made its prolonged curve around the bay, slowing down and almost grazing the tall cypresses that I loved so much and through which I always caught an everwelcoming preview of the glaring midafternoon sea.
175287.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ფანჯარა ჩამოვწიე და სახე ქარში გავყავი. ლოკომოტივი შორს მირბოდა.
I lowered the window and let the wind fan my face, catching a glimpse of our lumbering engine car far, far ahead.
175288.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ქალაქ ბ.-ში დაბრუნება ყოველთვის მიყვარდა.
Arriving in B. always made me happy.
175289.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ივნისის დასაწყისი გამახსენდა, სკოლის დასრულებისთანავე აქეთ რომ გამოვეშურებოდი ხოლმე.
It reminded me of arrivals in early June at the end of every school year.
175290.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ქარი და სიცხე, კრიალა ნაცრისფერი სადგურები, პირველი მსოფლიო ომის დროს დანგრეული ოსტატის ქოხებით, მდუმარება... ჩემი საყვარელი წელიწადის სეზონი, ჩემი საყვარელი დღის მონაკვეთი.
The wind, the heat, the glinting gray platform with the ancient stationmaster’s hut permanently shuttered since the First World War, the dead silence, all spelled my favorite season at this deserted and beloved time of day.
175291.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მეგონა ზაფხული ახლა იწყება, ჯერ არაფერი მომხდარა, გონება გამოცდებზე ნერვიულობით მაქვს გამოტენილი და ზღვას პირველად ვხედავ-მეთქი.
Summer was just about to start, it seemed, things hadn’t happened yet, my head was still buzzing with last-minute cramming before exams, this was the first time I was sighting the sea this year.
175292.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ოლივერი ვინ არის?
Oliver who?
175293.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
მატარებელი რამდენიმე წამით შეჩერდა. ხუთი მგზავრი ერთდროულად ჩამოვედით.
The train stopped for a few seconds, let off about five passengers.
175294.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ძრავა უჩვეულოდ ხმამაღლა გუგუნებდა.
There was the usual rumble, followed by the loud hydraulic rattle of the engine.
175295.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ვაგონები ნელა დაიძრნენ და გასრიალდნენ.
Then, as easily as they had stopped, the cars squeaked out of the station, one by one, and slithered away.
175296.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
სიჩუმე გამეფდა.
Total silence.
175297.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ხის მოაჯირთან შევჩერდი.
I stood for a moment under the dried wooden cantilever.
175298.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
პატარა ქოხმახსა და სადგურს ბენზინის, კუპრის, აქერცლილი საღებავისა და შარდის სუნი ასდიოდა. მარტოხელა შაშვი ფიჭვის ხეზე ჩამოჯდა.
The whole place, including the boarded hut, exuded a strong odor of petrol, tar, chipped paint, and piss.
175299.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ჩიტის გალობა ჭრიჭინებმა გადაფარეს.
And as always: blackbirds, pine trees, cicadas.
175300.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი IV
ზაფხული!
Summer.