მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175241.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– შენ თვითონ ხარ vaffanculo! e poi t’inculo, – შეჰკივლა ნეფერტიტიმ და დანტეს მთელი ბღუჯა ხურდა ფული გაუქანა.
“Fanculo yourself, e poi t’inculo.” And so saying, Nefertiti threw a handful of coins at Dante, who ducked the coins, though one hit him on the face.
175242.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ვიფიქრე, ცოტაც და ხელჩართულ ბრძოლაზე გადავლენმეთქი.
For a moment I thought they were going to come to blows.
175243.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მე და ოლივერი ჩაბნელებულ ქუჩებს გავუყევით და სანტა მარია დელ ანიმაზე გავედით.
We returned by another equally dark, deserted, glistening side alley, then onto via Santa Maria dell’Anima.
175244.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
კუთხის პატარა შენობაზე ოთხკუთხედი ფარანი ეკიდა.
Above us was a weak square streetlight mounted to the wall of a tiny old corner building.
175245.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ძველ დროს გაზის სანათებს გამოიყენებდნენ.
In the old days, they probably had a gas jet in its place.
175246.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
შევჩერდი. ოლივერიც შედგა.
I stopped and he stopped.
175247.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი დღე ღებინებით დავასრულე. ყურს არ მიგდებდა.
“The most beautiful day of my life and I end up vomiting.” He wasn’t listening.
175248.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
კედელზე ამაყუდა და მაკოცა, თეძოებით მომეყრდნო და ჰაერში ამწია.
He pressed me against the wall and started to kiss me, his hips pushing into mine, his arms about to lift me off the ground.
175249.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
თვალები დავხუჭე, მაგრამ ვგრძნობდი, ოლივერი ქუჩას ათვალიერებდა; ვინმემ არ გამოგვიჭიროსო.
My eyes were shut, but I knew he had stopped kissing me to look around him; people could be walking by.
175250.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
გახედვა არ მინდოდა.
I didn’t want to look.
175251.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მხოლოდ მან იდარდოს.
Let him be the one to worry.
175252.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ორი მოხუცის ხმა მომესმა, ერთი ამათ შეხედეთ, ძველ დროს ასეთ საძაგლობას ვერ ნახავდიო.
And, with my eyes still shut, I think I did hear two voices, old men’s voices, grumbling something about taking a good look at these two, wondering if in the old days you’d ever see such a sight.
175253.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მათზე ფიქრი არ მინდოდა.
But I didn’t want to think about them.
175254.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
არ ვღელავდი.
I didn’t worry.
175255.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
თუ ოლივერს არ ედარდება, არც მე ვიდარდებ.
If he wasn’t worried, I wasn’t worried.
175256.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მთელ ცხოვრებას ასე გავატარებდი: მასთან ერთად, ღამით, რომში, თვალდახუჭული, წელზე შემოხვეუ ლი ფეხებით...
I could spend the rest of my life like this: with him, at night, in Rome, my eyes totally shut, one leg coiled around his.
175257.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
გადავწყვიტე, რამდენიმე კვირასა თუ თვეში ამ ქუჩაზე დავბრუნებულიყავი. ეს არის ჩვენი საიდუმლო ადგილი!
I thought of coming back here in the weeks or months to come —for this was our spot.
175258.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ბარში დავბრუნდით, მაგრამ აღარავინ დაგვხვდა.
We returned to the bar to find everyone had already left.
175259.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
სამი საათი იქნებოდა, ან უფრო გვიან.
By then it must have been three in the morning, or even later.
175260.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ქალაქში ჩამიჩუმი არ ისმოდა. მხოლოდ ხანდახან თუ ჩაივლიდა მანქანა.
Except for a few cars, the city was dead quiet.