მოიძებნა 669201 ჩანაწერი
175261.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
შემთხვევით პანთეონის გვერდით, როტონდას მოედანზე აღმოვჩნდით, სადაც კაციშვილი არ ჭაჭანებდა.
When, by mistake, we reached the normally crowded Piazza Rotonda around the Pantheon, it too was unusually empty.
175262.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
რამდენიმე ტურისტი ჩემოდანზე იჯდა, მთვრალებს სკამებზე ეძინათ, ნარკოტიკის გამყიდველები უხმოდ დაბორიალებდნენ.
There were a few tourists lugging huge knapsacks, a few drunks, and theusual drug dealers.
175263.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ოლივერმა ქუჩის მოვაჭრე გააჩერა და გაზიანი ლიმონათი მიყიდა.
Oliver stopped a street vendor and bought me a Lemonsoda.
175264.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ლიმონის მჟავე გემო მესიამოვნა. გამოვფხიზლდი.
The taste of bitter lemons was refreshing and made me feel better.
175265.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ოლივერმა ფორთოხლის წვენი და საზამთროც შეიძინა.
Oliver bought a bitter orange drink and a slice of watermelon.
175266.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ჩაკბიჩეო, შემომთავაზა, მაგრამ უარზე დავდექი.
He offered me a bite, but I said no.
175267.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
რა სასიამოვნოა, როცა ფეხარეული მიუყვები რომის ნესტიან ქუჩებს, ხელში გაზიანი ლიმონათი გიჭირავს, მხარზე კი საყვარელი ადამიანი გეყრდნობა.
How wonderful, to walk half drunk with a Lemonsoda on a muggy night like this around the gleaming slate cobblestones of Rome with someone’s arm around me.
175268.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მარცხნივ გავუხვიეთ და ფებოს მოედანს მივადექით. შორიდან გიტარის ხმა მოგვესმა. ვიღაც ძველებურ ნეაპოლიტანურ სიმღერას ასრულებდა.
We turned left and, heading toward Piazza Febo, suddenly, from nowhere, made out someone strumming a guitar, singing not a rock song, but as we got closer, an old, old Neapolitan tune.
175269.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
უეცრად გამახსენდა: პატარაობისას, ძილის წინ, მაფალდა ყოველთვის ამას მიმღეროდა.
It took me a moment to recognize it. Then I remembered. Mafalda had taught me that song years ago when I was a boy.
175270.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ნეაპოლში რამდენ „ფანჯარა, სადაც სინათლე შემოდიოდა“ ჯერმე მშობლებთან ერთად ჩავსულვარ, მაგრამ იქაურ ხალხს არ ვიცნობ, თუ მაფალდასა და მის ბანდას სათვალავში არ მივიღებთ.
It was her lullaby. I hardly knew Naples, and, other than for her and her immediate entourage, and a few casual visits to Naples with my parents, had never had contact with Neapolitans.
175271.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
თუმცა, ნაღვლიანი მელოდია დაკარგული სამყაროსა და სიყვარულის მტკივნეულ მონატრებას აღმიძრავდა, იმ ცხოვრებას მიჩვენებდა, მაფალდას წინაპრებმა ჩემ გაჩენამდე რომ გამოიარეს, ნეაპოლის პატარა სოფლებში ქაოსური ცხოვრების მოგონებებს მიღვიძებდა და მინდოდა, ოლივერისთვის გამეზიარებინა.
But the strains of the doleful song stirred such powerful nostalgia for lost loves and for things lost over the course of one’s life and for lives, like my grandfather’s, that had come long before mine that I was suddenly taken back to a poor, disconsolate universe of simple folk like Mafalda’s ancestors, fretting and scurrying in the tiny vicoli of an old Naples whose memory I wanted to share word for word with Oliver now.
175272.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
თითქოს ჩემი, მაფალდას, მანფრედისა და ანკისეს მსგავსად, სამხრეთიდან ჩამოსული უცხოელი იყო, რომელსაც ქალაქის პორტში გადავეყარე, მაგრამ ძველისძველი ხალხის მომაკვდავ ენაზე ნამღერი გალობა თვალზე ცრემლს მოადენდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი სიტყვა არ ესმოდა.
As if he too, like Mafalda and Manfredi and Anchise and me, were a fellow southerner whom I’d met in a foreign port city and who’d instantly understand why thesound of this old song, like an ancient prayer for the dead in the deadest of languages, could bring tears even in those who couldn’t understand a syllable.
175273.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ისრაელის სახელმწიფო ჰიმნს მიაგავსო, თქვა მან.
The song reminded him of the Israeli national anthem, he said.
175274.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
თუ, ბედრჟიხ სმეტანას „ჩემი სამშობლოსგან“ აქვს ნასესხებიო? ბელინის „სომნამბულასაც“ წააგავსო.
Or was it inspired by the Moldau? On second thought, it might have been an aria from Bellini’s Sonnambula.
175275.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
თბილა, მაგრამ ვერ გამოიცანი-მეთქი; თუმცა, ამ სიმღერას ბელინის ხშირად უკავშირებდნენ.
Warm, but still off, I said, though the song has often been attributed to Bellini.
175276.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
სენ კლემენტის სინდრომით გავერთეთო, ჩაილაპარაკა ოლივერმა.
We’re clementizing, he said.
175277.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
სიმღერის ტექსტი ნეაპოლიტანურიდან იტალიურზე ვუთარგმნე, შემდეგ – ინგლისურზე.
I translated the words from Neapolitan to Italian to English.
175278.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ყმაწვილი სატრფოს ფანჯარასთან მიდის, მაგრამ ქალის და ამცნობს, ნენელა გარდაიცვალაო.
It’s about a young man who passes by his beloved’s window only to be told by her sister that Nennélla has died.
175279.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
„პირიდან ადრე ია და ვარდი მცვიოდა, ახლა – ჭიაყელები. მშვიდობით, ფანჯარავ! შენგან ნენელა აღარასდროს გადმომხედავს.“ შესჩივის მიჯნური სარკმელს.
From the mouth where flowers once blossomed only worms emerge. Farewell, window, for my Nenna can no longer look out again.
175280.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
გვარიანად შემთვრალი გერმანელი ტურისტი მოგვიახლოვდა. ჩვენი საუბარი გაიგონა და დამტვრეული ინგლისურით მთხოვა, თუ შეძლებ, სიმღერის ტექსტი გერმანულად მითარგმნეო.
A German tourist, who seemed all alone and quite drunk himself that night, had overheard me translating the song into English and approached us, begging in halting English to know if I could be so kind as to translate the words into German as well.