მოიძებნა 669201 ჩანაწერი
181521.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
ხომ ხედავ, თვითონაც რცხვენია!
Can't you see that she is ashamed of herself already?
181522.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
სირცხვილი გაბედულებას ვერ შემატებს!
Being ashamed doesn't give her any courage.
181523.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
დაძინებამდე ვიფიქრებ მაგაზე.
I'll think tonight, before I go to sleep.
181524.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 17
ხვალ დილით რომ მოხვალ, გეგმა მექნება!
When you come and see me in the morning, I'll have a plan.
181525.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
სელის გეგმა.
Sally's plan.
181526.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
მეორე დილას, შესვენებაზე, დარელი სელის ესტუმრა.
Darrell went to see Sally at Break next morning.
181527.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
რაღაც მოვიფიქრე.
I've thought of something.
181528.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
გასაგიჟებელი გეგმა არ არის, მაგრამ დასაწყისისთვის გამოგვადგება.
It's not a frightfully good plan, but it will do as a beginning.
181529.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
მშვენიერი იდეაა.
It's a good idea.
181530.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
ხვალვე შევეცდები განხორციელებას.
I might try it out tomorrow.
181531.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
სხვებს ვანიშნებ, რომ არ დამეხმარონ და მარი-ლუს აცადონ.
I'll give the tip to the others not to help me, but to let Mary-Lou.
181532.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
ბოლოს და ბოლოს, სანდო ხალხს გავანდობ.
At least, I'll tell the people I can trust.
181533.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
შენ გგონია, ეს მართლაც დაეხმარება მარი-ლუს შიშის დაძლევაში?
Do you really think it will help Mary-Lou not to be so scared of things if she does that?
181534.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
როცა ფიქრობ, რომ რამის გაკეთება არ შეგიძლია, მას ვერასოდეს გააკეთებ.
You can't possibly do anything if you think you can't.
181535.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
შეუძლებლის მიღწევას შეძლებ, თუ კი შენ ფიქრობ რომ შეგიძლია.
You can do impossible things sometimes if you think you can.
181536.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
„ასეთი რამეები საიდან იცი“? – აღმოხდა აღტაცებულ დარელს.
"How do you know things like that"? asked Darrell, in admiration.
181537.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
უბრალოდ, საკუთარი თავი სხვის ადგილას უნდა წარმოიდგინო და შეეცადო, იგივე იგრძნო.
All you do is put yourself into the place of the other person, and feel like them.
181538.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
ვიცი, რასაც გულისხმობ!
I know what you mean!
181539.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
დედაც ყოველთვის ასე მეუბნება, სხვის ტყავში უნდა შეგეძლოს შეძრომა და სხვისი გრძნობების გათავისებაო.
Mother is always telling me to get into somebody else's skin, and feel what they're feeling.
181540.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
მაგრამ მე სამაგისო მოთმინება არა მაქვს.
But I'm too impatient to do that.