მოიძებნა 669201 ჩანაწერი
181541.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
ძალიან მჭიდროდ ვარ საკუთარ ტყავში ჩაჭედილი!
I'm too tightly in my own skin!
181542.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
შენ კი ძალიან ჭკვიანი და კეთილი ხარ სელი.
I think you're clever and kind, Sally.
181543.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
სელი გაწითლდა.
Sally went red.
181544.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
ჭკვიანი არა ვარ და არც კეთილი – შენ ეს კარგად იცი!
I'm not clever—and you know I'm not kind!
181545.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
მაგრამ მაინც სასიამოვნოა, ასე რომ ფიქრობ!
But it's nice that you think so, anyway!
181546.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
რას იტყვი, იდეას განახორციელებ, დარელ?
Do you think you can work the idea out all right, Darrell?
181547.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
ხვალვე ვცდი, როცა აუზზე გავალთ.
I'll try it tomorrow, when we're in the pool.
181548.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
მარი-ლუ ცოტა გაცივებულია და ამ კვირას წყალში ჩასვლა ეკრძალება, ამიტომ ნაპირზე იქნება.
Mary-Lou has got a bit of a cold and isn't allowed to bathe this week, so she'll be watching by the side.
181549.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
ასე რომ, მოახერხებს გაქცევას და მაშველი რგოლის მოტანას.
She can easily go and get the life belt to me.
181550.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
დარწმუნებული ვარ, უხარია, გაცივებული რომ არის.
I guess she's glad she's got a cold.
181551.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
მას ხომ წყალი ეჯავრება!
She does so hate the water!
181552.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
ვერც ცურვას ისწავლის ოდესმე.
She'll never learn to swim.
181553.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
როდესაც დიასახლისმა გამოაცხადა, მარი-ლუ გაცივებულია და წყალში არ უნდა ჩავიდესო, ძვირფასმა გონდოლინამ იმწამსვე დაიწყო ქსუტუნი იმ იმედით, ქალბატონი პოტსი დიასახლისს მოახსენებსო.
When Matron said Mary-Lou had a cold and wasn't to go in the water, dear Gwendoline immediately began to sniff, hoping Miss Potts would report it to Matron.
181554.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
„მერე რა მოხდა“? – ინტერესით იკითხა სელიმ.
"What happened"? asked Sally, with interest.
181555.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
აქ მოწყენილობისგან მოვკვდებოდი, შენ რომ არ მოდიოდე და ამბებს არ მიყვებოდე.
I'd die of boredom if I hadn't got you to come and tell me things.
181556.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
ქალბატონი პოტსი გაუბრაზდა და თავის ადგილზე მოსვა.
Miss Potts got angry with her and sat on her properly.
181557.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
გონდოლინა კი ამბობდა, მარი-ლუსგან სურდო გადამედოო.
And then Gwendoline said she had caught Mary-Lou's cold.
181558.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
ქალბატონმა პოტსმა დიასახლისთან გაგზავნა, მან კი რაღაც საშინელი წამალი დაალევინა დიდი დოზით, მაგრამ ის მაინც არ უთქვამს, წყალში არ შეხვიდეო.
Miss Potts sent her to Matron— and she gave her a large dose of awful medicine, but she didn't say she wasn't to go into the water.
181559.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
სელის გულიანად გაეცინა.
Sally laughed heartily.
181560.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 18
თვალნათლივ წარმოიდგინა, როგორი გაბრაზებული სახე ექნებოდა გონდოლინას, წამალს რომ უმიზეზოდ გადააყლაპებდნენ, ხოლო თავის საწადელს ვერ მიაღწევდა.
She could just picture Gondoline's anger at having medicine for no real reason, and not getting her way after all.