მოიძებნა 669201 ჩანაწერი
183661.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
მაგიდასთან მივიდა.
She went to the desk.
183662.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
ელენმა მაგიდაზე დაყრილ ფურცლებს დაუწყო თვალიერება.
Ellen began to go through the papers on top of the desk.
183663.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
იქნებ მაგიდის უჯრაშია.
Perhaps they are in the desk.
183664.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
ინატრა, ჩაკეტილი არ იყოსო.
She hoped it was not locked.
183665.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
მას შეენიშნა, რომ ზოგჯერ მადმუაზელი მას კეტავდა.
She had seen Mam’zelle lock it sometimes.
183666.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
მოსინჯა და... ჩაკეტილი აღმოჩნდა.
She tried it and... it was locked.
183667.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
რა უბედურებაა!
What a blow!
183668.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
მადმუაზელს ტესტები ჩაუკეტავს!
Mam’zelle must have locked the test-papers up!
183669.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
ელენი ჩამოჯდა, დაძაბულობისგან მუხლები უკანკალებდა.
Ellen sat down, her knees shaking with the suspense.
183670.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
უცებ კალმების ჩასაწყობ ჭიქაში გასაღებს მოჰკრა თვალი.
Then her eyes caught sight of a key lying in the pen-tray.
183671.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
სასწრაფოდ ხელი დასტაცა.
She snatched it up.
183672.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
მაგიდის უჯრას მოარგო და... უჯრა გაიღო!
She fitted it into the desk—and the drawer opened!
183673.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
ელენმა აცახცახებული ხელი ფურცლების უზარმაზარ დასტაში ამოურია.
With trembling hands Ellen looked through the vast collection of papers there.
183674.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
კუთხეში კოხტად დაწყობილი ფურცლები დაინახა.
In a corner, neatly banded together were test-papers!
183675.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
ის იყო, ყურადღებით დათვალიერებას აპირებდა, რომ ხმაური შემოესმა.
She was just about to look carefully through them when she heard a sound.
183676.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
გული კინაღამ გაუჩერდა!
Her heart almost stopped!
183677.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
შემდეგ, მაგიდა ჩუმად ჩაკეტა და ოთახიდან გავიდა.
Then she shut the desk quietly and went over to the door.
183678.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
ხმა ისევ განმეორდა.
The sound came again.
183679.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
ნუთუ ვინმე დადიოდა?
Was it somebody walking about?
183680.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
თუ ასე იყო, ძალიან დიდი სიფრთხილე მართებდა!
She would have to be very careful if so.