მოიძებნა 669201 ჩანაწერი
183641.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
როგორ გაბედეს და უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს ასეთ რამეში!
How dared they accuse her wrongly, without any real proof at all?
183642.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
ყველანი ცუდს ფიქრობდნენ მასზე და ვეღარაფერი დააჯერებდათ, რომ ცდებოდნენ.
They all thought her bad, and nothing would convince them that they were wrong.
183643.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
დიახაც, ადგება შუაღამისას და ტესტის ფურცლებს ნახავს!
She’d get up in the middle of the night and go and find those test-papers.
183644.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
იცის, სადაც დევს – მადმუაზელის ოთახში.
She knows where they are—in Mam’zelle’s room.
183645.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
ცუდი გოგოს იარლიყი უკვე მიაკერეს ბობონებმა.
She was labelled "Bad" by the girls.
183646.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
ამან სიამოვნება მოჰგვარა!
She’d enjoy it now!
183647.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
ტესტის ფურცლებსაც ნახავს და მერე ყველას გააოცებს საუკეთესო შედეგებით.
She would read those test-papers, and she would surprise everyone by coming out top with practically perfect marks!
183648.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
თავი საშინლად უხურდა.
her head felt hot.
183649.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
ალისიას დამცინავი სახე რომ აგონდებოდა, ბრაზისგან მუშტებს უნებურად კრავდა.
She clenched her fists when she thought of Alicia’s scornful face.
183650.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
ბოლოს დარწმუნდა, რომ საწოლიდან ადგომა სახიფათო აღარ იყო.
At last she thought it would be safe to get up.
183651.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
ჯერ წამოჯდა და მიმოიხედა.
She sat up and looked round.
183652.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
საწოლიდან წამოდგა.
She slid out of bed.
183653.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
ჩუსტებში ფეხი წაყო და ხალათი მოისხა
She put her feet into her slippers and pulled her dressing-gown round her.
183654.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
გული გამალებით უცემდა.
Her heart was beating painfully.
183655.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
ვიღაცის საწოლს გაჰკრა გვერდი და სუნთქვაშეკრული შეჩერდა.
She knocked against one of the beds on the way and held her breath.
183656.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
გავიდა დერეფანში და კიბეს ჩაუყვა მადმუაზელის ოთახისკენ, რომელიც იმავდროულად ქალბატონი პოტსისაც იყო.
She made her way down the passage, and down the stairs to Mam’zelle’s room, the one she shared with Miss Potts.
183657.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
მადმუაზელი კარგა ხნის წინ წასულიყო დასაძინებლად.
Mam’zelle had gone to bed long ago.
183658.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
ელენი ფანჯარასთან მივიდა და ფარდები შეამოწმა, კარგად თუ არის ჩამოფარებულიო.
Ellen went to the window to make sure that the curtains were tightly drawn.
183659.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
ფარდა სქელი იყო და მთვარის შუქს საიმედოდ ფარავდა.
They were thick curtains and shut out the moonlight.
183660.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 16
შემდეგ კარი დაკეტა, და სინათლე აანთო.
Then she shut the door and switched on the electric light.