მოიძებნა 669201 ჩანაწერი
183761.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 17
კარი გამოაღო და იქ საბრალო ელენი დახვდა, ტოტებდაშვებული ტირიფივით აწურული.
She flung the door open—and there stood poor Ellen, drooping like a weeping willow tree.
183762.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 17
ცალი ხელი ისევ შემართული ჰქონდა დასაკაკუნებლად.
her hand up as if she was still knocking at the door.
183763.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 17
რა დაგემართა, ელენ, შვილო?
Ellen! What’s the matter, child?
183764.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 17
ავად ხარ? – წამოიყვირა დიასახლისმა.
Are you ill? cried Matron.
183765.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 17
თავი მისკდება, ქალბატონო!
My head is bursting, Matron.
183766.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 17
ხედავდა, გოგონა ტკივილისაგან როგორ იტანჯებოდა.
Seeing that the girl was in great pain.
183767.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 17
თვალებს ძლივს ახელდა.
she could hardly even open her eyes.
183768.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 17
ძალიან ალერსიანად ექცეოდა, მშვიდად, ხმადაბლა ელაპარაკებოდა.
She was kind and gentle and spoke in a very low voice.
183769.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 17
ახლა დაიძინე.
Now you go to sleep.
183770.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 17
დილით უკეთ იქნები.
You’ll feel better in the morning.
183771.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 17
ელენს მართლაც ჩაეძინა.
Ellen did fall asleep.
183772.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 17
დიასახლისი მის საწოლთან იდგა და დაჰყურებდა.
Matron stood by the bed and looked down at her.
183773.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 17
ამ გოგონას რაღაც აწუხებდა.
There was something wrong with this girl.
183774.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 17
რაღაც ფარული დარდი უღრღნიდა გულს!
She was worrying secretly about something.
183775.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 17
იქნებ მისთვის უკეთესი ყოფილიყო, თუ რამდენიმე ხნით შინ გაუშვებდნენ.
Perhaps it would be better for her to go home for a while.
183776.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 17
დილით დარელმა სხვებთან ერთად ზარის ხმაზე გაიღვიძა.
In the morning Darrell woke up with the others when the bell went.
183777.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 17
საწოლზე წამოჯდა და მშფოთვარე ღამე გაიხსენა.
She sat up, remembering all the excitement of the night.
183778.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 17
ელენი სად არის?
Where’s Ellen?
183779.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 17
მისი საწოლი ცარიელია!
Her bed’s empty!
183780.
მელორი ტაუერსი | წიგნი II, თავი 17
ყველამ ელენის ცარიელი საწოლისკენ გაიხედა.
Everyone looked at Ellen’s empty bed.