მოიძებნა 669201 ჩანაწერი
184621.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
შენ წადი და სელი მოძებნე.
You go and look for Sally.
184622.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
სელი ჯერ არ დაბრუნებულა.
Sally's not coming back yet.
184623.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
ზერელდაზე კი მე ვიზრუნებ.
I'll look after Zerelda.
184624.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
აქ ჩვენთან ერთად ჩამოვიდა.
She came down with us.
184625.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
ორივემ წამიყვანეთ! – თქვა ზერელდამ და გონდოლინას ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა.
You can both take me around, said Zerelda and smiled her slow smile at Gwendoline.
184626.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
გონდოლინამ ხელკავი გამოსდო ზერელდას და კიბეზე აიყვანა.
Gwen slipped her arm through Zerelda's and took her up the steps.
184627.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
თუმცა, ვფიქრობ, რომ მაღალ კლასში დასვამენ.
But I suppose she'll be in a much higher form.
184628.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
აირენმა ისე ამოიოხრა, რომ ყველამ მისკენ მიიხედა.
The groans of Irene attracted their attention.
184629.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
ოჰ, აირენ, არ მჯერა რომ ისევ დაკარგე ჯანმრთელობის ცნობა?!
Oh, Irene! I simply don't believe you've lost your health certificate again.
184630.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
დიასახლისთან უნდა წამოხვიდეთ და მხარი დამიჭიროთ!
Do come to Matron now and stand by me.
184631.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
ყველანი დიასახლისისკენ გაემართნენ.
So they all went to Matron.
184632.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
დარელმა და ალისიამ მას ჯანმრთელობის ცნობები გადასცეს.
Darrell and Alicia gave up their health certificates.
184633.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
დიასახლისმა აირენს მიაპყრო მზერა.
Matron looked at Irene.
184634.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
დამეკარგა, ქალბატონო, – უთხრა აირენმა.
I've lost it, Matron, said Irene.
184635.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
უფრო ცუდი კი ის არის, რომ არც მახსოვს, წამოვიღე თუ არა!
The worst of it is I don't even remember having it or not!
184636.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
ადრე ის მაინც ვიცოდი დანამდვილებით, რომ დედა მატანდა, ამჯერად ეგეც არ მახსოვს.
I mean, I usually remember Mother giving it to me, anyhow—but I don't even remember that this time.
184637.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
დედაშენი ათიოდე წუთის წინ იყო ჩემთან და ცნობა თვითონ გადმომცა.
Your mother came to see me not ten minutes ago and she gave me your certificate herself.
184638.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
გონდოლინამ ზერელდა მიიყვანა დიასახლისთან.
Gwendoline brought Zerelda to Matron.
184639.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
ქალმა გაკვირვებით შეათვალიერა, თითქოს თვალებს არ უჯერებსო.
Matron stared as if she couldn't believe her eyes.
184640.
მელორი ტაუერსი | წიგნი III, თავი 2
ეს ვინ არის?
Who's this?