668045 Records found
45461.
Harvard Business School | Dogfight over Europe: Ryanair (A)
ბრიტანეთთან პარტნიორობა ათი წლის განმავლობაში გაგრძელდა, სანამ „აერ ლინგუსის“ სურვილმა, შეექმნა საკუთარი ტრანსატლანტიკური მარშრუტები, რათა თავისი მომსახურება ნიუ-იორკსა და ბოსტონში მცხოვრებ ეთნიკურ ირლანდიელთა მრავალრიცხოვანი დიასპორისთვის მიეწვდინა, ამ ურთიერთობის გაწყვეტა არ გამოიწვია.
The British partnership continued for a decade until Aer Lingus' desire to develop its own trans-Atlantic routes, to reach the large ethnic Irish populations in New York and Boston, created a rift.
45462.
Harvard Business School | Dogfight over Europe: Ryanair (A)
ბრიტანეთის მთავრობამ, ნებაყოფლობით, ჯერ შეამცირა, საბოლოოდ კი საერთოდ დათმო საკუთარი წილი „აერ ლინგუსში“.
Amicably, the British government reduced and eventually relinquished its stake in Aer Lingus.
45463.
Harvard Business School | Dogfight over Europe: Ryanair (A)
BA-ს წინამორბედებმა და „ბრიტიშ მიდლენდის“ მსგავსმა დამოუკიდებელმა ავიასატრანსპორტო კომპანიებმა ბრიტანეთისა და ირლანდიის დამაკავშირებელ მარშრუტებზე დაიწყეს ფრენა.
The predecessors of BA and independent carriers such as British Midland began to fly routes between Britain and Ireland.
45464.
Harvard Business School | Dogfight over Europe: Ryanair (A)
1970-იან წლებში წარმოქმნილმა პრობლემებმა ჩრდილოატლანტიკურ კორიდორთან დაკავშირებით განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიაყენა „აერ ლინგუსს“.
Problems on the North Atlantic corridor in the 1970s hit Aer Lingus especially hard.
45465.
Harvard Business School | Dogfight over Europe: Ryanair (A)
ამ მარშრუტის სხვა ავიაკომპანიებთან შედარებით, „აერ ლინგუსის“ მგზავრთა შორის განსაკუთრებით დიდი იყო ტურისტების პროცენტული წილი.
Compared to other carriers on the route, Aer Lingus drew its passengers especially heavily from the ranks of tourists.
45466.
Harvard Business School | Dogfight over Europe: Ryanair (A)
ტურისტი მგზავრები აქტიურად მოითხოვდნენ შეღავათიან სამგზავრო ტარიფებს, ქმნიდნენ სეზონური მოთხოვნის არარეგულარულ პიკებს და უპირატესად სახლებში რჩებოდნენ 1970-იანი წლების შუა პერიოდის რეცესიის დროს.
Tourist passengers actively sought promotional fares, created erratic peaks of seasonal demand, and largely stayed at home during the recession of the mid-1970s.
45467.
Harvard Business School | Dogfight over Europe: Ryanair (A)
ირლანდიის მთავრობა დაჟინებით მოითხოვდა „აერ ლინგუსისგან“ ჩრდილოატლანტიკურ კორიდორში ფრენების გაგრძელებას, მიუხედავად ამ მარშრუტის მიერ მოტანილი ზარალისა.
The Irish government insisted that Aer Lingus continue to fly the North Atlantic corridor despite losses on the route.
45468.
Harvard Business School | Dogfight over Europe: Ryanair (A)
„აერ ლინგუსმა“ საკუთარი მიზნები პირველად 1971 წელს გამოაქვეყნა და 1986 წლისთვის ეს განცხადება რამდენჯერმე ჰქონდა გადასინჯული და რატიფიცირებული.
Aer Lingus first published its objectives in 1971 and had, by 1986, reviewed and ratified the statement a number of times.
45469.
Harvard Business School | Dogfight over Europe: Ryanair (A)
განცხადება „აერ ლინგუსს“ მოუწოდებდა, კლიენტები უზრუნველეყო ავიასატრანსპორტო მომსახურებით, რომელიც იქნებოდა „უსაფრთხო, ეფექტიანი, საიმედო და მომგებიანი“.
The statement called on Aer Lingus to provide an air transport service that was "safe, efficient, reliable, and profitable".
45470.
Harvard Business School | Dogfight over Europe: Ryanair (A)
ავიაკომპანია ხაზს უსვამდა არაერთ სიკეთეს, რომელიც მას ირლანდიის საზოგადოებრიობისათვის მოეტანა: ეროვნულ განვითარებას, ტურიზმისთვის ხელშეწყობას, დასაქმებას, საგადახდო ბალანსში შეტანილ წვლილსა და საგანმანათლებლო, სოციალურ და კულტურულ მომსახურებებს.
The airline touted the many benefits it brought to the Irish community: national development, promotion of tourism, employment, a contribution to the balance of payments, and educational, social, and cultural services.
45471.
Harvard Business School | Dogfight over Europe: Ryanair (A)
1970-იან წლებში განცდილმა ზარალმა უკარნახა „აერ ლინგუსს“, შემოსავლისა და მოგების ახალი წყაროები ეძებნა.
Losses in the 1970s prompted Aer Lingus to seek new sources of revenue and profit.
45472.
Harvard Business School | Dogfight over Europe: Ryanair (A)
„ჩვენ მივხვდით, რომ შეზღუდული შიდა ბაზრის, შეზღუდული ფინანსური რესურსებისა და ციკლური პროდუქტის მქონე ავიაკომპანიას დივერსიფიცირება დასჭირდებოდა“, მსჯელობდა „აერ ლინგუსის“ ერთ-ერთი მთავარი აღმასრულებელი დირექტორი.
"We perceived that an airline with a limited home market, limited financial resources and a cyclical product would have to diversify", reflected one of Aer Lingus' chief executives.
45473.
Harvard Business School | Dogfight over Europe: Ryanair (A)
„აერ ლინგუსმა“ სხვა ავიაკომპანიებისთვის მატერიალურ-ტექნიკური მომსახურებისა და საინჟინრო ტრენინგის შეთავაზება დაიწყო.
Aer Lingus began to offer maintenance service and engineer training to other airlines.
45474.
Harvard Business School | Dogfight over Europe: Ryanair (A)
ბილეთების წინასწარი შეკვეთის საკუთარი კომპიუტერული სისტემის წარმატებულმა დანერგვამ „აერ ლინგუსს“ გადააწყვეტინა, კომპიუტერული კონსულტაციისა და მონაცემთა დამუშავების მომსახურებაც შეეთავაზებინა.
Successful introduction of its computer reservation system led Aer Lingus to offer computer consulting and data processing services.
45475.
Harvard Business School | Dogfight over Europe: Ryanair (A)
კომპანიამ აგრეთვე ხელი მოჰკიდა სასტუმროების ბიზნესს ლონდონში, პარიზსა და ახალ ინგლისში.
The company also entered the hotel business in London, Paris, and New England.
45476.
Harvard Business School | Dogfight over Europe: Ryanair (A)
1986 წლისთვის ეგრეთ წოდებულ დამხმარე საქმიანობათა რიცხვში შედიოდა საავადმყოფოს მენეჯმენტი ბაღდადში და კაპიტალდაბანდება რობოტოტექნიკაში.
By 1986, so-called ancillary businesses include hospital management in Baghdad and an investment in robotics.
45477.
Harvard Business School | Dogfight over Europe: Ryanair (A)
1984-85 წლებში ავიატრანსპორტირებამ, ავიატრანსპორტირებასთან დაკავშირებულმა ისეთმა მომსახურებამ, როგორიცაა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და არაავიასატრანსპორტო კომერციულმა საქმიანობამ „აერ ლინგუსს“ მოუტანა შესაბამისად 0,5 მილიონი ირლანდიური გირვანქის, 12,7 მილიონი ირლანდიური გირვანქისა და 17,1 მილიონი ირლანდიური გირვანქის ოდენობის საოპერაციო მოგება.
In 1984-85, air transportation, airline-related services such as maintenance, and non-airline businesses provided Aer Lingus operating profits of 0.5 million Irish pounds (I£), I£12.7 million, and I£17.1 million, respectively.
45478.
Harvard Business School | Dogfight over Europe: Ryanair (A)
ავიატრანსპორტირების ფარგლებში „აერ ლინგუსის“ შიდა და ევროპულმა მარშრუტებმა მოკრძალებული საოპერაციო მოგება მოიტანა, ხოლო მისმა ტრანსატლანტიკურმა ავიარეისებმა შვიდ წელიწადში მეექვსეჯერ განიცადა საოპერაციო ზარალი.
Within air transportation, Aer Lingus' domestic and European routes earned a modest operating profit while its trans-Atlantic flights sustained operating losses for the sixth time in seven years.
45479.
Harvard Business School | Dogfight over Europe: Ryanair (A)
მთავრობის ოფიციალური პირები კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად კომპანიის ნაწილის გაყიდვაზე ფიქრობდნენ.
Government officials were contemplating the sale of part of the company to finance the capital expenditures.
45480.
Harvard Business School | Dogfight over Europe: Ryanair (A)
ძმები კათალ და დეკლან რაიანები, არსებითად, ავიასატრანსპორტო დარგის წიაღში გაიზარდნენ.
Cathal and Declan Ryan had essentially grown up in the airline industry.