668042 Records found
569721.
Biology | Chapter XXXVI
ენდოდერმა, ფესვის ქერქში უჯრედების ყველაზე ღრმა ფენა, გარს აკრავს ჭურჭლოვან ცილინდრს და ასრულებს ბოლო შემმოწმებელი პუნქტის ფუნქციას ქერქიდან ჭურჭლოვან ქსოვილში მინერალების შერჩევით გასატარებლად.
The endodermis, the innermost layer of cells in the root cortex, surrounds the vascular cylinder and functions as a last checkpoint for the selective passage of minerals from the cortex into the vascular tissue.
569722.
Biology | Chapter XXXVI
უკვე სიმპლასტში მყოფი მინერალები, როცა ენდოდერმას აღწევენ, აგრძელებენ გზას ენდოდერმული უჯრედების პლაზმოდესმების გავლით ჭურჭლოვან ცილინდრში.
Minerals already in the symplast when they reach the endodermis continue through the plasmodesmata of endodermal cells and pass into the vascular cylinder.
569723.
Biology | Chapter XXXVI
ეს მინერალები უკვე შემოწმდა შერჩევით გამტარი მემბრანის მიერ, რომელიც მათ უნდა გაევლოთ ეპიდერმისის ან ქერქის სიმპლასტში შესასვლელად.
These minerals were already screened by the selective membrane they had to cross to enter the symplast in the epidermis or cortex.
569724.
Biology | Chapter XXXVI
ის მინერალები, რომლებიც ენდოდერმას აღწევს აპოპლასტის გავლით, აწყდება ჩიხს, რომელიც ბლოკავს მათ გადასვლას ჭურჭლოვან ცილინდრში.
Those minerals that reach the endodermis via the apoplast encounter a dead end that blocks their passage into the vascular cylinder.
569725.
Biology | Chapter XXXVI
თითოეული ენდოდერმული უჯრედის გადამკვეთ და რადიალურ კედლებში არის კასპარის სარტყელი, რომელიც შედგება სუბერინისგან, ცვილისმაგვარი ნივთიერებისგან, რომელიც არ ატარებს წყალსა და გახსნილ მინერალებს.
In the transverse and radial walls of each endodermal cell is the Casparian strip, a belt made of suberin, a waxy material impervious to water and dissolved minerals.
569726.
Biology | Chapter XXXVI
ასე რომ, წყალი და მინერალები ვერ გადაკვეთს ენდოდერმას და შედის ჭურჭლოვან ქსოვილში აპოპლასტის გავლით.
Thus, water and minerals cannot cross the endodermis and enter vascular tissue via the apoplast.
569727.
Biology | Chapter XXXVI
ამ ბარიერის გვერდის ავლით ერთადერთი გზა არის წყლისა და მინერალების მიერ ენდოდერმული უჯრედის პლაზმური მემბრანის გავლა და ჭურჭლოვან ცილინდრში სიმპლასტის მეშვეობით შესვლაა.
The only way past this barrier is for the water and minerals to cross the plasma membrane of an endodermal cell and enter the vascular cylinder via the symplast.
569728.
Biology | Chapter XXXVI
ენდოდერმა, მისი კასპარის სარტყლით, უზრუნველყოფს, რომ მინერალებმა არ მიაღწიონ ფესვის ჭურჭლოვან ქსოვილამდე შერჩევითად გამტარი პლაზმური მემბრანის გავლის გარეშე.
The endodermis, with its Casparian strip, ensures that no minerals can reach the vascular tissue of the root without crossing a selectively permeable plasma membrane.
569729.
Biology | Chapter XXXVI
თუ მინერალები არ შევა ეპიდერმისის ან ქერქის უჯრედების სიმპლასტში, ისინი უნდა შევიდეს ენდოდერმულ უჯრედებში ან უნდა გამოირეცხოს ჭურჭლოვანი ქსოვილიდან.
If minerals do not enter the symplast of cells in the epidermis or cortex, they must enter endodermal cells or be excluded from the vascular tissue.
569730.
Biology | Chapter XXXVI
ენდოდერმა ასევე ხელს უშლის ქსილემის წვენში დაგროვილი ნივთიერებების ისევ ნიადაგის ხსნარში გაჟონვას.
The endodermis also prevents solutes that have been accumulated in the xylem sap from leaking back into the soil solution.
569731.
Biology | Chapter XXXVI
ენდოდერმის სტრუქტურა და მისი სტრატეგიული მდებარეობა ფესვში მიესადაგება მის ფუნქციას, იყოს საზღვრის მცველი ქერქსა და ჭურჭლოვან ცილინდრს შორის.
The structure of the endodermis and its strategic location in the root fit its function as sentry of the border between the cortex and the vascular cylinder.
569732.
Biology | Chapter XXXVI
ეს ფუნქცია მნიშვნელოვანია ფესვების უნარში, გადაიტანონ სასურველი მინერალები ნიადაგიდან ქსილემაში.
A function that contributes to the ability of roots to transport certain minerals preferentially from the soil into the xylem.
569733.
Biology | Chapter XXXVI
ბოლო სეგმენტი ნიადაგიდან ქსილემამდე გზაში არის წყლისა და მინერალების გადასვლა ქსილემის ტრაქეიდებსა და ჭურჭლოვან ელემენტებში.
The last segment in the soil-to-xylem pathway is the passage of water and minerals into the tracheids and vessel elements of the xylem.
569734.
Biology | Chapter XXXVI
ამ წყალგამტარ უჯრედებში არ არის საკმარისი პროტოპლასტი, როცა ისინი ზრდასრულობას აღწევს და მაშასადამე, აპოპლასტის ნაწილი ხდება.
These water-conducting cells lack protoplasts when mature and are therefore part of the apoplast.
569735.
Biology | Chapter XXXVI
ენდოდერმული უჯრედები, ისევე, როგორც პარენქიმული უჯრედები ჭურჭლოვან ცილინდრში, გამოყოფს მინერალებს მათი პროტოპლასტებიდან კედლებში.
Endodermal cells, as well as parenchyma cells within the vascular cylinder, discharge minerals from their protoplasts into their walls.
569736.
Biology | Chapter XXXVI
როგორც დიფუზია, ისე აქტიური ტრანსპორტირება ჩართულია ნივთიერებათა ამ გადაადგილებაში სიმპლასტიდან აპოპლასტამდე, და წყალი და მინერალები ახლა უკვე თავისუფალია ტრაქეიდებსა და ჭურჭლებში შესასვლელად.
Both diffusion and active transport are involved in this transfer of solutes from symplast to apoplast, and the water and minerals are now free to enter the tracheids and vessels.
569737.
Biology | Chapter XXXVI
წყალი და მინერალური საკვები ნივთიერებები, რომელთა მოძრაობაც აღვწერეთ ნიადაგიდან ფესვის ქსილემამდე, ახლა შეიძლება გადაადგილდეს ზემოთ, ქსილემის წვენის სახით, მიწისზედა სისტემისკენ.
The water and mineral nutrients we have tracked from the soil to the root xylem can now be transported upward as xylem sap to the shoot system.
569738.
Biology | Chapter XXXVI
წყალი და მინერალები ადის ფესვებიდან მიწისზედა ნაწილში ქსილემის გავლით.
Water and minerals ascend from roots to shoots through the xylem.
569739.
Biology | Chapter XXXVI
აქ ყურადღებას გავამახვილებთ ქსილემის წვენის დიდ მანძილზე გადაადგილებაზე.
Here we will focus on the long-distance transport of xylem sap.
569740.
Biology | Chapter XXXVI
წვენი მოძრაობს ზევით ფესვებიდან მიწისზედა ორგანოების სისტემის გავლით ძარღვებამდე, რომლებიც სერავს თითოეულ ფოთოლს.
The flows upward from roots throughout the shoot system to veins that branch throughout each leaf.