668043 Records found
574921.
Biology | Chapter XLVII
სხვა სახეობებში უჯრედების საწყისი განსხვავება დამოკიდებულია სხვადასხვა მახასიათებლის მქონე ემბრიონულ უჯრედებში მათ მდებარეობაზე.
In other species, the initial differences between cells are due primarily to their location in embryonic regions with different characteristics.
574922.
Biology | Chapter XLVII
სახეობათა უმეტესობაში ამ ორი მექანიზმის კომბინაცია ემბრიონული უჯრედების ადრეულ განსხვავებას განაპირობებს.
In most species, a combination of these two mechanisms establishes differences between early embryonic cells.
574923.
Biology | Chapter XLVII
ვინაიდან უჯრედები დაყოფას აგრძელებენ და ემბრიონი განვითარებას განაგრძობს, მექანიზმებს, რომლებიც სელექციურად აკონტროლებენ გენურ ექსპრესიას, პროცესები უჯრედების დიფერენციაციისკენ მიჰყავთ.
As cell division continues and the embryo develops, mechanisms that selectively control gene expression lead to cell differentiation.
574924.
Biology | Chapter XLVII
უჯრედების განვითარება დაყოფასა და დიფერენციაციასთან ერთად შეიცავს მორფოგენეზსაც – პროცესს, რომლის საშუალებითაც ცხოველთა ფორმირება ხდება და დიფერენცირებული უჯრედები თავის შესაბამის ადგილას განლაგდებიან.
Along with cell division and differentiation, development involves morphogenesis, the process by which an animal takes shape and the differentiated cells end up in the appropriate locations.
574925.
Biology | Chapter XLVII
მოლეკულური გენეტიკისა და ემბრიოლოგიის კლასიკური მიდგომების კომბინაციით განვითარების საკითხებზე მომუშავე ბიოლოგებს უკვე ეძლევათ შესაძლებლობა, უპასუხონ მრავალ კითხვას იმის თაობაზე, როგორ აძლევს დასაბამს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ცალკეულ ცხოველს.
By combining molecular genetics with classical approaches to embryology, developmental biologists are now beginning to answer many questions about how a fertilized egg cell gives rise to a particular animal.
574926.
Biology | Chapter XLVII
ამ თავში ჩვენ ძირითადად განვიხილავთ ორგანიზმებს, როგორიცაა ზღვის ზღარბი, ბაყაყები და წიწილები, რომლებიც კლასიკური ემბრიოლოგიის კვლევის საგანს წარმოადგენს.
In this chapter, we concentrate mainly on organisms, such as the sea urchin, frog, and chick, that have been the subject of classical embryological studies.
574927.
Biology | Chapter XLVII
ვინაიდან ამ ცხოველების განვითარების მოვლენებზე დაკვირვება ლაბორატორიულ პირობებში ადვილია, მათი გენეტიკური შესწავლა 27-ე თავში აღწერილი ცხოველების კვლევაზე ძნელია.
Although developmental events in these animals are easy to observe in the laboratory, they are more difficult to study genetically than the organisms described in Chapter 21.
574928.
Biology | Chapter XLVII
თუმცა, მოლეკულური ტექნიკის განვითარებამ ამჟამად შესაძლებელი გახადა განვითარების მოლეკულური მექანიზმების შესწავლა, ამ თუ, სხვა სახეობის ცხოველებში.
However, molecular techniques are now available for studying the molecular mechanisms of developmental events in these and other species.
574929.
Biology | Chapter XLVII
ცხოველების ამ მოდელებთან ერთად, ჩვენი საკუთარი სახეობის განვითარების ისტორიაც ძალიან საინტერესოა და ამავე თავში განიხილება.
In addition to these model organisms, development of our own species has always been of great interest to us and will be covered in this chapter as well.
574930.
Biology | Chapter XLVII
ეთიკური მოთხოვნების შესაბამისად, ადამიანის ემბრიონების კვლევა მიუღებელია და ჩვენი ცოდნა ნაწილობრივ სხვა ძუძუმწოვრების, კერძოდ, თაგვებზე ჩატარებულ კვლევებზე და ნაწილობრივ ადამიანის ინ-ვიტრო განაყოფიერების შედეგად ჩასახული ემბრიონის განვითარების ადრეულ სტადიებზე დაკვირვებით მიღებულ მონაცემებზეა დაფუძნებული.
Because ethical concerns preclude experimentation on human embryos, knowledge about human development has been based partly on what we can extrapolate from other mammals, such as the mouse, and partly on observation of very early human development following in vitro fertilization.
574931.
Biology | Chapter XLVII
ჩვენ ემბრიონული განვითარების საერთო საბაზისო სტადიების აღწერით დავიწყებთ, რაც ცხოველების უმეტესობისთვისაა დამახასიათებელი.
We will begin with a description of the basic stages of embryonic development common to most animals.
574932.
Biology | Chapter XLVII
შემდეგ, თვალს მივადევნებთ იმ უჯრედულ და მოლეკულურ მექანიზმებს, რომელთა მოქმედების შედეგადაც ყალიბდება სხეული.
Then we will look at the cellular and molecular mechanisms that result in generation of the body form.
574933.
Biology | Chapter XLVII
ბოლოს ყურადღებას გავამახვილებთ იმ პროცესებზე, რომელთა საშუალებითაც უჯრედები გადაადგილდება თავისი დიფერენციაციის გზით, რაც საბოლოო ჯამში მათ საშუალებას აძლევს, შეასრულონ თავისი აუცილებელი როლი ცხოველის სხვადასხვა ფუნქციაში.
Finally, we will consider the process by which embryonic cells travel down the appropriate pathways of differentiation so that they can play their necessary roles in a functional multicellular animal.
574934.
Biology | Chapter XLVII
განაყოფიერების შემდეგ ემბრიონული განვითარების პროცესი მიმდინარეობს დაყოფის, გასტრულაციისა და ორგანოგენეზის გზით.
After fertilization, embryonic development proceeds through cleavage, gastrulation, and organogenesis.
574935.
Biology | Chapter XLVII
ცხოველის სხეულის შენება იწყება განვითარების რეგულაციის მნიშვნელოვანი მოვლენებით, რომლებიც განაყოფიერებისა და სამი თანმიმდევრული სტადიის პროცესში მიმდინარეობს.
Important events regulating development occur during fertilization and each of three successive stages that begin to build the animal's body.
574936.
Biology | Chapter XLVII
ზიგოტიდან, პირველი სტადიის დროს, რომელსაც დანაწევრება ეწოდება, უჯრედები ისე გადანაწილდება, რომ იქმნება უჯრედების ღრუიანი სფერო - ბლასტულა.
During the first stage, called cleavage, cell division creates a hollow ball of cells, the blastula, from the zygote.
574937.
Biology | Chapter XLVII
მეორე სტადიაზე – გასტრულაციის დროს წარმოიქმნება სამშრიანი ემბრიონი – გასტრულა.
The second stage, gastrulation, produces a three-layered embryo, the gastrula.
574938.
Biology | Chapter XLVII
მესამე სტადიის – ორგანოგენეზის დროს წარმოიქმნება რუდიმენტული ორგანოები, რომელთაგან ზრდასრული სტრუქტურები ვითარდება.
The third stage, organogenesis, generates rudimentary organs from which adult structures grow.
574939.
Biology | Chapter XLVII
ჩვენს განხილვაში, ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ რამდენიმე სახეობაზე, რომლებიც ამ პროცესების შესასწავლად მოდელებად გამოიყენება.
In our discussion, we will focus on a few species that have been used as model organisms to investigate each of these processes.
574940.
Biology | Chapter XLVII
მკვლევრები სულ უფრო მეტი სახეობის განვითარებას სწავლობენ და განსხვავებებს აღმოაჩენენ, თუმცა მრავალ მსგავსებასაც პოულობენ.
As researchers study development in more and more species, they are finding some variations but also many similarities in the processes.