668043 Records found
576341.
Biology | Chapter XLIX
კაშკაშა სინათლე როდოპსინს გაუფერულებულს ინარჩუნებს და ჩხირები აღარ პასუხობენ.
Bright light keeps rhodopsin bleached, and the rods become unresponsive.
576342.
Biology | Chapter XLIX
როდესაც ადამიანი გადადის განათებული გარემოდან ბნელში, ისევე როგორც, მზიან დღეს კინოთეატრში შესვლისას, ის დასაწყისში თითქმის ბრმაა.
When you move from a very bright environment into a dark one, such as when you enter a movie theater on a sunny afternoon, you are initially almost blind to the faint light.
576343.
Biology | Chapter XLIX
ძალიან მცირე სინათლეა იქ იმისთვის, რომ კოლბების სტიმულაცია მოხდეს. სულ მცირე, რამდენიმე წუთია საჭირო გაუფერულებული ჩხირებისთვის, რათა ისინი ისევ სრულიად პასუხისუნარიანი გახდნენ.
There is too little light to stimulate your cones, and it takes at least a few minutes for your bleached rods to become fully responsive again.
576344.
Biology | Chapter XLIX
ფერადი მხედველობა კიდევ უფრო რთულ სასიგნალო პროცესს მოიცავს, ვიდრე როდოპსინის მექანიზმია ჩხირებში.
Color vision involves even more complex signal processing than the rhodopsin mechanism in rods.
576345.
Biology | Chapter XLIX
ბადურაში კოლბების სამ კლასს გამოყოფენ – წითელს, მწვანესა და ლურჯს – ყველა მათგანი შეიცავს მისი საკუთარი ტიპის ოპსინს, რომელიც დაკავშირებულია ბადურას მხედველობის პიგმენტთან.
There are three classes of cones in the retina-red, green, and blue-each with its own type of opsin associated with retinal in a visual pigment.
576346.
Biology | Chapter XLIX
კოლბებში მხედველობის სამ პიგმენტს გამოყოფენ და მათ ერთად ფოტოპსინებს უწოდებენ.
The three visual pigments of cones are collectively called photopsins.
576347.
Biology | Chapter XLIX
ყველა კოლბას სახელი შეესაბამება იმ ფერს, რომლის აბსორბციაც საუკეთესოდ ხდება მასში არსებული ფოტოპსინის საშუალებით.
The name of each cone class refers to the color that its type of photopsin absorbs best.
576348.
Biology | Chapter XLIX
მხედველობის ამ პიგმენტებს ურთიერთგადამფარავი აბსორბციის სპექტრები აქვთ. ტვინის მიერ შუალედური ფერების აღქმა დამოკიდებულია კოლბების ორი ან მეტი ჯგუფის განსხვავებულ სტიმულაციაზე.
These visual pigments have overlapping absorption spectra, and the brain's perception of intermediate hues depends on the differential stimulation of two or more classes of cones.
576349.
Biology | Chapter XLIX
მაგალითად, როდესაც მწვანე და წითელი კოლბები სტიმულირდება, ჩვენ შესაძლოა ყვითელი ან ნარინჯისფერი დავინახოთ, იმაზე დამოკიდებულებით, თუ რომელი კლასის რეცეპტორებია უფრო მეტად სტიმულირებული.
For example, when both red and green cones are stimulated, we may see yellow or orange, depending on which class is more strongly stimulated.
576350.
Biology | Chapter XLIX
ფერების სიბრმავე, რომელიც მამაკაცებში უფრო ხშირია, რამდენადაც სქესთან არის შეჭიდული, ერთი ან რამდენიმე ტიპის ფოტოპსინის ნაკლებობის ან, არარსებობის შედეგია.
Color blindness, which is more common in males than in females because it is generally inherited as a sex-linked trait, is the result of a deficiency or absence of one or more types of photopsin.
576351.
Biology | Chapter XLIX
მხედველობითი ინფორმაციის გადამუშავება.
Processing Visual Information.
576352.
Biology | Chapter XLIX
მხედველობითი ინფორმაციის გადამუშავება იწყება საკუთრივ ბადურაში, სადაც ჩხირები და კოლბები ქმნიან სინაფსებს ნეირონებზე, რასაც ბიპოლარულ უჯრედებს უწოდებენ.
The processing of visual information begins in the retina itself, where both rods and cones make synapses with neurons called bipolar cells.
576353.
Biology | Chapter XLIX
სიბნელეში ჩხირები და კოლბები დეპოლარიზებულია. ისინი ამ სინაფსებში მუდმივად გამოყოფენ ნეირომედიატორ გლუტამატს.
In the dark, rods and cones are depolarized, and they continually release the neurotransmitter glutamate at these synapses.
576354.
Biology | Chapter XLIX
სიბნელეში გლუტამატის ამგვარი გამოყოფა იწვევს ზოგი ბიპოლარული უჯრედის დეპოლარიზაციას და სხვების ჰიპერპოლარიზაციას, იმ პოსტსინაფსურ რეცეპტორულ მოლეკულებზე დამოკიდებულებით, რომლებსაც ისინი შეიცავენ.
This steady glutamate release in the dark depolarizes some bipolar cells and hyperpolarizes others, depending on the type of postsynaptic receptor molecules they contain.
576355.
Biology | Chapter XLIX
სინათლეში ჩხირები და კოლბები ჰიპერპოლარიზდებიან და წყვეტენ გლუტამატის გამოყოფას.
In the light, rods and cones hyperpolarize, shutting off their release of glutamate.
576356.
Biology | Chapter XLIX
ამის პასუხად, ბიპოლარული უჯრედები, რომლებიც დეპოლარიზებულები იყვნენ გლუტამატით, ჰიპერპოლარიზდებიან.
In response, the bipolar cells that are depolarized by glutamate hyperpolarize.
576357.
Biology | Chapter XLIX
განგლიოზური უჯრედები სინაფსებს წარმოქმნიან ბიპოლარულ უჯრედებზე და გადასცემენ მოქმედების პოტენციალებს ოპტიკური ნერვის აქსონებით ტვინს.
Ganglion cells synapse with bipolar cells and transmit action potentials to the brain via axons in the optic nerve.
576358.
Biology | Chapter XLIX
ჰორიზონტალური და ამაკრინული უჯრედები ეხმარებიან ინფორმაციის ინტეგრაციას, სანამ ისინი ტვინისკენ გადაიგზავნება.
Horizontal cells and amacrine cells help integrate the information before it is sent to the brain.
576359.
Biology | Chapter XLIX
ჩხირებიდან და კოლბებიდან ბადურაში სიგნალი შეიძლება გაჰყვეს ვერტიკალურ ან ლატერალურ გზას.
Signals from the rods and cones may follow either a vertical or a lateral pathway in the retina.
576360.
Biology | Chapter XLIX
ვერტიკალურ გზაში ინფორმაცია გადაეცემა უშუალოდ ფოტორეცეპტორებიდან ბიპოლარულ და განგლიოზურ უჯრედებს.
In the vertical pathway, information passes directly from photoreceptors to bipolar cells to ganglion cells.