668043 Records found
577241.
Biology | Chapter LI
ჰიდრა რეაგირებს მცირე შეხებაზეც კი, მაგრამ თუ მას კვლავ და კვლავ შევეხებით და ამ სტიმულს არ მოჰყვება არანაირი შედეგი, ის შეწყვეტს საპასუხო რეაქციის გამოცემას.
A hydra contracts when disturbed by a slight touch, if it is repeatedly disturbed by such a stimulus without any further consequences, it stops responding.
577242.
Biology | Chapter LI
მრავალი ჩიტი და ძუძუმწოვარა ცხოველი ცნობს განგაშის ხმას, რომელთაც მათი სახეობის სხვა წევრები გამოსცემენ, მაგრამ ისინი ბოლოსდაბოლოს წყვეტენ საპასუხო რეაქციის გამოცემას, თუ ამ განგაშის ხმას არ მოჰყვება თავდასხმა („მგელი მგლის“ დაძახების ეფექტი).
Many mammals and birds recognize alarm calls of members of their species, but they eventually stop responding if these calls are not followed by an actual attack (the "cry-wolf" effect).
577243.
Biology | Chapter LI
აბსოლუტური ეტიოლოგიის პირობებში მიჩვევამ შეიძლება გაზარდოს შეგუება ცხოველის ნერვული სისტემის მობილიზების გზით იმისათვის, რომ ფოკუსირება გააკეთოს იმ სტიმულზე, რომელიც აუწყებს საკვების, პარტნიორის ან რეალური საფრთხის შესახებ, ნაცვლად იმისა, რომ დაიხარჯოს დრო და ენერგია ზღვა რაოდენობის სხვა სტიმულებზე, რომლებიც არარელევანტურია ცხოველის გადარჩენის ან გამრავლებისათვის.
In terms of ultimate causation, habituation may increase fitness by allowing an animal's nervous system to focus on stimuli that signal the presence of food, mates, or real danger instead of wasting time or energy on a vast number of other stimuli that are irrelevant to the animal's survival and reproduction.
577244.
Biology | Chapter LI
ახლა მოდით, ყურადღება გადავიტანოთ შესწავლის უფრო რთულ ფორმებზე.
Next, let's shift our attention to some more complex forms of learning.
577245.
Biology | Chapter LI
სივრცობრივი შესწავლა.
Spatial Learning.
577246.
Biology | Chapter LI
ნებისმიერი ბუნებრივი გარემო შეიცავს რაღაც დონის სივრცობრივ ვარიაციებს.
Every natural environment shows some degree of spatial variation.
577247.
Biology | Chapter LI
მაგალითად, საცხოვრებლად და ბუდის გასაკეთებლად შესაფერისი ადგილები შეიძლება ერთ ადგილზე უფრო უხვად იყოს ვიდრე სხვაგან.
For instance, sites suitable for nesting may be more common in some places than in others.
577248.
Biology | Chapter LI
ამის შედეგად ორგანიზმის შეგუება შეიძლება გაიზარდოს სივრცობრივი შესწავლის საშუალებით, ეს არის ქცევის მოდიფიკაცია, რაც ეყრდნობა გარემოს სივრცობრივი სტრუქტურის შესახებ გამოცდილებას, ამაში იგულისხმება საბუდრის ადგილების, ხიფათის, საკვებისა და პოტენციური პარტნიორების შესახებ მიღებული გამოცდილება.
As a consequence, the fitness of an organism may be enhanced by the capacity for spatial learning, which is the modification of behavior based on experience with the spatial structure of the environment, including the locations of nest sites, hazards, food, and prospective mates.
577249.
Biology | Chapter LI
1932 წელს ჩატარებულ კლასიკურ ექსპერიმენტში ნიკო ტინბერგენმა შეისწავლა თუ როგორ პოულობენ საკუთარი ბუდის შესასვლელს მუშა კრაზანები.
In a classic experiment done in 1932, Niko Tinbergen studied how digger wasps find their nest entrances.
577250.
Biology | Chapter LI
ტინბერგენმა გადააადგილა ფიჭვის გირჩების წრე, რომელიც ბუდის შესასვლელს ფარგლავდა, დააკვირდა და ნახა, რომ კრაზანა ჯდებოდა გირჩების ცენტრში, მიუხედავად იმისა, რომ ბუდის შესასვლელი იქ აღარ იყო.
Tinbergen moved a circle of pinecones that had previously surrounded a nest entrance and observed that the wasp landed in the center of the pinecones, even though the nest entrance was no longer there.
577251.
Biology | Chapter LI
კრაზანა ფიჭვის გირჩებს იყენებდა, როგორც სანიშნეს ანუ ადგილმდებარეობის ინდიკატორს.
The wasp was using the pinecones as a andmark, or location indicator.
577252.
Biology | Chapter LI
ადგილის სანიშნეს გამოყენება წარმოადგენს უფრო რთულ კოგნიტიურ მექანიზმს ვიდრე ტაქსისი ანდა კინეზი, რადგანაც იგი ეფუძნება შესწავლას.
The use of landmarks is a more complex cognitive mechanism than a taxis or kinesis, since it involves learning.
577253.
Biology | Chapter LI
კრაზანა მიფრინავს სტიმულისაკენ (ამ შემთხვევაში ფიჭვის გირჩების ცენტრისკენ, როგორც ტაქსისისას, მაგრამ ეს სტიმული წარმოადგენს უფრო ამოჩემებულ მანიშნებელს, რომელიც ცხოველმა უნდა დაისწავლოს, ვიდრე მუდმივ სტიმულს, ისეთს, როგორიცაა, მაგალითად, შუქი.
The wasp flies toward a stimulus (in his case, the center of the pinecones), as in a taxis, but the stimulus is an arbitrary landmark the animal must learn rather than a constant stimulus such as light.
577254.
Biology | Chapter LI
ერთი ბუდის შესასვლელს შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, ფიჭვის გირჩები გარშემორტყმული, მეორე შეიძლება იყოს, მაგალითად, ქვების გროვის გვერდით.
One nest entrance may have pinecones around it, while another may be next to a pile of stones.
577255.
Biology | Chapter LI
თითოეულმა კრაზანამ უნდა ისწავლოს ცალკეული, განსხვავებული მანიშნებელი თითოეული ინდივიდუალური ბუდის მდებარეობის მისაგნებად.
Each wasp has to learn the unique landmarks of each individual nest site.
577256.
Biology | Chapter LI
ტინბერგენის ექსპერიმენტი უჩვენებს, რომ სივრცობრივი შესწავლა გარემოში გადაადგილებისათვის საიმედო საშუალება რომ გახდეს, გამოყენებული მანიშნებელი უნდა იყოს მყარი, სტაბილური (გარკვეული ქმედების დროის ჩარჩოებში).
Tinbergen's experiment reveals that for spatial learning to be a reliable way to navigate through the environment, the landmarks used must be stable (within the time frame of a particular activity).
577257.
Biology | Chapter LI
მაგალითად, ფიჭვის გირჩებს, რომლებიც მიუნიშნებს კრაზანას ბუდის არსებობაზე, უნდა ჰქონდეს შეცვლის ან გადაადგილების ძალიან დაბალი ალბათობა.
For example, the pinecones that indicate the presence of the wasp's nest should have a low probability of moving.
577258.
Biology | Chapter LI
სწავლისათვის არასაიმედო ინფორმაციის გამოყენებას უნდა მოჰყვეს ცხოველისათვის მნიშვნელოვანი შედეგი.
Using unreliable information for learning may result in a significant cost to the animal.
577259.
Biology | Chapter LI
თუ კრაზანა ისწავლის თავისი ბუდის მიგნებას იმ საგნების მეშვეობით, რომლებიც შეიძლება დაინგრეს ან გაუჩინარდეს, ამის შედეგი იქნება ის, რომ იგი ბუდეს ვეღარ მიაგნებს და შესაბამისად, ეს შეამცირებს კრაზანასათვის გამრავლების წარმატებას.
If a nesting wasp learns to locate its nest using objects that might blow away, for instance, the cost may be an inability to locate and provision the nest and, consequently, reduced reproductive success for the wasp.
577260.
Biology | Chapter LI
იმის გამო, რომ ზოგიერთი გარემო უფრო სტაბილურია, ვიდრე სხვა, ცხოველები სხვადასხვაგვარ გარემოში სივრცობრივი შესწავლის სხვადასხვა სახის ინფორმაციას იყენებენ.
Because some environments are more stable than others, animals may use different kinds of information for spatial learning in different environments.