668043 Records found
578481.
Biology | Chapter LIII
დომინანტი სახეობებისაგან განსხვავებით აუცილებელი არ არის, ძირითადი სახეობები თანასაზოგადოებაში ჭარბად იყვნენ წარმოდგენილნი.
In contrast to dominant species, keystone species are not necessarily abundant in a community.
578482.
Biology | Chapter LIII
მათ აქვთ თანასაზოგადოების სტრუქტურაზე ძლიერი ზემოქმედების უნარი არა რაოდენობრივი ძალით, არამედ მათი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური როლის ანუ ნიშას გამო.
They exert strong control on community structure not by numerical might but by their pivotal ecological roles or niches.
578483.
Biology | Chapter LIII
ძირითადი სახეობების იდენტიფიკაციის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს მოცილების ექსპერიმენტები, სწორედ ამგვარი ექსპერიმენტების წყალობით ძირითად სახეობათა კონცეფცია პირველად ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეკოლოგმა რობერტ ფეინმა განავითარა.
A good way to identify keystone species is by removal experiments, which is how ecologist Robert Paine of the University of Washington first developed the concept of keystone species.
578484.
Biology | Chapter LIII
ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთში კლდოვან ადგილებში მცხოვრებ თანასაზოგადოებებში ზღვის ვარსკვლავი, წარმოადგენს ისეთი ორკარედი ნიჟარის მტაცებელს, როგორიცაა Mytilus californianus.
The sea star Pisaster ochraceous is a predator of mussels such as Mytilus californianus in rocky intertidal communities of western North America.
578485.
Biology | Chapter LIII
როცა ფეინმა ზღვის ვარსკვლავი კლდოვანი მოქცევა-უკუქცევის ზონიდან გაიყვანა, ჭარბი რაოდენობის ნიჟარებს შესაძლებლობა მიეცათ მოსდებოდნენ სივრცეს და გამოერიცხათ იმ ადგილებიდან სხვა უხერხემლოები და წყალმცენარეები.
Pisaster from rocky intertidal areas, the abundant mussels were able to monopolize space and exclude other invertebrates and algae from attachment sites.
578486.
Biology | Chapter LIII
წყლის ვარსკვლავების მოქცევა-უკუქცევის ზონაში ყოფნისას ამ ზონაში 15-დან 20-მდე სახეობის უხერხემლოები და წყალმცენარეები ბინადრობენ, მაგრამ ზღვის ვარსკვლავის ექსპერიმენტული მოცილების შემთხვევაში სახეობათა მრავალფეროვნებამ სწრაფად დაიკლო და ხუთზე ნაკლებ სახეობამდე დავიდა.
When sea stars were present, 15 to 20 species of invertebrates and algae occurred in the intertidal zone, but after the experimental removal of Pisaster, species diversity quickly declined to fewer than 5 species.
578487.
Biology | Chapter LIII
ამრიგად ზღვის ვარსკვლავი თამაშობს ძირითადი სახეობის როლს, რომელიც ძლიერ ზეგავლენას ახდენს მთლიან თანასაზოგადოებაზე.
Pisaster thus acts as a keystone species, exerting an influence on the whole community.
578488.
Biology | Chapter LIII
სხვა მაგალითს წარმოადგენს ზღვის წავი, Enhydra lutris.
The sea otter, Enhydra lutris, offers another example.
578489.
Biology | Chapter LIII
ზღვის წავი იკვებება ზღვის ზღარბებით, ხოლო ზღვის ზღარბები კი ძირითადად იკვებებიან კელპებით.
Sea otters feed on sea urchins, and sea urchins feed mainly on kelp.
578490.
Biology | Chapter LIII
იმის გამო, რომ ვეშაპის ჩვეული საკვები-მსხვერპლი პოპულაციები ძალიან შემცირდა, ბოლო ოცი წლის განმავლობაში მკვლელი ვეშაპები წავებზე ნადირობენ.
Over the last 20 years, killer whales have been preying on sea otters as the whales' usual prey has declined.
578491.
Biology | Chapter LIII
ამის შედეგად აღმოსავლეთ ალასკის სანაპიროდან მოშორებით ფართო ტერიტორიაზე წავის პოპულაციებმა ისე სწრაფად იწყო კლება, რომ ზოგჯერ მისი მაჩვენებელი შეადგენდა 25% ყოველწლიურად.
As a result, sea otter populations have declined precipitously in large areas off the coast of western Alaska, sometimes at rates as high as 25% per year.
578492.
Biology | Chapter LIII
ამ ძირითადი, წამყვანი სახეობის შემცირებამ ზღვის ზღარბების პოპულაციებს გამრავლების საშუალება მისცა, რამაც თავის მხრივ შედეგად რუხი წყალმცენარის განადგურება მოიტანა.
The loss of this keystone species has allowed sea urchin populations to increase, resulting in the destruction of kelp forests.
578493.
Biology | Chapter LIII
ეკოსისტემის „ინჟინრები“ (დამფუძნებელი სახეობები).
Ecosystem "Engineers" (Foundation Species).
578494.
Biology | Chapter LIII
ზოგიერთ ორგანიზმს გავლენის მოხდენის უნარი აქვს არა მხოლოდ ტროფიკული ურთიერთქმედების საშუალებით, არამედ გარემოზე ფიზიკური ცვლილებების გამოწვევის საშუალებითაც, რაც თანასაზოგადოების სტრუქტურაზე ახდენს გავლენას.
Some organisms exert their influence not through their trophic interactions but by causing physical changes in the environment that affect the structure of the community.
578495.
Biology | Chapter LIII
ასეთ ორგანიზმებს გარემოს გადაკეთება შეუძლიათ მათი ქცევების საშუალებით ანდა მათი დიდი კოლექტიური ბიომასის წყალობით.
Such organisms may alter the environment through their behavior or by virtue of their large collective biomass.
578496.
Biology | Chapter LIII
იმ სახეობათა მაგალითს, რომლებსაც ფიზიკურ გარემოში ძლიერი ცვლილების გამოწვევის უნარი აქვთ, წარმოადგენს თახვი, რომელსაც ხის წაქცევითა და დამბების მშენებლობით შეუძლია ლანდშაფტში ძალიან დიდი მასშტაბის ცვლილება გამოიწვიოს.
An example of a species that dramatically alters its physical environment is the beaver, which, through tree felling and dam building, can transform landscapes on a very large scale.
578497.
Biology | Chapter LIII
სახეობებს, რომელთაც ასეთი დიდი გავლენის მოხდენის უნარი აქვთ გარემოზე, უწოდებენ ეკოსისტემის „ინჟინრებს“, ანდა ცნობიერი წინასწარგანზრახულობის მნიშვნელობა რომ გამოირიცხოს, უწოდებენ „დამფუძნებელ სახეობებს“.
Species with such effects are called ecosystem "engineers" or, to avoid implications of conscious intent, "foundation species."
578498.
Biology | Chapter LIII
გარემოს სტრუქტურისა და დინამიკის გადაკეთებით, დამფუძნებელი სახეობები ასრულებენ თანასაზოგადოების ზოგიერთი სხვა სახეობებისათვის ხელშემწყობ როლს, რადგანაც მათ დადებითი გავლენა შეიძლება იქონიონ ზოგიერთი სახეობის გადარჩენასა და გამრავლებაზე.
By altering the structure or dynamics of the environment, foundation species act as facilitators that have positive effects on the survival and reproduction of some of the other species in the community.
578499.
Biology | Chapter LIII
მაგალითად, ნიადაგში ცვლილების წყალობით შავი ლერწმის (Juncus gerardi) სახეობათა მრავალფეროვნება იზრდება ახალი ინგლისის შტატში მარილიანი ჭაობების ზოგიერთ ზონაში.
For example, by modifying soils, the black rush Juncus gerardi increases the species richness in some zones of New England salt marshes.
578500.
Biology | Chapter LIII
ლერწამი ნიადაგის ზედაპირის დაჩრდილვის საშუალებით ხელს უშლის მარილის დაგროვებას ნიადაგში, რაც აორთქლების დონეს ამცირებს.
Juncus helps prevent salt buildup in the soil by shading the soil surface, which reduces evaporation.