668043 Records found
578741.
Biology | Chapter LIII
ურთიერთსაპირისპირო მოდელების სრულყოფილად აღსაქმელად ჩვენ გვჭირდება იმის შესწავლა, თუ როგორ ურთიერთმოქმედებენ სახეობები თანასაზოგადოებაში და რამდენად მჭიდროა ეს კავშირები.
To fully assess the contrasting models, we need to study how species interact in communities and how tight these associations are.
578742.
Biology | Chapter LIII
მაგალითად, რამდენად განსხვავებული იქნება ის გავლენა, რასაც ახდენს თანასაზოგადოებიდან ერთი, ძირითადი სახეობის დაკარგვა, მეორე, უფრო იშვიათი სახეობის დაკარგვასთან შედარებით, რომელსაც თანასაზოგადოების სტრუქტურაზე უფრო ნაკლები გავლენის მოხდენის შესაძლებლობა აქვს?
For example, how would the impacts on a community differ if the one species lost from it were a keystone species compared to a rare species with relatively little influence on community structure?
578743.
Biology | Chapter LIII
თანასაზოგადოების სტრუქტურასთან დაკავშირებული ამგვარი შეკითხვები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ისინი ხაზს უსვამენ დღეს არსებულ მრავალ პრობლემას, რაც გარემოს უკავშირდება, მაგალითად, როგორ გავლენას მოახდენს გარკვეული სახეობის მოსპობა ეკოსისტემის ფუნქციონირებაზე.
Such questions about community structure are important because they underlie many current environmental problems, such as how the extinction of particular species may affect the functioning of ecosystems.
578744.
Biology | Chapter LIII
ჩვენ ამ მოდელებს და შეკითხვებს, რომლებსაც ისინი წარმოშობენ დავუბრუნდებით 55-ე თავში.
We will return to these models and the questions they stimulate in Chapter 55.
578745.
Biology | Chapter LIII
მაგრამ მანამდე, 54-ე თავში, ჩვენ განვიხილავთ ეკოსისტემის ეკოლოგიას.
But first, we will take a look at ecosystem ecology in Chapter 54.
578746.
Biology | Chapter LIV
ეკოსისტემები, ენერგია და ნივთიერებები.
Ecosystems, Energy, and Matter.
578747.
Biology | Chapter LIV
ეკოსისტემა შედგება ყველა იმ ორგანიზმებისგან, რომლებიც თანასაზოგადოებაში ცხოვრობენ და ასევე ყველა იმ აბიოტური ფაქტორებისაგან, რომელთა მეშვეობითაც ისინი ერთმანეთზე ურთიერთზემოქმედებენ.
An ecosystem consists of all the organisms living in a community as well as all the abiotic factors with which they interact.
578748.
Biology | Chapter LIV
ეკოსისტემები შეიძლება რანგირდეს დაწყებული მიკროკოსმოსიდან, როგორიცაა აკვარიუმი, რომელიც მოცემულია სურათზე 54.1, დიდ მოცულობამდე, როგორიცაა ტბა ან ტყე.
Ecosystems can range from a microcosm, such as the aquarium in Figure 54.1, to a large area such as a lake or forest.
578749.
Biology | Chapter LIV
ეკოსისტემების შემთხვევაშიც, ისევე, როგორც პოპულაციებისა და თანასაზოგადოებების შემთხვევებში, საზღვრები მკვეთრად გამოკვეთილი არ არის.
As with populations and communities, the boundaries of ecosystems are usually not discrete.
578750.
Biology | Chapter LIV
ქალაქები და ფერმები წარმოადგენენ ადამიანებით დომინანტურ ეკოსისტემებს.
Cities and farms are examples of human-dominated ecosystems.
578751.
Biology | Chapter LIV
მრავალი ეკოლოგი მთლიან ბიოსფეროს მიიჩნევს, როგორც დედამიწის ყველა ლოკალური ეკოსისტემის შემცველ გლობალურ ეკოსისტემას.
Many ecologists regard the entire biosphere as a global ecosystem, a composite of all the local ecosystems on Earth.
578752.
Biology | Chapter LIV
ეკოსისტემის ზომის მიუხედავად მისი დინამიკა ორ პროცესს მოიცავს, რომელთა აღწერა პოპულაციაში ანდა თანასაზოგადოებაში მიმდინარე პროცესებითა და ფენომენებით ვერ ხერხდება: ენერგიის გადაცემა და ქიმიური წრებრუნვა.
Regardless of an ecosystem's size, its dynamics involve two processes that cannot be fully described by population or community processes and phenomena: energy flow and chemical cycling.
578753.
Biology | Chapter LIV
უმეტესობა ეკოსისტემებში ენერგია შედის მზის შუქის ფორმით.
Energy enters most ecosystems in the form of sunlight.
578754.
Biology | Chapter LIV
შემდეგ იგი ავტოტროფული ორგანიზმების მიერ გარდაიქმნება ქიმიურ ენერგიად, გაივლის ჰეტეროტროპიკულ ორგანიზმებს საკვების ორგანულ კომპონენტებში და ქრება სითბოს ფორმით.
It is then converted to chemical energy by autotrophic organisms, passed to heterotrophs in the organic compounds of food, and dissipated in the form of heat.
578755.
Biology | Chapter LIV
ქიმიური ელემენტები, როგორიცაა ნახშირბადი და აზოტი, ციკლურ მოძრაობას გადიან ეკოსისტემის აბიოტურ და ბიოტურ კომპონენტებში.
Chemical elements, such as carbon and nitrogen, are cycled among abiotic and biotic components of the ecosystem.
578756.
Biology | Chapter LIV
ფოტოსინთეზური ორგანიზმები ამ ელემენტებს არაორგანული ფორმით ჰაერიდან, ნიადაგიდან და წყლიდან იღებენ და გარდაქმნიან მათ ორგანულ მოლეკულებად, რომელთაგანაც ზოგიერთს ცხოველები შთანთქავენ.
Photosynthetic organisms assimilate these elements in inorganic form from the air, soil, and water and incorporate them into organic molecules, some of which are consumed by animals.
578757.
Biology | Chapter LIV
ეს ელემენტები უბრუნდებიან არაორგანულ ფორმას ჰაერში, ნიადაგსა და წყალში მცენარეთა და ცხოველთა მეტაბოლიზმისა და ისეთი ორგანიზმების მეშვეობით, როგორიცაა, ბაქტერიები, სოკოვანები, რომლებიც შლიან ორგანულ ნარჩენებსა და მკვდარ ორგანიზმებს.
The elements are returned in inorganic form to the air, soil, and water by the metabolism of plants and animals and by other organisms, such as bacteria and fungi, that break down organic wastes and dead organisms.
578758.
Biology | Chapter LIV
როგორც ენერგიის ასევე, ნივთიერებების ეკოსისტემაში მოძრაობა ხდება მატერიის გადაცემის მეშვეობით ფოტოსინთეზისა და კვებითი ურთიერთობების დროს.
Both energy and matter move through ecosystems via the transfer of substances during photosynthesis and feeding relationships.
578759.
Biology | Chapter LIV
იმის გამო, რომ ნივთიერებებისაგან განსხვავებით ენერგიის ხელახლა წრებრუნვა შეუძლებელია, ეკოსისტემა უნდა იმართებოდეს ენერგიის უწყვეტი შედინებით გარე წყაროდან, უმეტეს შემთხვევაში, მზისგან.
However, because energy, unlike matter, cannot be recycled, an ecosystem must be powered by a continuous influx of energy from an external source-in most cases, the sun.
578760.
Biology | Chapter LIV
ენერგია მოძრაობს ეკოსისტემებს შორის, მაშინ როცა ნივთიერებები მოძრაობენ ეკოსისტემებს შიგნით.
Energy flows through ecosystems, while matter cycles within them.